კაბალა |
კაბალა |
Feb 6 2011, 08:37 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ |
|
|
Jul 29 2011, 02:55 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოშე
აბრამის მიერ შექმნილი კაბალისტური ჯგუფი თავდაპირველად ქნაანის (დღევანდელი ისრაელის ტერიტორია) მიწაზე დამკვიდრდა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ იძულებული გახდა გვალვის და შიმშილის გამო ეგვიპტეში გადასულიყო. ყველასათვის ცნობილია აბრამის შვილთაშვილი იოსების ისტორია, რომელიც ეგვიპტის ფარაონის მარჯვენა ხელი, და მისი სიზმრების ერთადერთი ამხსნელი იყო. სწორედ იოსების და მისი ძმების ეგვიპტეში დამკვიდრებით დაიწყო ისრაელთა („იაშარ ელ“ – პირდაპირ შემქმნელისაკენ მიმართულთა) ხანგრძლივი ეგვიპტური მონობა, რომელიც ძვ.წ. 1350 წელს მოშეს ანუ მოსეს მეთაურობით ებრაელთა ეგვიპტიდან ცნობილი გამოსვლით დასრულდა, რის შემდეგაც ეს რიცხობრივად უკვე გაზრდილი და ერთ ერად ჩაოყალიბებული კაბალისტური ჯგუფი 40 წელს ატარებს უდაბნოში მანამ, სანამ აღთქმულ ისრაელის მიწას არ უბრუნდება. (აღსანიშნავია, რომ ებრაული ტექსტების უმრავლეობა ჯერ ბერძნულად ითარგმნებოდა, ხოლო შემდეგ ბერძნულიდან ყველა სხვა ენაზე, რამაც ებრაულ სახელებსა და დასახელებებში ასო „შ“–ს ასო „ს“–თ ჩანაცვლება გამოიწვია, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბერძნულში ასო „შ“ არ იხმარება. სწორედ ამის გამო იხმარება სახელები იერუსალიმი, მოსე, სოლომონი და ა.შ. იერუშალაიმის, მოშეს, შლომოს ნაცვლად, როგორც ისინი პირველწყაროებში მოიხსენიება). ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლა და აღთქმული მიწისაკენ უდაბნოში 40 წლიანი სვლა მთელი მსოფლიოსათვის ადამიანის თავისუფლებისაკენ მისწრაფების და სამშობლოს ერთგულების უნიკალურ სიმბოლოდ იქცა, თუმცაღა თვით ამ ჯგუფისათვის ყოველივე ამას გაცილებით უფრო ღრმა, სულიერი მნიშვნელობა გააჩნდა. ებრაელებისათვის ეგვიპტიდან გამოსვლა ადამიანის მიერ მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის არსებული ბარიერის გადალახვის და ადამიანის სულიერ სამყაროში თითქოსდა „ხელახლა დაბადების“ სიმბოლოა, სადაც ეგვიპტე და ფარაონი ადამიანის ეგოისტურ სურვილებს ასახიერებს, ხოლო მოშე და ებრაელი ხალხი – ეგოიზმის ტყვეობიდან განთავისუფლებულ ალტრუისტურ სურვილებს. სწორედ ამაზე და არა უბრალოდ ისტორიულ მოვლენებზე მოგვითხრობს მოშე „თორა“–ში (მოშეს ხუთწიგნეული, ძველი აღთქმა). მართალია, დღეს თორა მსოფლიოს პირველ ბესტსელერად ითვლება, მაგრამ მიუხედავად მისი ასეთი პოპულარობისა ცოტას თუ ესმის ამ წიგნის ჭეშმარიტი არსი და მისი დანიშნულება. სიტყვა „თორა“ სიტყვა „ორ“–ისაგანაა წარმოქმნილი, რაც ივრითულად შუქს, ნათელს ნიშნავს. კაბალისტები სწორედ ამ სიტყვით აღწერენ მთელი სამყაროს მმართველ უმაღლეს ძალას. მოშემ ამ წიგნის დასაწერად სპეციალური, ე.წ. „შტოების“ ენა გამოიყენა. კაბალისტი სამყაროს როგორც მატერიალურ ასევე სულიერ დონეს, სფეროს აღიქვამს. ის ხედავს, თუ როგორ ეშვება ინორმაცია უსასრულო სულიერი სამყაროდან და თანდათანობით როგორ იღებს ჩვენს სამყაროში მატერიალურ სახეს. კაბალისტები ამტკიცებენ, რომ მატერიალური სამყაროს ნებისმიერ ელემენტს, ობიექტს, საგანს, მოვლენას საკუთარი და გამორჩეული ფესვი გააჩნია სულიერ სამყაროში, რომ ჩვენი სამყარო უბრალოდ სულიერი სამყაროს შედეგი, მისი პროექციაა. სულიერ სამყაროში არ არსებობს სიტყვები. ამიტომ იქ მიმდინარე პროცესების აღსაწერად და თავიანთი ცოდნის სხვებისათვის გადასაცემად კაბალისტები შტოების ანუ შედეგების (იგულისხმება სულიერი მიზეზის, ფესვის მატერიალური შედეგი, გამოვლინება) ენას იყენებენ. ესე იგი თუკი მოშეს რაიმე სულიერი ობიექტის, რაიმე ძალის, ან ამა თუ იმ მოვლენის აღწერა სურდა უმაღლეს სამყაროში, ის მას ჩვენს სამყაროში მისი შედეგის სახელწოდებით მოიხსენიებდა. ასე მაგალითად თუ ჩვენს სამყაროში ეს სულიერი ობიექტი ქვის სახით არსებობდა, მოშე ამ სულიერ ძალას ქვის სახელით მოიხსენიებდა და ა.