კაბალა |
კაბალა |
Feb 6 2011, 08:37 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ |
|
|
Jul 29 2011, 02:58 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰარი – რაბი იცხაკ ლურია აშქენაზი
სწორედ ასეთი ადამიანი გაჩნდა მე–16–ე საუკუნის ირუსალიმში (1534 წ). ეს ადამიანი იყო რაბი იცხაკ ლურია აშკენაზი, იგივე ჰარი (ჰაელოკი რაბი იცხაკ – ღვთიური რაბი იცხაკი). ჰარიმ ბავშვობა ეგვიპტეში, თავის ბიძასთან გაატარა, რომელიც ძალზედ მდიდარი და გავლენიანი პიროვნება იყო. სწორედ იქ 16 წლის ასაკში გადასცეს მას წიგნი ზოჰარი. ის ამ წიგნს 36 წლის ასაკამდე შეისწავლიდა, რის შემდეგაც 1570 წელს ისრაელში დაბრუნდა და კაბალისტების სულიერ ცენტრად აღიარებულ ქალაქ ცფათში დამკვიდრდა. იმ 17 თვის განმავლობაში, რომელიც ჰარიმ ცფათში გაატარა, მან იქ ნამდვილი სულიერი რევოლუცია მოახდინა. ჰარი იყო პირველი კაბალისტი, რომელმაც კაბალის სწავლების ახალი მეთოდიკა (დღეს ეს მეთოდიკა ლურეანული კაბალის სახელწოდებითაა ცნობილი) შეიმუშავა, რომლის წყალობითაც კაბალის სწავლა ყველა მსურველთათვის ხელმისაწვდომი გახდა. მოიხსნა კაბალასთან დაკავშირებული ყოველგვარი შეზღუდვა. ჰარიმ თავის მოსწავლეებს სამყაროს შექმნის, მისი აგებულებისა და დანიშნულების შესახებ სრული ინფორმაცია გადასცა. ის არ ფარავდა, რომ მხოლოდ უანგარო სიყვარულის თვისების მქონე ადამიანს ძალუძდა სულიერი სამყაროს და მისი მმართველი უმაღლესი ძალის შეცნობა. რაბი შიმონ ბარ იოხაის მსგავსად ჰარის წიგნებსაც მისი ერთგული მოსწავლე რაბი ხაიმ ვიტალი წერდა. ეს წიგნები კაბალის, ანუ სფირების ენითაა დაწერილი, რაც ადამიანს საშუალებას არ აძლევს რომ შეცდეს და ამ წიგნებში მოთხრობილი ამქვეყნიურ ამბებად და ისტორიულ მოვლენებად აღიქვას. აი რას სწერს რაბი ხაიმ ვიტალი წიგნ „სიცოცხლის ხე“–ს წინასიტყვაობაში (11–ე გვერდი): „ყოველგვარ ეჭვ გარეშე, ადამიანები, რომლებიც თორის მხოლოდ ზედაპირული, ამბებისა და ისტორიების შესწავლით არიან დაკავებული, მას ქვრივის სამოსით, ტომრით მოსავენ... შეუძლებელია თორის ამაზე უფრო მეტად დამცირება. და არ სწავლობენ კაბალას, რომელიც თორას პატივს აგებს, და ისინი (ვინც კაბალას არ სწავლობს) ახანგრძლივებენ დევნილობის პერიოდს და უბედურ მოვლენებს იწვევენ მსოფლიოში.“ წიგნი „სიცოცხლის ხე“ და ჰარის ოცამდე სხვა ნაშრომი დღესაც ძირითად კაბალისტურ სახელმძღვანელოებად ითვლება. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 09:40 AM |