ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
Jul 24 2011, 06:43 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს.
|
|
|
Aug 3 2011, 04:31 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანანდა
სამყაროს შექმნა არ მომხდარა– არც შვიდ დღეში და არც მილიონ დღეში. სამყაროს შექმნის აქტი– როგორც ამ ყველაფრის დასწყისი არასოდეს არ ყოფილა. რა თქმა უნდა კოსმოსი სულიერ სამყაროსაც მოიცავს (გარკვეული აზრით მატერიალური სამყარო სულიერი სამყაროს ანარეკლია) ამ სამყაროს არ ჰყავს ერთი ავტორი, ან ისეთი შემოქმედი, თუ არქიტექტორი, რომელიც მასში შემავალ ყველა დეტალს თვითონ ჰქმნის. ეს ყველაფერი საკუთარი მსჯელობის და ანალიზის შედეგად დაასკვენი? თუ კონკრეტული ვინმეს თეორიის ანარეკლია? -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Aug 3 2011, 05:25 PM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანანდა ეს ყველაფერი საკუთარი მსჯელობის და ანალიზის შედეგად დაასკვენი? თუ კონკრეტული ვინმეს თეორიის ანარეკლია? ეს ძალიან მოკლე ფრაზებია სამყაროს ერთ–ერთი მოდელიდან. მისი სრულად გადმოცემა ეს ვრცელი საუბრის თემაა. ნებისმიერი თეორია, მოდელი თუ მოძღვრება სულიერ– ინტელექტუალური შრომის შედეგია, რა თქმაუნდა აქ იყო ანალიზი, მსჯელობა,დაკვირვება, ინტუიცია და სხვა. ნებისმიერ მოდელში ასახულია (არეკლილია) ის "სინამდვილე" რომელიც სახეზეა– ვხედავთ, შევიგრძნობთ, განვიცდით–ადამიანი ამ სინამდვილის მიმღები "დეკოდერია". მიმდინარეობს ორი პარალელური პროცესი–ჩვენი რეაქცია სინამდვილეზე, მისი აღქმა–დასურათება და შემდეგ ამავე პროდუქტის ზემოქმედება ჩვენზე. –თითოეული ჩვენგანის მიერ აღქმული და ილუსტრირებული "სამყარო' ხდება ჩვენი "სამოქმედო ასპარეზი" ფაქტიურად თითოეული ჩვენგანი "საკუთარი, ან სხვისი ხელით" აშენებულ(აქ რა თქმა უნდა სხვაც ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი) სამყაროში "ცხოვრობს", უყვარს იგი და იცავს მას რაიმე "დაზიანებებისაგან". სხვანაირად რომ ვთქვათ თითოეული თავის "კომფორტულ ბინაში" სახლობს, მოსწონს იქაურობა და ფიქრობს "ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეაო! ბინის მეპატრონე თუ სტუმართმოყვარე და თან კეთილია, უნდა სხვა "უბინაო" მიიწვიოს "შინ". ზრდილობიანად შესთავაზებს, რომ მათაც ააშენენონ ასეთივე ბინები. . რომ იგი ამაში ყველას დაეხმარება.. და ვიყოთ ერთად და ვიმეგობროთ" –ამაზე კარგი რა უნდა იყოს! თუ მასთან ისეთი მივა სტუმრად ვისაც უკვე თავისი ბინა აქვს, მაშინ იგი სხვანაირად უნდა მოიქცეს მას უნდა შესთავაზოს: შენი ბინის სტრუქტურა სუსტია და იქნება ჩემნაირი ააშენო უფრო მყარი და საიმედოაო. . . (აქ რათქმაუნდა კეთილი მოტივი იგულისხმება, თუმცა სხვა მოტივებიც არსებობს) ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე რომ, მეთქვა შემდეგი: ჩემი ნათქვამი ფრაზები და შეხედულებები, ერთ–ერთი ასეთი "ბინის პროექტია" რომლის არქიტექტურული დეტალები, ჩვენი პლანეტის კლიმატის, ბუნებრივი კატაკლიზმების და სხვა სულიერი თუ სოციალური კონფლიქტების გათვალისწინებით– მათგან თავდაცვის და შემდეგ მათი აღმოფხვრის მიზნითაა კონსტრუირებული. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 02:59 AM |