კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 7 2011, 01:25 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ნაწილის გაგრძელება
როდესაც გონება დაწყნარებულია, მიმართულია და ღიაა, თუ დაიკავებთ კრისტალს მარჯვენა ხელში და მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით გაივლით მათ გამონაზარდებსა და ჩაზნექილ ზედაპირებზე, შეუერთდეთ ცოდნის წყაროებს და იგრძნობთ უნივერსალურ ენას, რომელიც ჯერ უცნობია ადამიანის გონებისთვის. ენას რომელზედაც საუბრობენ კრისტალები - ეს ენაა უმაღლესი ცოდნის. ისინი წარმოადგენენ კაცობრიობის უმაღლეს გონებას. მათი უმრავლესობა გვაგონებენ ტვინის ქსოვილებს. კომბინაციას, მაღალ ენერგიებით დამუხტულ ბროლს და ამ კრისტალთა ფენოვან სტრუქტურებს შორის, მიჰყავს თქვენი გონება თქვენს შიგნით, რათა აღმოაჩინოთ კოსმოსური შემეცნება და შესაძლებლობა მოახდინოთ ინდენტიფიკაცია მათთან. უმზერით რა, ზეციურ ბროლს, მის სხეულში შენიშნავთ მრავალ ურთიერთ დალაგებულ ფენებს, რომლისგანაც შედგება ამ კრისტალთა შინაგანი სივრცე. უბრალოდ თუ, შევხედავთ ამ კრისტალებს და შემდგომ დავხუჭავთ თვალებს, შეგეძლებათ ჩაიხედოთ თქვენი საკუთარი არსების სიღრმეში, ვინაიდან კრისტალის შინაგანი აღნაგობა იბეჭდება თქვენს ქვეცნობიერებაში და ემსახურება როგორც კარიბჭე თქვენ სიღრმის ”მე”-ს. ეს კრისტალები აწონასწორებენ თქვენი ტვინის ვიბრაციებს და ანეიტრალებენ ქაოსურად მოძრავ ფიქრ-ფორმებს. როდესაც ეს ხდება, აქტივიზირდება საჰასრარა - ჩაკრა და გამოიყოფა ჰიპოფიზისში დაფიქსირებულ გირჩის მსგავს ჯირკვლიდან (glandula pinealis). ჰორმონები. რომელიც იწვევს აღქმის მდგომარეობის გაფართოებას. როდესაც გონება სტაბილიზირდება და ხდება ნეიტრალური, ის შეიძლება შეივსოს ანგელოზური სამყაროს ვიბრაციებით. ეს კრისტალები წარმოადგენენ იმათ გონებას, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ ჰარმონიას უმაღლეს ”მე”- სთან. ასეთი სახით აკავშირებენ ისინი ადამიანს კოსმოსური ენერგიის ძალებთან. ზეციური კრისტალების ძალა მდგომარეობს მათ უნარში გადასცენ გონებას ყველაფერი ის, რაც არის ნამდვილად საიმედო და ჭეშმარიტი. თუ, ადამიანი მიეჩვია ფიქრს რომ ის ფიზიკურად არის ლამაზი, და ააწყო მყარი ინდენტიფიკაცია ამ ხატოვნების გარშემო, ზეციურ კრისტალებს შეუძლიათ აჩვენონ მას, რომ უფრო ფართო მასშტაბით საგნის აღქმასთან ფარდობაში, ფიზიკური შესახედაობა - ეს არაფერია თუ, არა ბუნდობანი ჩრდილი იმის, რასაც ის სინამდვილეში წარმოადგენს. მის ”მე”-თვის, ეს ადვილად არ იქნება მისაღები. მაგრამ ჭეშმარიტება დარჩება ჭეშმარიტებად. ზეციური კრისტალი დაგიყვანთ თქვენ საგნის არსამდე, ჭეშმარიტებამდე, ყველაზე მთავარ ფუნდამენტალურ მცნებამდე - ” მე”. ეს კრისტალები ჩვეულებრივად მოდიან ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ის მზად არის ჩაღრმავდეს სიღრმისეული ფესვებით საკუთარ არსში. თუ თქვენ შეხვდებით ერთ-ერთ მათგანს, მიიღეთ ის როგორც მეგობარი, ვინაიდან სინამდვილეში ეს ასე არის. ეს არის მეგობარი, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ თქვენი ანგელოზური ბუნების სიღრმისეულ ფუნდამენტთან. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 08:44 AM |