შ.. სწორედ ასეთი კოდირებული სახის წყალობით თორამ, სხვა კაბალისტური წიგნებისაგან განსხვავებით, ფართო გავრცელება ჰპოვა. ადამიანი, რომელიც გრძნობის ხუთი ორგანოს მეშვეობით აღიქვამს სამყაროს და რომელსაც საკუთარ თავში ჯერ კიდევ არ განუვითარებია სულიერი სამყაროს აღქმის უნარი, ვერ შეძლებს თორის ადეკვატურად აღქმას, რადგან შეუძლებელია შტოების ენის შესწავლა რომელიმე უცხო ენის მსგავსად. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი საგნების და მოვლენების ახალ, დამატებით დასახელებას კი არ ვსწავლობთ, არამედ ამ საგნებისა და მოვლენების მიზეზს, მათ ღრმა, ფაქიზ, დაფარულ სულიერ ფესვს ვწვდებით, ეს კი არა დამატებითი ცოდნის შეძენით, არამედ თვით ადამიანის შინაგანი, თვისობრივი ცვლილებითაა შესაძლებელი. კაბალისტები მოგვითხრობენ, რომ თორა ადამიანის სრულ სულიერ გზას აღგვიწერს, რომ მისი ყოველი პერსონაჟი თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს და რომ მასში აღწერილი ნებისმიერი პროცესი თითოეული ადამიანის სულში ხდება. ამიტომ კაბალისტისათვის თორის შესწავლა საკუთარი თავის, თავისი უფრო მაღალი „მე“–ს, თავისი სულის აღმოჩენას, შესწავლას ნიშნავს. ადამიანის სულიერი განვითარება, თანდათანობით, საფეხურეობრივად ხდება. კაბალისტები ასეთ 125 საფეხურს მოითვლიან. თორა, თუმცა კოდირებული სახით, მაგრამ ყველა ამ საფეხურს აღწერს (ასახავს). ეგვიპიტიდან გამოსვლის და ისრაელის მიწაზე დაბრუნების შემდეგ აბრამის მიერ შექმნილი კაბალისტური ჯგუფი ახალ სულიერ საფეხურზე მაღლდება. ამ საფეხურს თორაში „პირველი ტაძარი“ ეწოდება. ტაძარი ეს უბრალოდ იერუშალაიმში აშენებული ნაგებობა კი არა კაბალისტური ჯგუფის სულიერი საფეხურია. ადამიანის სულიერი განვითარება (ამალება) ერთის მხრივ ეგოიზმის ზრდის და მეორეს მხრივ ამ ეგოიზმზე ამაღლების გამუდმებული პროცესია. ამიტომ ყველა ახალ სულიერ საფეხურს და აღმავლობას ეგოიზმის ხელახადი ზრდა და „დაღმავლობა“ მოსდევს, რის შემდეგაც უკვე უფრო მაღალ სფეხურზე ამაღლება ხდება. დაღმავლობის ასეთ პერიოდში კაბალისტმა ან კაბალისტთა ჯგუფმა შესაძლოა სრულებით დაკარგოს კავშირი სულიერ სამყაროსთან. ეს პერიოდი შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს და ის თორაში „გალუთის“ – დევნილობის სახელით მოიხსენიება. მართალია, თორა ადამიანის სულიერ სამყაროდან მოწყვეტაზე, დევნილობაზე მოგვითხრობს, მაგრამ იმდენად რამდენადაც სულიერი სამყარო განაპირობებს მატერიალურ სამყაროს, ნებისმიერი სულიერი პროცესი მინიმუმ ერთხელ მაინც ჰპოვებს თავის განხორციელებას, გამოვლინებას ამქვეყნად. ამიტომ ებრაელთა კაბალისტური ჯგუფი სულიერი სამყაროს შეგრძნების დაკარგვასთან ერთად ისრაელის მიწიდანაც იდევნებოდა. სწორედ სულიერი დევნილობის ასეთ პერიოდში, რომელიც თორაში „მეორე ტაძრის“ ნგრევით მოიხსენიება, ებრაელთა კაბალისტურ ჯგუფს ძალა აღარ შესწევდა თორის თავისი ჭეშმარიტი, სულიერი მნიშვნელობით აღქმისა და ამიტომ მასში აღწერილი „წესების“ და „კანონების“ მექანიკური, ფიზიკური შესრულება დაიწყო. ასე თანდათან წარმოიშვა რელიგია, რომელსაც მოგვიანებით იუდაიზმი ეწოდა. სულიერი სამყაროს, უმაღლესი ძალის უშუალო შეგრძნება ბრმა რწმენამ და რიტუალებმა მოქმედებებმა შეცვალა. სამწუხაროდ დევნილობის ხანგრძლივი, ორიათასწლიანი პერიოდის განმავლობაში ერმა თითქმის სრულებით დაკარგა კავშირი კაბალასთან და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს სწავლება მხოლოდ ერთეული კაბალისტების უწყვეტი ჯაჭვის წყალობით გადაიცემოდა. ასე იქცა კაბალა დაფარულ სწავლებად, რომელიც მასწავლებლიდან მოსწავლეს გადაეცემოდა. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 01:13 AM |