ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
Jul 24 2011, 06:43 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს.
|
|
|
Jul 29 2011, 05:44 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 214 Joined: 6-March 10 From: Eurasia Member No.: 6,170 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს სამყაროსეული სისტემის ნაწილია, მისი ნიშანთვისება და სინდრომი, ყოველივე ახალი ადრე თუ გვინა გადადის ფორმალობაში და რჩება მისი კონტურები, არამც თუ აზრი, ყოველივე მიდრეკილია რეგრესისკენ და მუდამ საჭიროებს გარედან სტიმულირებას, იქნება ეს კაცობრიობის ცოდნა, მისი განვითარება თუ აღმასვლა, ეს დამოუკიდებლად არ და ვერ ხდება. მაგრამ საიდან შემოდის და ვინ გვაწვდის ესაა საინტერესო. ყველა რელიგიას საფუძვლად უდევს ჭეშმარიტების რაღაცა ნამცეცი რომელიც უკვე სწორად აღარ ესმით, სინათლეს რაც უფრო შორდები მით ცუდად აღიქმება.
თორემ ის რომ რელიგია ხელოვნურად შექმნეს და სპეციალურად დასამონებლად და ასე შემდეგ, ამას ვერ დავთანხმები, უბრალოდ რელიგია უკვე შედეგია სამყაროს კონსტრუქციის რომელიც მუდმივად იფიტება მორიგ შევსებამდე. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 11:43 AM |