კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 5 2011, 11:36 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
. ქვების დალაგების სქემები
ამ თავში მიცემულია მინერალური ქვების დალაგების სხვადასხვა ვარიანტები. გამოყენების დროს შეგიძლიათ ამოირჩიოთ ნებისმიერი კომბინაცია. მართალია, ამ დროს თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ცოდნა ჩაკრების, ფერის ზემოქმედების და ქვების უნიკალური ძალების შესახებ. მაგრამ ამორჩეული თქვენს მიერ კომბინაცია, ყოველთვის იქნება პერსონალური ინტუიციური რეაქციის შედეგი, გამომდინარე მომენტიდან და ადამიანის მდგომარეობიდან. თუ თქვენ გახსნით გულს, მოეშვებით, გონებას მისცემთ უფლებას მოუსმინოს შინაგან ხმას, შეგეძლებათ სწორეთ ამოირჩიოთ საჭირო ქვა, მიხვდებით სად უნდა განათავსოდ ის, როდის და რა მომენტში უნდა აიღოთ. ქვების დადების მეთოდები უპირატესად განისაზღვრება იმ ადამიანის მდგომარეობიდან, რომელიც უნდა განიკურნოს . თუ, ადამიანის სავსეა შიშით, ნაღვლით, ანდა არა საკმარისად უყვარს საკუთარი თავი, თქვენ უნდა გაამახვილოთ თქვენი ძალისხმევა მის გულის ჩაკვრის გარშემო. ამ დროს უნდა გამოიყენოთ ვარდისფერი კვარცი, ანდა ტანდემში ვარდისფერ ან მწვანე ტურმალინთან ერთად. შესაძლებელია სხვა კომბინაციებიც - მწვანე ავანტიურინი, კუნციტი, როდონიტი, როდოქროზიტი, ან ისეთი მინერალები რომლებიც შეესაბამება ამ თუ იმ ჩაკრას. თუ ადამიანს არ შეუძლია გამოიძახოს საკუთარი მიზნის მისაღწევად ცხოვრების ძალა, ანდა გრძნობს თავს ძალა დაკარგულად, უსუსურად, მაშინ ყურადღება გასამახვილებელია მანიპურა ჩაკრაზე. ამისთვის გამოიყენეთ ციტრინი, კვარცი თვითნაბად ოქროს შენაერთებთან, ოქროსფერი ტოპაზი, ვეფხვის თვალი, ოქროს შემცველ კალციტი. თუ, ადამიანს არ ძალუძს გამოხატოს საკუთარი გრძნობები, გახსენით ვიშუდჰა - ჩაკრა კეთილშობილ კაჟის, აკვამარინის, ცისფერ აქატის, ამაზონიტის ან ქრიზოკოლის საშუალებით. იმ შემთხვევაში თუ, თქვენ მუშაობთ მხოლოდ ერთ ჩაკრასთან , მიზანშეწონილია დადოთ თითო ქვა დანარჩენ ჩაკრებზე. რომ დააბალანსოთ ენერგეტიკული ცენტრები და გადაანაწილოთ ენერგია მთელ სისტემაზე. მაგალითად: 1. ჩაკრაზე (მულადჰარა) - დაბურული ბროლი; სერდოლიკი; 2. ჩაკრაზე ( სვადჰისტანა) - ჭიპზე, - ციტრინი; 3. ჩაკრაზე (მანიპურა) - მზის წნულზე,- მწვანე ავანტიურინი; 4. ჩაკრაზე (ანაჰატა) - გულზე, ვარდისფერი ბროლი; 5. ჩაკრაზე (ვიშუდჰა)- ყელზე, - ამაზონიტი; 6. ჩაკრაზე (აჯნა) - წარბებს შუა,- ამეთვისტო; 7. ჩაკრაზე (საჰასრარა) - თმების საზღვრებთან,- გამჭვირვალე ბროლი. არსებითად, ქვების დადების სქემა დამოკიდებულია ადამიანის მდგომარეობაზე, დროზე და თქვენს განწყობის მიმართვაზე, მოცემულ მომენტში. ფერთა მანდალი და მათი შეთავსება, რომელიც იქმნება თითოეულ შემთხვევაში, ყოველთვის განსხვავებულია და შეესაბამება თითოეულ სიტუაციას. სინათლის და ფერის ძალებთან მუშაობისას გექმნებათ შესაძლებლობა გამოამჟღავნოთ ნატიფი მგრძნობელობა და შემოქმედება. იხელმძღვანელეთ საკუთარი შეგრძნებებით, შინაგან ცოდნით და ყური მიუგდეთ იმას, თუ რას გეუბნევიან ქვები. როდესაც ქვები განთავსებულია და ადამიანი განეწყობა საკუთარ მანათობელ ცენტრს (დაახლოებით 15 წთ) ის ძალიან მგრძნობიარე და მოწყლადია. მკურნალი უნდა იყოს მეტად ყურადღებიანი და ფრთხილი, ვინაიდან მძლავრი ენერგიის ნაკადი ავსებს აურას, რის შემდგომ აღწევს ფიზიკურ სხეულში. სწორედ ამიტომაც ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღრმა სუნთქვას. ის აძლევს განსაკუთრებულ ნატიფ სახეობის ენერგიას შეაღწიოს ფიზიკური სხეულის სხვადასხვა სისტემებში. პასუხად ენერგიის მოქცევისას, ნივთიერებათა ცვლა გარდაიქმნება მთლიანად. ხოლო პულსის სიხშირე და სისხლის მიმოქცევის წნევა ჩვეულებრივად მატულობს. რის შემჩნევაც შესაძლებელია თუ, დააკვირდებით ჭიპზე და ყელზე, პულსაციას. პაციენტი ხდება საკმაოდ მიმღებიანი, ვინაიდან მისი გონება იფლება წმინათა წმიდაში საკუთარ ” მე”- ში . გარკვეულ მომენტებში (თუ, მას არ შეუძლია მიიღოს აურაში ქვების უმაღლესი ენერგია) შესაძლებელია საჭირო გახდეს სასწრაფოდ მოაშოროთ ზოგიერთი ან ყველა ქვა. როდესაც სუნთქვა და პულსი ჩადგება კალაპოტში და გაწონასწორდება შესაძლებელია სეანსის გაგრძელება |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 04:02 AM |