კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 8 2011, 01:03 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვეფხვი თვალი არის ერთერთი საკმაოდ უნიკალური და ულამაზესი ქვა, ბროლის ოჯახიდან. მისი ფერები თამაშობენ თეთრი მუქი-ყავისფერიდან ოქროსფერ-ყვითლამდე და გადადიან ერთი მეორეში სხვადასხვა ზომის ზოლებით. ეკუთვნიან რა ბროლის ოჯახს, ვეფხვის თვალი,საწყისიდანვე ატარებს თავის თავში ვიბრაციის მაღალ მუხტს. მაგრამ მისი მუქ-ყავისფერი სხივი, უშვებს ამ ენერგიას მიწის ფესვებში. ვეფხვის თვალში არის ორი ნათლად გამოხატული ენერგიები. - მუქი ფერის ფონი, ეს თვით მიწის გაჯერებაა, ნატიფად შეფერადებული საჰასრარის ოქროს სხივი. .ენერგიების ასეთი შეჯერებით, ვეფხვი თვალი შეგვიძლია დავადოთ მანიპურა ჩაკრაზე, საჰასრარა ჩაკრის ამაღლებული გონების ჩამოსასვლელად ფიზიკურ სამყაროში. როდესაც ეს ქვა სქემებში სხვადასხვა ქვებთან ერთად იდება ჭიპზე, შეიძლება შევნიშნოთ, თუ, როგორ შედის სხეულიში უმაღლესი ენერგიების ნაკადი.რომელიც ქმნის მთლიანად მოცულ კეთილდღეობის გრძნობებს. ხავერდოვან -ოქროსფერი ბრწყინვა,რომელიც გვაგონებს ვეფხვის თვალს, სიმბოლოა პირადი ძალის, მთლიანობის და უნარის ჩამოვიყვანოთ ციური მიწაზე. ვეფხვის თვალს შეუძლია გასცილდეს ფიზიკური ასპექტების ილუზორულ შეზღუდვების საზღვრებს და მიაღწიოს საოცრება შეცველ სულიერ გამარჯვებამდე. ვეფხვის თვალს შეუძლია მოგცეთ ძალა, დაინახოთ უზენაესი, ყველა მატერიალურ ფორმაში. ამავე დროს ხელი შეუწყოს ნებისყოფის განვითარებას. ეს ქვა საკმაოდ პატივსაცემია და უნიკალურია თავის თვისებებით. ვეფხვის ქვა ითვლება მანიპურა-ჩაკრის ერთერთ ძირითად ქვად. ის უთმობს ციტრინსა და ტოპაზს, მაგრამ ის ფლობს უფრო გამოკვეთილ მიწიერ თვისებებს. ეს ქვა განსაკუთრებით სასარგებლოა გაფანტულ ცხოვრებასთან ვერ შეთავსებულ ადამიანებისთვის. ან იმათთვის ვისაც არ ძალუძს გამოხატოს თავის ნება მოქმედების ფორმით. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 01:07 PM |