ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
Jul 24 2011, 06:43 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს.
|
|
|
Aug 3 2011, 08:42 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რას ნიშნავს რწმენა და საერთოდ რა აზრს ვდებთ, როცა ვამბობთ "მწამს"?- რა არის ის რაც გვწამს. რა ქმნის ჩვენი რწმენის პროდუქტს: სამყაროს დამოუკიდებელი აღქმა თუ გარედან (თუნდაც წინაპრების, ან ეკლესიის, ან სხვა ინსტიტუტების მხრიდან) შემოსული ინფორმაცია? ანუ რა მწამს, ის, რასაც მე თვითონ ვხედვა, აღვიქვამ, შევიგრძნობ, თუ ის, რასაც სხვები მეუბნებიან, რომ უნდა მწამდეს? რომელი რწმენის პროდუქტია სწორი? ჩვენი რწმენის პროდუქტს ორივე ქმნის, მაგრამ უნდა ქმნიდეს სამყაროს დამოუკიდებელი აღქმა, რადგან ერთი ადამიანის მიერ სამყაროს შეცნობის გამოცდილება ვერ იქნება მეორესთვის სახელმძღვანელო.. რადგან ეს გამოცდილება ინდივიდუალურია. გარედან შემოსული ინფორმაცია (რელიგიური მიმდინარეობები, ფილოსოფიურ-ეზოთერიკული ლიტერატურა, ეკლესია და ა.შ.) კი დამხმარე საშუალებებად შეიძლება გამოდგეს, მაგრამ მხოლოდ დამხმარე საშუალებად, რადგან მათი ბრმად ნდობა სულს უკარგავს დამოუკიდებლად ძიების და შეცნობის შესაძლებლობას. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 04:40 AM |