ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
Jul 24 2011, 06:43 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს.
|
|
|
Aug 4 2011, 01:41 PM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 19 Joined: 3-August 11 Member No.: 6,535 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atman
ესეც დოკუმენტური ფილმი ადამიანის დევოლუციაზე: http://www.youtube.com/watch?v=OB4sf-svZMI ვნახე ფილმი. ძალიან ვისიამოვნე. სხვათაშორის ერთი ნაბიჯით არ გადადის კაბალის თეორიის ჩარჩოებიდან. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ კაბალა მარტო თეორია არ არის. თეორია, რომელიც მე ინფორმაციის დონეზე მივიღე, რაღაც შევისწავლე და ვიცი! ანუ ამით მორჩა. - აარა. კაბალა სკოლაა, პრაქტიკაა, პროცესია, მეთოდოლოგიაა, რომლის მიხედვითაც ადამიანი იწყებს მუშაობას თავის თავზე (ოღონდ აუცილებლად თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად) და გადის ბოლომდე. ანუ სრულყოფილებამდე მიდის. მარტო ცოდნას ფასი არა აქვს. მაშ რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვიცი, რომ ამ მთას იქით არის ანკარა წყარო, მე კი წყალი მწყურია და არა მარტო მწყურია, სანამ არ მოვიკლავ წყურვილს, მანამდე ვერაფერს ვერ ვაკეთებ? მერე რა, რომ არის? სადღაც არის ღმერთი, სადღაც არის მდგომარეობა, პირველსაწყისი, საიდანაც ადამიანი "დაეშვა". ანუ სადღაც არის ადამიანის "სულის" "სახლი" ("მეს" სამყოფელი) - მერე რა ამით, რომ არის და ორჯერ მერე რა იმით, რომ ვიცი, რომ არის? ამით ხომ არაფერი იცვლება? (ნუ რა თქმა უნდა გარდა იმისა, რომ ვიღაცას შემიძლია თავი ჭკვიან კაცად მოვაჩვენო). მე "იქ", "იმ სახლში" მინდა და უნდა წავიდე. მივდივარ? - მაშინ მე კაბალაში ვარ! არ მივდივარ და მხოლოდ ვლაპარაკობ? - მაშინ მე შორიახლოს ვარ მისგან. მე მივდივარ! მორჩა! ამისთვის მჭირდება მე კაბალა და ამისთვის მჭირდება გარემოცვა. (ჯგუფი, გუნდი, თანამოაზრეები და ასე შემდეგ)-ანუ თქვენ. ისე, სულაც არ არის საჭირო ამას კაბალა დავარქვათ და ვამტკიცოთ, რომ ეს რაღაც სხვაზე მაგარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვამტკიცო, წყარო, რომელიც იმ მთას იქით მე ვიცი, იმ წყაროზე მაგარია, რომელიც შენ იცი მეორე მთას იქით და ამ დროს წყალს არ ვსვამდეთ არც ერთი და არც მეორე. აი, როცა კი დავიძვრებით წყაროსკენ, მაშინ ვხდებით... ვინც გინდა ის ვხდებით... აღმოჩნდება, რომ ერთი და იგივე წყაროზე ვლაპარაკობდით, სიტყვა "კაბალა" კი ადგილიდან დაძვრისა და სრულყოფისაკენ მოძრაობის სურვილის გაჩენას (და ამოძრავებას) ერქვა!. უჰ, ბევრ გამომივიდა. მაინც შემოგთავაზებთ ძალიან მოკლე კლიპს კაბალის შეხედულებაზე ადამიანის გაჩენის შესახებ. მას ახმოვანებს დოქტორი ლაიტმანი. http://smotri.com/video/view/?id=v7081609cdf |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 10:10 PM |