კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 6 2011, 01:57 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გულის მკურნალი ქვები
არსებობს გულის ჩაკრის, რამოდენიმე ძირითადი ქვა. რომლებიც განუსაზღვრელ კომბინაციებით შეიძლება დალაგდეს გულის ჩაკრაზე. ესენია შესანიშნავი სამეული -1.ვარდისფერი ბროლი, 2.კუნციტი და 3.ვარდისფერი ტურმალინი. გარდა ამ ძირითადი სამეულის, რომ განიკურნოთ სიყვარულის ძალით, აგრეთვე შეიძლება ეფექტურებად გამოვიყენოთ. როდონიტი, მწვანე ავანტიურინი, მწვანე ტურმალინი და როდოქროზიტი. ვარდისფერი ბროლი კუნციტი ვარდისფერი ტურმალინი 1.ვარდისფერი ბროლი - არის კუთხურ წახნაგოვანი გულის ფუნდამენტის ქვა, რომელიც იძლევა მაგალითს საკუთარი თავის სიყვარულის, პატიების და შინაგანი სამყარო სიმიმართ სიყვარულის. 2.კუნციტი - აღვიძებს სიყვარულის ძალას. იმ დროს, როდესაც 3.ვარდისფერი ტურმალინი დინამიურად გამოხატავს მას. როდოქროზიტი სიყვარულის ძალას გარდაქმნის მდგრადად, რომელიც ჩამოურჩენელად მოგვყვებათ თქვენ. მაშინ, როდესაც მწვანე ავანტიურინს გააჩნია უნარი შეგიმსუბუქოთ და განმკურნოთ ნებისმიერი თქვენი ტკივილისგან. მწვანე ტურმალინი უმაღლესი გრძნობების გამოხატვის მოსამზადებლად, ამაგრებს ემოციონალურ სხეულს. ხოლო ატმის ფერი როდოქროზიტი გადაწნის ხიდს მზის წნულზე, რათა ფიზიკური და სულიერი ენერგიების ჰარმონიული შერწყმით შეაერთოს მანიპურა-ჩაკრის ძალა გულთან. ნებისმიერი ამ ქვების სხვადასხვა სქემებში გამოყენების დროს გულზე, გაითვალისწინეთ მათი კონკრეტული დანიშნულება და გამოიყენეთ ისე, რომ მათ მოგცენ სასურველი ეფექტი. პროგრესიული სქემის მიღწევა გულის ჩაკრისთვის შესაძლებელია გულის ცენტრზე ვარდისფერი ბროლის დიდი ნაჭრის დადებით. რომელიც მიმართავს სიღრმეში ისეთ ენერგიას, რომელიც საჭიროა პიროვნების განახლებისთვის. ამ დროს მის გარშემო თავსდება სიმეტრიულად ოთხი ნაჭერი მწვანე ავანტიურინი, რომლებიც იძლევიან სამკურნალო ენერგიას. გულმკერდის ზემო ნაწილში უნდა დაიდოს მინიმუმ ოთხი ნაჭერი ვარდისფერი ან მწვანე ტურმალინი, მიმართულებით ყელისკენ. ისინი გაატარებენ სიყვარულის ძალას ვიშუდჰა- ჩაკრაში, გრძნობების ნათლად სიტყვიერი გამოხატისთვის. მზის წნულზე პირდაპირ განათავსებული როდოქროზიტი კუნციტთან ერთად და როდონიტი მათ ქვეშ, ააქტივებენ სიყვარულის მკურნავ ძალას. და გადაცემენ მას, მანიპურა- ჩაკრაში. რაც იძლევა საშუალებას მისი უშუალო ყოველდღიური გამოყენებისათვის. როდონიტი როდოქროზიტი დამოუკიდებლად იმისგან, თუ როგორი სახით ან რა კომბინაციაში გამოიყენებთ ამ ქვებს, მათ მოაქვთ პირად განცდებში რეალური თანაგრძნობა. ეს ქვები ხდებიან თქვენი საუკეთესო მეგობრები განმკურნების საქმეში. ვინაიდან ისინი საკმაოდ ლამაზად გადასცემენ სიყვარულის გაკვეთილებს და გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 05:02 PM |