ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
Jul 24 2011, 06:43 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს.
|
|
|
Jul 24 2011, 10:08 PM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველა რელიგიას შეუძლია ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს ადამიანი, ოღონდ არა შიშით, არამედ დიდი სიყვარულით. არცერთ რელიგიას (ყოველ შემთხვევაში რამდენადაც მე ვიცი) არ უწერია რომ უნდა გეშინოდეს ღმერთის, ეს მერე არის მოგონილი, რომ მასები მართონ. შიში ძალიან ძლიერი სამართავი იარაღია.
ბევრს კი უბრალოდ ჭირდება რელიგია. ცოტა ეზარებათ აზროვნება და ურჩევნიათ დაწერილი დოგმებით იცხოვრონ. ზოგი უბრალოდ პოულობს ღმერთს საკუთარ თავში. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ყველას ჩვენი გზა გვაქვს ჭეშმარიტებისკენ |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 10:56 PM |