კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 7 2011, 03:28 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ემპათიური კრისტალები
ზოგჯერ შესაძლებელია რთულად წარმოვიდგინოთ, კრისტალებმა და ქვებმა სინამდვილეში იციან თქვენ რას ფიქრობთ ან რას გრძნობთ ?. მათ არ გააჩნიათ ნერვული სისტემა, მაშინ როგორ გრძნობენ ? მათ არ გააჩნიათ ტვინი. მაშინ როგორ ფიქრობენ ? ისინი არ იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ადამიანები. მაშინ როგორ შეიცნობენ ისინი, თუ როგორ მოვიქცევით მოცემულ სიტუაციაში ? დიახ ეს ასეა. კრისტალები და ქვები არიან აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების ფორმები, ვიდრე ჩვენ. შესაბამისად არსებობს სხვა რეალობაც. მაგრამ ვის შეუძლია თქვას რომ, მათ არ შეუძლიათ რაღაც ფორმით გრძნობდნენ, თუ რას განვიცდით ამა, თუ იმ სიტუაციების დროს. ცნობილია შემთხვევები,როდესაც სუფთა ბროლის ერთ მწვერვალიანი გენერატორული კრისტალები იბზარებოდნენ მკურნალობის სეანსების დროს. როდესაც მათ იყენებდნენ აურასთან სამუშაოდ და ხდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. არა ერთი შემთხვევაა სამკაულების შთამბეჭდავ გამოფიტვასთან დაკავშირებით. ხშირად ეს ქვები იბზარბოდნენ და ტყდებოდნენ კიდეც. თუ მას ატარებდნენ განსაკუთრებულ სტრესულ დღეებში. კრისტალების და ქვების ფერები კარგავდნენ სიკაშკაშეს მათთან აგდებულ და უხამსად მოქცევის დროს. მეორე მხრიდან ერთხელ დაბინდულ კრისტალებს რომლებსაც იყენებდნენ პირადი მედიტაციისას, ხდებოდნენ უფრო გამჭვირვალენი, თუ მათში იგზავნებოდა სიყვარულს და კეთილი აზრებიტ დამუხტული ფიქრები. ხოლო ქვები გამოყენებული განმკურნებისთვის იძენენ დიდ ძალებს თუ, მათით სარგებლობენ შეგნებით და ზრუნავდნენ მათზე და აფასებდნენ.. ადამიანები მომუშავნე კრისტალებზე და ქვებზე, რეგულარულად უნდა ასუფთავებდნენ და უბრუნებდნენ მათ სიცოცხლის აუცილებელ ელემენტებს. როგორიცაა წყალი, მზის სხივები,ყურადღება და სიყვარული მათ მიმართ. ძველ ინდურ, ტიბეტურ მედიცინასა და მათ ცხოვრებისეულ ფილოსოფიაში მინერალებიდან გამოყოფენ სახეობებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად ზემოქმედებენ ადამიანის შინაგან სამყაროსა და მის ფსიქიკაზე. მინერალთა ამ ჯგუფს პირობითად უწოდებენ "ემპათიურ კრისტალებს”. მცნება ემპათიური ნიშნავს, ”უნარს დააყენოს საკუთარი თავი სხვის (ადამიანი,საგანი) მაგიერ, ანუ სუბიექტურად შეაღწიოს სხვის სამყაროში და თანაუგრძნოს მას. ქვემოთ მოყვანილია ამ მინერალთა ჯგუფის გამორჩეული ზოგიერთი სახეობები, რომლებსაც გააჩნიათ ადამიანის ჯამრთელობასა და ფსიქიკაზე ზემოქმედების გამორჩეული უნარები. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 04:07 AM |