კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 5 2011, 08:25 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კრისტალებით მკურნალობა
( სთოუნ თერაპიის მოკლე მიმოხილვა ) ქვებიდან არეკლილი ენერგიით აურის სინათლით შევსება, უშუალოდ ზემოქმედებს მასზე და მის ყველა ასპექტებზე. ამ დროს ის ამაღლებს მენტალურ აღქმას და ემოციონალური სხეული ხდება ჰიპერ მგრძნობიარე. თუ, სრულდება აუცილებელი პროცედურები, სულიერი ენერგია შეიძლება შევიდეს ფიზიკურ სხეულში და აწარმოოს საუკეთესო განმკურნება. ამ პროცესებზე არა სერიოზულ მიდგომამ, მიამიტურმა წარმოდგენებმა და არა კონტროლირებადმა ენერგიის ნაკადებმა, შეიძლება მოგვიტანოს მეტი მავნებლობა, ვიდრე სიკეთე. გარკვეული თერაპევტული ტექნიკის გამოყენებით, რომელიც მოცემულია შემდეგ თავებში, კრისტალებისა და ქვების ძალა შესაძლებელია მოქცეული იქნას კონტროლის ქვეშ და მათი ენერგია გამოყენებული იქნას ორგანიზმის განვითარების და მისი სხვადასხვა დაავადებისგან განმკურნებისთვის. კრისტალებით მკურნალობა წარმოადგენს პროგრესულ შემოქმედებას, რომელშიც ჩაქსოვილია მთლიანი განმკურნება მენტალურ, ემოციურ, სულიერ და ფიზიკური სხეულის. კრისტალებით მკურნალობის პრაქტიკა - ეს არის განთავისუფლების და ზეციური ენერგიის გამოხატვის საშუალება. ამ დროს გული უსმენს სულის გზავნილს. ეს არის დრო, შინაგანი ”მე”-ში ჩაღრმავების და მისი ღრმა რწმენის. კრისტალებით მკურნალობა მიმართულია უმაღლესი სინათლის და ფერის ენერგიებისკენ . მათ მოქმედებისკენ ადამიანის ნატიფ არსებობაზე. როდესაც ხდება ასეთი ენერგეტიკული ურთიერთქმედებანი იხსნება კარიბჭე პიროვნების ღრმა ადამიანური არსისკენ. სწორედ მაშინ ხდება შესაძლებელი დავინახოთ თუ, რატომ შევქმენით რეალიები, რომელიც გაგვაჩნია ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც მივხვდებით თუ, რატომ ვიწვევთ იმას, რაც, ხდება ჩვენ ცხოვრებაში და რა ფასდაუდებელი სულიერი გაკვეთილები არის ჩადებული ცხოვრებისეულ სიტუაციებში, შეგვეძლება მივიღოთ მთლიანი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ჩვენ თვითონ მივმართოდ საკუთარი ცხოვრება, ჩვენს მიერ ამორჩეულ კალაპოტში. სიმშვიდე და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა - ეს არის არსებობის ბუნებრივი პროცესი მათთვის, ვინც იმყოფება საკუთარ თავთან ჰარმონიაში და ესმის თუ, რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ზოგჯერ მოვლენები ისე, როგორც ხდება. მაშინ უკვე აღარ იქნება საჭირო ითამაშო მართავი, უსუსური არსების, ცხოვრების ტყვეს, და მსხვერპლის როლი. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 03:29 AM |