კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 8 2011, 12:48 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მწვანე ავანტიურინი
მწვანე ავანტიურინი ეს ბროლია, რომელიც აირეკვლას ნამდვილ სუფთა მწვანე ფერს. მას ხშირად შიგნით ახასიათებს პატარა სიბრჭყვიალე, რომელითაც ამ ქვას აღვიქვამთ როგორც მხიარულს და მბრწყინავს. მწვანე ავანტიურინი უშუალოდ არის ერთერთი საუკეთესო ქვა, რომელიც გამოიყენება ქვებით მკურნალობისას სხვადასხვა სქემებში. თუ, თქვენ სურვილი გაქვთ დააწყნაროთ აღელვებული გული, გაანეიტრალოთ ემოციები და შეავსოდ ფიზიკური სხეული გაწონასწორებულობის და კეთილდღეობის გრძნობებით, ამ დროს ის თქვენ საკმაოდ დაგეხმარებათ. ფაქტიურად მწვანე ავანტიურინი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერ უძლურობისას. ჰქონდეს მას მენტალური, ემოციონალური თუ, ფიზიკური მხარე. ამ ქვის სუფთა მწვანე განმკურნებელ ძალას, შეუძლია გამსჭოლოს ნებისმიერი პრობლემა და გადაცეს თავისი ვიბრაცია ადამიანს, ნებისმიერი მისი არსის დასამშვიდებლად. ვინაიდან მწვანე ავანტიურინი წარმოადგენს ბროლის ნაირსახეობას, მასაც გააჩნია ძალიან მაღალი დინამიური ძალა, რომელიც ფანტავს არაჯამრთელ აზრებს, გრძონებებს და მასთან დაკავშირებულ ფიზიკურ დარღვევებს. მწვანე ავანტიურინი შეგიძლიათ განათავსოდ სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე. რომელიც დაავადებულია და გააჩნია დისბალანსი. რათა ადამიანის აურაში მივმართოდ მწვანე სამკურნალო სხივი და უშუალოდ ფიზიკურ სხეულში გავატაროთ მისი განმკურნებელი არსი. მწვანე ავანტიურინის ქვები შეგვიძლია ვატაროთ სტრესებისა და მღელვარებების პერიოდში. ის დაეხმარება ადამიანს შეინახოს შინაგანი წონასწორობა და ჰარმონიულობა. თუ, რომელიმე ქვას შეიძლება უწოდოთ უნივერსალური მკურნალი, ის აღმოჩნდებოდა მწვანე ავანტიურინი. რომელიც ცნობილია თავის დინამიური ძალით და უნარით შეუმსუბუქოს და გაუქარწლოს ადამიანს ტკივილი. განმკურნოს და აღადგინოს წონასწორობა. ქვების განთავსების სქემებში, რომლებიც გამოიყენება განმკურნების დროს მისი განთავსება განსაკუთრებით კარგია, გულის ჩაკრის და მზის წნულის შორის მიდამოში. სადაც ის ხელს უწყობს დათრგუნული ემოციების ნეიტრალიზაციას. მისი დანიშნულება არ გამოიხატება იმაში, რომ მსგავსად მალაქიტისა გამოამჟღავნოს ემოციები, ანდა ამოიყვანოს ისინი ზედაპირზე, მისი უშუალო ფუნქციაა გაფანტოს ნებისმიერი გრძნობები, რომლებიც გამოიწვევენ გულის ჩაკრის ანდა მზის წნულის ბლოკირებას. ამიტომაც კარგია მისი გამოყენება მალაქიტთან ერთად. როდესაც თქვენ მუშაობდ მიზნობრივად მზის წნულის გასასუფთავებლად, გაჩერებული ემოციებიდან. ამ დროს მალაქიტი გამოიყვანს მათ ზედაპირზე, ხოლო მწვანე ავანტიურინი მათ გაფანტავს. მწვანე ავანტიურინის აგრეთვე ნამდვილი მეგობარია ვარდისფერი ბროლის. ორივენი ტანდემში ხელს უწყობენ გულის ჩაკრის განწყობას და მის მკურნალობას. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 09:46 AM |