კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 7 2011, 03:31 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვარდისფერი კვარცი - ითვლება, რომ ვარდისფერ კვარცზე გასუფთავებული წყალი იძენს სამკურნალო და მასტიმულირებელ თვისებებს. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან უმრავლეს შემთხვევებში მინერალური წყაროების წყალი ბუნებრივ პირობებში გადის ამ მინერალის პლასტებში. ვარდისფერი კვარცის სხეულზე ტარების დროს სპეციალისტები ამტკიცებენ რომ, ის ამაგრებს მეხსიერებას, ანვითარებს წარმოსახვას. ხელს უწყობს აზროვნების გააქტიურებასა და ხდის მის პატრონს ნათელსა გაცისკროვნებულს.
არაგონიტი - არაგონიტის თვისებაა ოჯახის წევრებზე დადებითი ზემოქმედება. ოჯახის დიასახლის ხდის მზრუნველს და მოსიყვარულეს. ხოლო ოჯახის უფროს სტუმართმოყვარეს. არაგონიტის კრისტალების ოჯახში ქონებისას ბავშვები ხდებიან ყურადღებიანი და დამჯერები. სამკურნალო თვისებები : ის აუმჯობესებს მამაკაცურ პოტენციას და ქალთა გაციებას პარტნიორის მიმართ. არაგონიტის საწოლ ოთახში ქონების დროს, კურნავს უნაყოფობისგან. ხსნის სტრესებს და კურნავს ნერვიულ დაავადებებს. სელენიუმ-შეცველი კალციტი - კალციტის კრისტალი არის ნათელი ენერგეტიკის წარმომადგენელი. ის ეხმარება პატრონს მედიტაციასა და ექსტრასენსორიკაზე მუშაობის დროს. სამკურნალო თვისებები: ის მოქმედებს ყველა შინაგან ორგანოებზე. განსაკუთრებით ღვიძლზე, ელენთასა და თირკმელებზე. აგრეთვე მკურნავს გაციებისგან. სპილენძ-შეცველი კალციტი - ეს კალციტის კრისტალიც ანალოგიურად არის ნათელი ენერგეტიკის მატარებელი. მასში არსებული სპილენძის შენაერთი უწყობს ხელს მის პატრონს იყოს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამ ტიპის კრისტალის მატარებელის აურა დაცულია გარე სამყაროს უარყოფითი ენერგიების ზემოქმედებისაგან.რეკომენდირ ბულია მისგან დამზადებული სამკაული ატაროთ გულთან ახლოს, ვინაიდან ის იცავს ორგანიზმის ენერგეტიკას გარე ტექნო საშუალებათა გამოსხივებისგან. როგორიცაა მობილური ტელეფონი და ანალოგიური აპარატები. სამკურნალო თვისებები: მის მოქმედება განსაკუთრებით ეფექტურია შინაგან ორგანოებზე, ღვიძლზე, ელენთასა და თირკმელებზე.ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში წარმოშობილ ანთებად პროცესებზე, საწყის სტადიაში. ცისფერი კალციტი - ცისფერი კალციტის კრისტალებს იყენებენ მედიტაციის დროს. ამ კრისტალის გამჭვირვალე ნიმუშებს იყენებენ ჩაკრების გახსნისას და მას უწოდებენ” სულიერების ვარსკლავს”. ეს კრისტალები ეხმარება პატრონს ნერვიული გადატვირთვისა და სტრესის დროს. ითვლება რომ, კრისტალი ხელს უწყობს ეკონომიურ კეთილდღეობას. როდოქტოზიტი - ამ კრისტალს წარმოსახავენ როგორც, სიყვარულისა და ცხოვრების ენერგიის მამოძრავებელ სტიმულატორს. კრისტალს,რომელიც ააქტიურებს ცოდნის წყურვილს. მისგან დამზადებული სამკაული მიმართულია საწინააღმდეგო სქესებს შორის წარმატების მომტანად. გამოიყენება აგრეთვე ხასიათის სპონტანური აფეთქების საწინააღმდეგონ. ის ხელს უწყობს ადამიანებს შეიცნონ თავის შიდა სამყარო. კრისტალი ხელს უწყობენ ოჯახების კეთილდრეობას. სახალხო მედიცინაში არსებობს აზრი ,რომ ეს კრისტალები ასუფთავებენ სისხლს და გამოყავს ორგანიზმიდან შლაკები. აღმოსავლეთ მედიცინაში ამ მინერალით დამზადებულ ბურთულაკებს ხმარობენ ზოგად გასაჯანსაღებელ მასაჟის დროს. ზოგიერთი კოსმეტოლოგი იძლევა რეკომენდაციებს ამ მინერალის საშუალებით მოახდინონ სახის კანის მასაჟირება. