IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> პატანჯალი, იოგასუტრა წაგიკითხავთ?
I AM
post Mar 6 2011, 11:12 AM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აბა ვის წაგიკითხავთ პატანჯალის იოგასუტრა?




თქვენი მოსაზრებები ამ წიგნთან დაკავშირებით.. smile.gif


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
mata
post Aug 1 2011, 03:50 PM
Post #2


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სუტრა 35 - ვინც მტკიცედ იცის, რომ არავის უნდა მიაყენოს ზიანი, მისდამი არცერთი სულდგმული მტრულად არ განეწყობა.
სუტრა 36 - სულით მტკიცე ადამიანი მუდამ შორსაა სიყალბის გაკეთებისაგან, რის შედეგადაც ის არამხოლოდ თავად იძენს სულიერი სიმტკიცის ძალას, არამედ ამ ძალას სხვასაც გადასცემს თავისი უანგარო ქმედებით და ამგვარად ის სხვაშიც ზრდის სულის სიმტკიცეს.
სუტრა 37 - მთელი სიმდიდრე იმის ხელშია, ვინც ქურდობაზე მტკიცე უარი თქვა.
სუტრა 38 - რაც უფრო განერიდები ხორციელ და სულიერ სიბილწეს, მით უფრო მეტად იქნები სულიერად მტკიცე.
სუტრა 39 - სულიერად მტკიცე პიროვნება მარად თავისუფალია სიხარბისაგან. და განუწყვეტლივ იძენს ცოდნას თავის აწმყო, წარსულსა და მომავალ სიცოცხლეზე.
სუტრა 40 - სულიერი განწმენდის შედეგად ადამიანი გულგრილი ხდება საკუთარი სხეულის მიმართ და სძაგს ვინმესთან ფიზიკური კავშირი.
სუტრა 41 - და უფრო მეტიც, ასეთი ადამიანის გული სულ უფრო იწმინდება, მისი გონება ხდება სხივნათელი და ის იძენს ყურადღების მოკრებისა და ვნებების მართვის უნარს. ეს კი მზაობაა წმინდა ბრაჰმანის ხილვისა.
სუტრა 42 - ჭეშმარიტი კმაყოფილების ნაყოფი უზენაესი ბედნიერების მომნიჭებელია.
სუტრა 43 - მავნე ჩვევების ჩახშობით, სიბილწეც სცილდება სულს და სხეულისა და გრძნობის ორგანოები განსაკუთრებულ ძალას იძენს.
სუტრა 44 - სულიერი წვრთნების შედეგად ადამიანი წვდება იმ ღვთაების ბუნებას, თავად რომ აირჩია სათაყვანებლად.
სუტრა 45 - ღვთის ერთგულებით, სამადჰი მიიღწევა.
სუტრა 46 - სხვადასხვაგვარად ჯდომა, თავისუფლად, მაგრამ მყარად ჯდომაა.
სუტრა 47 - ლაღად და ამავე დროს მყარად ჯდომა, საკუთარი ტანის ბუნებრივ მიდრეკილებათა მართვისა და უსასრულობაზე ყურადღების მოკრების გზით მიიღწევა.
სუტრა 48 - ამის შემდეგ პიროვნებას აღარ ტანჯავს ოდესღაც განცდილის ორგვარობა.
სუტრა 49 - ასანების დაუფლების შემდეგ, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შეკავებით იოგი უნდა დაეუფლოს პრანის მართვას, ანუ პრანაიამას.
სუტრა 50 - სუნთქვის შეჩერება შესაძლებელია როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, ასევე სუნთქვის შუა პერიოდის ყოველი წამის შემოწმებით, ან ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის, მისი ადგილის, აგრეთვე დროისა და დადგენილი რაოდენობის მოწესრიგებით ისეთნაირად რომ ჰაერის შეკავება ან ხანგრძლივი იყოს ან ხანმოკლე.
სუტრა 51 - მეოთხე სახის პრანაიამა ჰაერის შეკავებაა, რომელიც გარე და შინაგან საგნებზე ყურადღების მოკრებით სრულდება.
სუტრა 52 - ამის შემდეგ შინაგან ნათელს საბურველი ეხსნება. "შინაგანი ნათელი" ესაა სულიერი უნარი გარჩევისა რეალურის ირეალურისაგან, რასაც ხელს უშლის ჩვენი უმეცრების საბურველი, რომელსაც ჩვენი წარსული კარმა წარმოშობს და ვინაიდან გონება იწმინდება პრანაიამას ვარჯიშებით, შესაბამისად ჩვენი უმეცრებაც ქრება.
სუტრა 53 - და გონება იძენს ყურადღების მოკრებისათვის დჰარანას ძალას.
სუტრა 54 - როდესაც გონება მთლიანად წყდება გრძნობითი აღქმის საგნებს, შესაბამისად გრძნობის ორგანოებიც წყვეტენ კავშირს გრძნობის საგნებთან. ამაზე ითქმის გრძნობის ორგანოები გონებას ბაძავენო, რაც პრატიაჰარას სახელითაა ცნობილი.
სუტრა 55 - და აქედან იწყება სრული ბატონობა გრძნობებზე.

