ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
Jul 24 2011, 06:43 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს.
|
|
|
Aug 2 2011, 01:05 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანანდა
მოქმედება მიმდინარეობს "კოსმოსში" სადაც არ ხდება "არც სამყაროს შექმნა და არც მისი აღსასრული". ამ "კოსმიურ სცენაზე" მთავარი მოქმედი პირი, ანუ "ცენტრალური ფიგურა" არის – განგება (ღმერთი)! ცოტას ხომ ვერ განავრცობდით ამ ფრაზაში ნათქვამ თქვენს აზრს? 1. რას ნიშნავს "კოსმოსი"? 2. რა იცით რომ არ ხდება სამყაროს შექმნა ან შექმნილის აღსასრული? 3. ცენტრალურ ფიგურაში ღმერთს რატომ გულისხმობთ? |
|
|
Aug 3 2011, 11:06 AM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანანდა ცოტას ხომ ვერ განავრცობდით ამ ფრაზაში ნათქვამ თქვენს აზრს? 1. რას ნიშნავს "კოსმოსი"? 2. რა იცით რომ არ ხდება სამყაროს შექმნა ან შექმნილის აღსასრული? 3. ცენტრალურ ფიგურაში ღმერთს რატომ გულისხმობთ? 1. თუ ამ კონტექსტში ითხოვ პასუხს–"კოსმოსი" არის ღმერთის მოქმედების არენა– ზოგადად კოსმოსი–ეს არის უსასრულო ან სასრული სივრცე რომელიც მოიცავს მატერიას. 2. ცოდნა ეს არის უტყუარ მტკიცებულებაზე, დაყრდნობილი (ცდის ან ექსპერიმენტის საშუალებით მოპოვებული) მყარი არგუმენტებით გამყარებული ინფორმაცია, რომელიც გადმოცემულია სიმბოლოებით–ანბანით, ნახატებით, ვიბრაციით, ბგერებით, ენით, მუსიკით და სხვა. ამ შემთხვევაში კითხვა ასე უკეთესად იქნებოდა დასმული–რატომ ფიქრობთ, რომ არ ხდება სამყაროს შექმნა ან შექმნილის აღსასრული? ჩემი ნათქვამი, ამ კონტექსტში არ ეკუთვნის ცოდნის კატეგორიას (თუმცა იგი გარკვეულ ცოდნას ეყრდნობა) ეს ჩემი ვერსია, რწმენა, თუ ჰიპოთეზაა. ამას კიდევ ერთ წინადადებას დავამატებ–სამყაროს შექმნის აქტი ისე როგორც ეს დღევანდელ რელიგიურ წყაროებს აქვთ წარმოდგენილი არასოდეს არ მომხდარა. 3. იმ სამყაროს მოდელებში სადაც ფიგურირებს "ღმერთი" –თითქმის ყველგან იგი ცენტრალურ ფიგურად მოიაზრება და ეს მე მგონი გასაგები და ლოგიკურია. ჩემს მოდელშიც იგი ასეთ ფიგურად მაქვს წარმოდგენილი. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 05:04 PM |