კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 7 2011, 01:39 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კრისტალი საკუთარი მკურნალობის და პრაქტიკისათვის
როდესაც თქვენ იძენთ ერთ მწვერვალიან გენერატორულ კრისტალს, სამკურნალოდ გამოსაყენებლად, აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ რამოდენიმე მომენტზე. ერთერთ აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს მისი მწვერვალი. უკეთესია, რომ მწვერვალის წახნაგებს და თვით პიკს არ ჰქონდეს ნაბზარი, ნაკაწრი, ნაბხაჭნი და ნაკბილები. ასევე ცუდი არ იქნება, თუ რომელიმე მისი წახნაგი წარმოადგენს სწორ სამკუთხედს. ეს ხელს შეუწყობს ენერგიას წამოვიდეს პირდაპირ ნაკადით.მაშინ, როდესაც ის მოდის კრისტალის საწინააღმდეგო ბოლოდან, გადის სამკუთხა წახნაგის ფუძით, საწინააღმდეგო სიმეტრიული მხარის გვერდის ავლით და გადის პირდაპირ კრისტალის მწვერვალზე. ამის გარდა კრისტალი რაც უფრო გამჭვირვალეა მით უფრო უკეთესია. ეს შიდა გამჭვირვალობა აუცილებელია იმიტომ, რომ თქვენი სამკურნალო ენერგია სუფთად გადადიოდეს კრისტალით. გენერატორული კრისტალები რომელსაც თქვენ იყენებთ სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად ანდა პირადი მედიტაციისავის, უნდა იყოს ერთ მწვერვალიანი. მაშინ მისი ინტენსიობის საკმაოდ ეფექტურია მრავალწახნაგოვან კრისტალებთან შედარებით. როდესაც თქვენ საკუთარ სამკურნალო სხივს აგზავნით ერთწვეროვანი კრისტალ გენერატორიდან, ეს ენერგია გაივლის მის შიგნით სუფთავდება, მძლავრდება, და ის ასხივებს მას საკუთარი მწვერვალიდან. მიზან შეწონილია არ მისცეთ უცხოს, უფლება შეეხონ თქვენს კრისტალებს. რომელიც გემსახურებათ თქვენ, თქვენს მეგობრებს და სხვებს სამკურნალო სეანსების ჩატარების დროს. როდესაც კრისტალები დამუხტულია თქვენი პირადი სამკურნალო ძალით, ისინი გამოდგებიან მაშინ, როდესაც თქვენ თითონ იგრძნობთ თქვენ თავს განმუხტულად და გამოსულად წყობილებიდან. სწორედ მაშინ გამოგადგებთ თქვენი გენერატორი თუ ის არ არის სხვის მიერ ხელშეხებული. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 10:11 PM |