კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 7 2011, 11:33 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მენტალური სამეული - ფლუორიტი, კალციტი, პირიტი
ეს არის ფლუორიტი, კალციტი და პირიტი. საინტერესოა ის, რომ ამ მინერალებს ხშირად მოიპოვებენ ერთ და იგივე რაიონებში. ხშირად ისინი იზრდებიან ერთი მეორის მეზობლად, ანდა ერთი მეორეზე. პირიტს ხშირად პოულობენ ფლუორიტის ოქტაედრში და არც,თუ ისე იშვიათად ფლუორიტთან ერთად. ყველას მათ გააჩნია ერთი საერთო. ანალოგიური ფუნქციები და დანიშნულებები. კერძოდ, ზემოქმედებენ, უმაღლესი გონების ვიბრაციებზე და ასტაბილურებენ მას. ფლუორიტი ემსახურება გონებაში ინტუიციური ძალის გატარებას ყოველდღიურ მოქმედებისას. კალციტი გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს ცვალებადობას ან მენტალობასთან შეჯერებას. პირიტი ამაგრებს გონებრივ თვისებებს და ანვითარებს ადამიანის გონების უმაღლეს უნარებს. ის აგრეთვე ხელს უწყობს უმაღლესი ცოდნის დაუფლებას. ხოლო კალციტი ეხმარება განთავისუფლებაში, ძველი დამოკიდებულებებისა და წარმოდგენებიდან. პარალელურად უადვილებს ადამიანს ცოდნასთან დაახლოებას. ფლუორიტი აძლევს ნებას ამ უმაღლეს ცოდნას იმოქმედოს ფიზიკურ ასპექტში. ეს მენტალური სამეული წარმოადგენს ქვათა კომბინაციას, რომელიც ძალიან კარგად შეგიძლიათ გამოიყენოთ სწავლების პროცესში,როდესაც მუშაობთ ძველი მენტალური ფორმების შეცვლაში. ან შეგნებულად ფსიქიკის მონაცემთა განვითარებისათვის. ეს ქვები არიან მშვენიერი დამხმარეები მედიუმების ან პროფესიონალური კონსულტანტების. ამ ქვების პაციენტის სხეულზე დალაგებისას ფლუორიტი,პირიტი ანდა კალციტი შეიძლება განათავსოდ მესამე თვალზე (აჯნა). რათა დაასტიმულიროთ ტვინი უმაღლესი ტალღოვანი რხევები. ან განათავსოდ თავის ქალის ფუძესთან დამალული ინტელექტის გასააქტიურებლად. ისინი შეიძლება თან ატაროთ, მოახდინოთ მათთან ერთად მედიტირება ანდა გამოიყენოთ მათი თვისება ინტელექტისა და ინტუიციის გამაერთიანებლად. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 03:47 AM |