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კაპილარებში და კანის ელასტიურობას. ლიტო თერაპევტები ურჩევენ დღეში რამოდენიმე წუთი უყურონ ამ კრისტალს ვინაიდან ის აწყნარებს მხედველობას გამოიყენება თვალის დაავადებათა წინააღმდეგ პროფილაქტიკის მიზნით. როდოქროზიტი მოქმედებს გულის ჩაკრაზე. დოლომიტი - კრისტალი უშუალოდ მამაკაცებისათვის. ის გადასცემს პატრონს შინაგან ძალას. სულიერ სიმტკიცეს, სიძლიერეს, სიმამაცეს, ცხოვრებისეულ სიბრძნეს. კეთილშობილებასა და გალანტურობას. მამაკაცი რომელიც ატარებს მუდმივად ამ კრისტალისგან დამზადებულ სამკაულს იძენს ჭეშმარიტ ჯენტლემენის თვისებებს. რაც მას უქადნის განუმეურეობას საწინააღმდეგო სქესთან. ოღონდ, მეოჯახე პიროვნებებს მუდმივად ამ კრისტალის ტარება არა რეკმენდირებულია აქვთ. ვინაიდან ის გამუდმებით არის საწინააღმდეგო სქესის თვალთახედვაში. სამკურნალო თვისებები: ლიტოთერაპევტები ამტკიცებენ, რომ დოლომიტი ახდენს ტონიზირებულ ეფექტს მთლიანად ორგანიზმზე. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე. აწყნარებს, აშორებს ფობიებს, მანიებს, უძილობას და უმიზეზო ნერვიულობას. ფლუორიტი - ინდოეთში ითვლება,რომ ამ კრისტალს გააჩნია თითქმის განუმეორებელი მაგიური უნარი. მას სცემენ თაყვანს და ეშინიათ. უძველეს დროიდან ფლუორიტიდან ამზადებდნენ ბურთულებს სპირიტული სეანსების ჩასატარებლად. ბევრნი მას ხმარობენ მედიტაციის დროს. მისგან დამზადებული ამულეტები იცავს პატრონს გარშემო მყოფ ადამიანთა ნეგატიური ზემოქმედებისგან. რეკომენდირებულია ადამიანებისთვის, რომლებიც ზედმეტად ღიზიანდებიან. ქალთა სქეს ფლუორიტიდან დამზადებული ბრასლეტები ეხმარებიან ემოციების შებოჭვაში. იცავენ ისტერიული მდგომარეობებიდან. იზიდავენ მათკენ წარმატებასა და სიყვარულს. გალენიტ შემცველი როდონიტი - ამ კრისტალებს გააჩნიათ უნარი მიიზიდონ ყურადღება და წარმატება პატრონისკენ. ის მიესადაგება არტისტულ და შემოქმედებით პროფესიების მქონე ადამიანებს. გალენიტს უწოდებენ ”ნათელი აზროვნების ” კრისტალს. ის ითხოვს მუდმივ ყურადღებას და ურთიერთობას პატრონისგან. როდონიტი გალენიტთან ტანდემში ახდენს მფლობელთან აზროვნულ ინფორმაციის გაცვლას. სამაგიეროდ ის აძლევს პატრონს ძალას, რომელიც მას ხდის მიმზიდველსა და ექსტრავაგანტურს. ვულფენიტი - ვულფენიტს გააჩნია ”ინ” ენერგია. ის გამოყოფს ამ ენერგიას და ააქტიურებს მას. ვულფენიტი არის სასარგებლო კრისტალი ვინაიდან, ის ხელს უწყობს მიიღოს თავზე ცხოვრების არასასიამოვნო მხარეები. ის აზღვევს განწირულობის გრძნობებს, რომელიც შეიძლება დაიწყოს ცხოვრების ნეგატიურ სიტუაციებთან ან ემოციებთან შეჯახების დროს. ის განსაკუთრებით მისაღებია გაუწონასწორებელ, მაგრამ მხოლოდ დადებითად მიმართულ ადამიანებისათვის. რომლების ალამაზებენ რეალობას და არ უნდათ შეამჩნიონ ცხოვრების უარყოფითი მხარეები. ამიტომაც ისინი კარგავენ რეალობის შეგრძნებას. ნარინჯისფერი კვარცი - ძველ დროს ადამიანებს სჯეროდათ, რომ ნარინჯისფერი კვარცისგან დედამიწაზედ ხვდებოდა ღვთაებრივი ცეცხლი. ამიტომ ამ მინერალისგან ამზადებდნენ სფეროებს და ლინზებს, რის საშუალებითაც ტაძრებში ქურუმები ანთებდნენ შესაწირებს. ქურუმები ამ კრისტალების საშუალებით უწინასწარმეტყველებდნენ მომავალს. ითვლებოდა რომ, რომ ყველა ბროლის სახეობა ეს არის პლანეტის ასტრალური კანი. ხოლო ეს კრისტალები არიან თავისებური ჩამწერი დანადგარები. რომლებიც ინახავენ სამყაროს ყველა შეტყობინებას. მწვანე ფლუორიტი - სახალხო მედიცინაში გამოიყენება როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება. არსებოს აზრი რომ ეს კრისტალები მოქმედებენ დადებითად გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და თავის ტვინზე. ეს მინერალი გამოიყენებოდა ეპილეფსიისა და გაფანტული სკლეროზის დროს. ზოგიერთი ლიტო თერაპევტები ვარაუდობენ რომ, მწვანე ფლუორიტი ამსუბუქებს ადამიანთა მეტეო -დამოკიდებულებეს. ატონიზირებს ნერვულ სისტემას, ხსნის სტრესულ სიტუაციებისაგან ნეგატიურ ნაშთებს. ეხმარება უძილობისა და ღამის კოშმარებისგან. მწვანე ფლუორიტი მოქმედებს ხორხისა და მესამე თვალის ჩაკრებზე.[ვიშუდჰა,აჯნა]. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 04:02 AM |