კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 8 2011, 12:21 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ინდიგოლიტი - ლურჯი ტურმალინი
ინდიგოლიტი ატარებს ყველაზე მძლავრ სიმშვიდის ლურჯ სხივს. ვიდრე სხვა დანარჩენი ქვები პლანეტაზე. ინდიგოლიტი მიეკუთნება ტურმალინის ოჯახს. მას გააჩნია მაღალი ელექტრო მუხტი. თავის გრძელ პარალელურ კვლებში ინდიგოლიტი მატარებელია დადებითი ენერგეტიკული დენების. თუ, ტურმალინს ენერგიულად გაახახუნებთ, გამომუშავდება ბუნებრივი სითბო და შეიძლება იგრძნოთ ქვის ელექრული მუხტი. ასე მისი ერთ-ერთი დაბოლოება ხდება დადებითი (მწვერვალი), ხოლო საწინააღმდეგო დაბოლოება უარყოფითი.(ფუძე). ეს ბუნებრივი სითბო შესაძლებელია მიმართოდ კრისტალიდან იმ ადგილებში, სადაც არის აუცილებლობა დამაწყნარებელ ენერგიებში. ( სახლში. ოფისში, საბავშო ოთახებში, გულზე და ა.შ.). ტურმალინის ოჯახის ქვები გამოირჩევიან მრავაფეროვანი ფერებით. აქ ინდიგოლიტს უკავია სპექტრის ლურჯი ნაწილი. დაწყებული ღია მსუბუქი სუფთა ბაცი -ცისფრიდან დამთავრებული თითქმის ღრმა ინდიგომდე. ფლობს, რა ვეებერთელა ძალას, გრძელი და ვიწრო ინდიგოლიტის ჩხირებს შეიძლიათ გამოხატონ მთლიანი ფერთა სპექტრი დაწყებული მუქი-ლურჯიდან ფუძეზე ლაჟვარდის ფერი შუაში დამთავრებული უსუფთავეს ყინულოვან-ცისფერით. მწვერვალთან. ეს ჯადოსნური ჩხირები საკმაოდ არა ჩვეულებრივია. მათი საშუალებით მიწისკენ შეგვიძლია გავატაროთ მამცური სიმშვიდის ძალა. ეს ჩხირები არის საჩუქარი და თვითონ იპოვნიან გზას მათკენ, ვინც მზად არის შეავსოს საკუთარი ცხოვრება მშვიდობით და შეგნებით გამოიყენოს ისინი, რათა გაავრცელოს ეს შეგრძნებების სამყაროს სიმშვიდისთვის. ინდიგოლიტის ჩხირები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გენერატორები აურასთა სამუშაოდ. დაეხმაროს მას ემოციურ ბლოკირებისა და მენტალური კოფლიქტების გაფანტვაში. განმკურნების სეანსის დროს ლურჯი ტურმალინი შეგიძლიათ დაადოთ ნებისმიერ იმ ადგილას, რომელიც მოითხოვს დინამიურ დამაწყვარებელ სხივს. განსაკუთრებით კარგია მისი დადება მესამე თვალის მიდამოში, გაღიზიანებული გონების დამაწყნარებლათ. ანდა გულის ჩაკრაზე, რათა დააწყნაროთ გული შემოპარული სიბრაზით ან სინანულით. ვინაიდან ლურჯი ფერი არის, ფერი ვიშუდჰა- ჩაკრის, ინდიგოლიტი იდეალურად ერგება მას, და ეხმარება გრძნობების ნათლად სიტყვიერ გამოხატვაში. მას აგრეთვე შეუძლია ემსახუროს ხმის საშუალებით ბგერათა სუფთა გამოხატვაში. მას ხშირად იყენებენ მომღერლები, ლექტორები და მედიუმები. მისგან დამზადებულ სამკაულებს , რომლებსაც ატარებენ ყელზე, ხურავს ვიშუდჰა-ჩაკრის წეტილებს. ლურჯი ტურმალინი თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ ვიშუდჰა-ჩაკრიდან მუდმივი სიტყვიერი ძალის გამოხატვის სტიმულირებისათვის. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მისადეგი ქვა, ქრონიკული ფარენგიტის, ფარისებული ჯირკვლების და ვუშუდჰა-ჩაკრასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ. ვინაიდან ის გარდა სამკურნალო ეფექტებისა აჯერებს ორგანიზმს ენერგიით და სიმშვიდით. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 09:50 PM |