მეორე თავის დასასრული
დარჩა კიდევ ერთი თავი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
I AM   პატანჯალი   Mar 6 2011, 11:12 AM
Atman   I AM საუკეთესო სახელ...   Mar 6 2011, 11:18 AM
I AM   :yes: იოგების ბიბლ...   May 16 2011, 09:03 PM
torcki   თუ იცით სად შეიძლე...   Jul 9 2011, 05:48 PM
mata   სთუ იცით სად შეიძლ...   Jul 9 2011, 05:52 PM
mata   ამ წიგნის დაწერის ...   Jul 9 2011, 05:54 PM
torcki   მისი ელექტრონული ვ...   Jul 9 2011, 06:10 PM
mata   torcki ელექტრო ვერსია ...   Jul 9 2011, 06:23 PM
Existence   torcki ჰაჰა :D ... როგორ ...   Jul 9 2011, 06:44 PM
Existence   torcki ჰაჰა :D ... როგორ ...   Jul 9 2011, 06:44 PM
torcki   ეეეეეეჰ, მთარგმნელ...   Jul 9 2011, 07:11 PM
mata   torcki მთარგმნელის კო...   Jul 9 2011, 07:20 PM
mata   ერთი იდეა მომივიდა...   Jul 13 2011, 08:11 PM
kate   mata ძალიან კარგი იდ...   Jul 13 2011, 08:26 PM
natuka   mata თუ ავტორი უფლება...   Jul 13 2011, 09:42 PM
mata   მეც დაგეხმარები და...   Jul 14 2011, 08:26 AM
I AM   mata ქართულად ნათარ...   Jul 14 2011, 09:50 AM
mata   ქართულად ნათარგმნ...   Jul 14 2011, 12:16 PM
natuka   mata უბრალოდ "მეგონ...   Jul 14 2011, 05:47 PM
mata   თავი პირველი [size=3][b]...   Jul 14 2011, 05:55 PM
I AM   კარგია, პრინციპში ...   Jul 14 2011, 07:15 PM
mata   სუტრა 11 - მეხსიერებ...   Jul 16 2011, 07:39 PM
mata   სუტრა 23 - ყურადღები...   Jul 19 2011, 08:24 PM
Atman   სუტრა 23 - ყურადღები...   Jul 19 2011, 08:29 PM
mata   სუტრა 34 - გონების და...   Jul 19 2011, 08:49 PM
mata   გმადლობ თარგმანის...   Jul 19 2011, 08:53 PM
narilla   ეს ნიკოლოზ კენჭოშვ...   Feb 16 2013, 09:00 PM
Atman   mata მე არ ვთარგმნი. ე...   Jul 20 2011, 05:28 AM
mata   თავი მეორე იოგა და...   Jul 27 2011, 08:59 PM
mata   სუტრა 11 - ყველაზე სრ...   Jul 28 2011, 11:07 AM
mata   სუტრა 21 - გრძნობადი ...   Aug 1 2011, 02:38 PM
mata   სუტრა 31 - ამგვარი თვ...   Aug 1 2011, 02:45 PM
mata   სუტრა 35 - ვინც მტკიც...   Aug 1 2011, 03:50 PM
td.........   სუტრა 35 - ვინც მტკიც...   Aug 1 2011, 09:42 PM
mata   თავი მესამე იოგურ...   Aug 2 2011, 05:06 PM
mata   სუტრა 11 - როცა ყველა...   Aug 3 2011, 10:29 AM
mata   სუტრა 36 - იოგი მაშინ ...   Aug 5 2011, 01:51 PM
mata   თავი მეოთხე ნების ...   Aug 6 2011, 10:20 PM
Gnosis   პატანჯალის იოგა სუ...   Feb 11 2013, 05:43 PM
narilla   სათარგმნად ძალიან ...   Feb 11 2013, 11:23 PM
Gnosis   narilla მართალი გითხრა ...   Feb 14 2013, 02:46 AM
narilla   Gnosis ინტერნეტში არ დ...   Feb 14 2013, 05:24 PM
Gnosis   narilla თუ ინდოლოგია მა...   Feb 15 2013, 01:21 AM
narilla   narilla თუ ინდოლოგია მა...   Feb 15 2013, 01:08 PM
Gnosis   narilla მატას დადებულ თ...   Feb 16 2013, 03:09 AM
teepurple   Gnosis რატომაა სუსტი ნ...   Feb 16 2013, 05:25 PM
Gnosis   teepurple თითოეულ სუტრა...   Feb 17 2013, 02:38 AM
teepurple   teepurple თითოეულ სუტრა...   Feb 17 2013, 12:13 PM
Atm@n   Gnosis ბჰაგავად-გიტას ...   Feb 17 2013, 07:54 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 6th June 2024 - 08:44 AM