კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 8 2011, 02:26 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძოწი (გრანატი)
ძოწი ყველა თავის სიმშვენიერს გამოხატავს მრავალფეროვანი ფერებით. დაწყებული მწვანე-ზურმუხტის ფერიდან, ნარინჯისფერის ჩათვლით, სიღრმისეულ წითლამდე. ძოწის კრისტალები, როგორც წესი ბუნებაში მოიპოვებიან შედარებით მცირე ზომებით. ლამაზად მოვარაყებული ამ ქვებს უფრო ხშირად შეხვდებით საიუველირო მაღაზიებში. მაგრამ ისინი დიდი ეფექტურობით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა სამკურნავ ქვებთან ერთად განმკურნების სხვადასხვა სქემებში. მის დიაპაზონში შემავალი ფერები ზემოქმედებს გულის ჩაკრისა და მეორე ჩაკრას შორის არსებულ მონაკვეთებზე. რომლებიც შესაძლებელია იყოს დაბლოკილი. იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე ჩაკრის (სექსუალური) შემოქმედებით სასიცოცხლო ძალას, არ ძალუძს ემოციური დაძაბულობისგან თავისუფალი ცირკულაცია, და ეს ემოციები დაგროვებულია მზის წნულში. მაშინ ძოწს შეუძლია შეასრულოს თავის სამკურნალო ფუნქცია. როდესაც შემოქმედებითი ძალა ფერხდება, ადამიანი დათრგუნული და აპატიური. მას უჩნდება მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ. ასეთ შემთხვევებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მწვანე და წითელი ძოწი. რომლებიც უნდა განთავსდეს მზის წნულის არეში.ისინი ამ შემთხვევაში ატარებენ ემოციონალური ცენტრებისკენ სამკურნალო ენერგიას და სიცოცხლის ძალას, სწორი ასიმილაციის და შემოქმედებით კონცენტრაციისათვის. წითელი ძოწი ამ ფორმაციის მინერალებში არის ყველაზე გავრცელებული და იგი დემონსტრირებს სუფთა წითელი ფერის ენერგიის ძალას. სხვადასხვა სქემებში განმკურნების სეანსების დროს განსაკუთრებულად კარგია მისი დადება მეორე ჩაკრაზე, რათა მიეცეს ბიძგი გაახალგაზრდავებას , შემოქმედებითი საწყისების გამოფხიზლებას, სისხლის გასუფთავებას და რეგენერაციას. მისი დადება აგრეთვე შეიძლება ნებისმიერ ჩაკრაზე, რათა მოხდეს მოცემულ ენერგეტიკული ცენტრის შემოქმედებითი გამოხატვის სტიმულირება. მაგალითად, როდესაც წითელ ძოწს ამეთვისტოსთან ერთად ათავსებენ მესამე თვალზე, იღვიძებს ინტუიციური ძალის შემოქმედებითი ენერგია. თუ, თქვენ ძოწს თან ატარებთ,ან მედიტირებთ მასთან ერთად, ის აამაღლებს შემოქმედებით ენერგიას და შესაძლებელია გააქტიუროს სქესობრივი ვნებები. ამიტომაც ეს ქვები ძალიან კარგია გამოიყენონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ სექსის მეშვეობით გამოხატონ საკუთარი თავი. ცნობილია რომ, ძოწი ზემოქმედებს დადებითად უნაყოფობასა და ფრიგიდულობაზე. ამ ქვის მუდმივად მოხმარებისას, შეგეძლებათ ისწავლოთ მეორე ჩაკრის შემოქმედებითი ძალის მიმართვა, ნებისმიერ სხვა ენერგეტიკულ ცენტრებზე. რითაც მიიღებთ მრავალფეროვან ექსპრესიულ განცდებს. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 04:58 AM |