კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 8 2011, 05:17 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰერკიმერის ალმასებს, მითუმეტეს იმის, რომ მათ გააჩნია მცირე ზომები, აქვთ უნარი გაატარონ საკმაოდ ძლიერი მაღალსიხშირიანი ენერგეტიკული ნაკადები. რომლებიც შეესაბამება ალმას, ლალს, საფირონის და ზურმუხტის ენერგეტიკულ ნაკადებს. ჰერკიმერის ალმასი გაანთავისუფლებს თქვენს სულს და აიყვანს ახალ დონეებზე. ის საუკეთესოდ გამოდგება ასტრალში გასასვლელად. ეს ქვები ეხმარებათ მატერიალური სამყაროს ჩარჩოდან გამოსვლაში და ფიზიკურ სხეულთან ძლიერ კავშირებიდან განთავისუფლებაში. ეს ალმასები აღებენ ვიზუალიზაციის არხებს. ის იძლევა ნათელ და მშვენიერ სურათს მოცემულ თემებზე. ჰერკიმერის ალმასები ირეკლავენ სინათლეს, ერთ წერტილში კონცენტრირებულ ყველა თავის წახნაგებით. ფლობენ რა, ბუნებში ყველაზე სრულყოფილ მწვერვალებს, ისინი წარმოადგენენ ბროლის განსაკუთრებულ კრისტალებს, რომელსაც მოიპოვებენ მხოლოდ ჰერკიმერში (ნიუორკის შტატი). ხშირად ისინი გვაგონებენ ორ მწვერვალიან ბროლის კრისტალებს. სინამდვილეში გააჩნიათ ორი და ზოგ შემთხვევაში სამი,ოთხი მწვერვალი. არც, თუ ისე იშვიათად მის კუთხეებიდან გამოდიან ასეთივე, ოღონ საკმაოდ მცირე ზომის კრისტალები. მათ თითქმის არასდროს არ აქვთ დაუმთავრებელი კუთხეები. სწორედ ხერკიმერიის ალმასებს, ასეთი მრავალ მწვერვალიანობა აძლევთ მათ დამატებით დინამიურ ძალებს. ჰერკიმერის ალმასები არიან ერთერთი საუკეთესო ქვები, სქემათა შემადგენლობაში. რომლითაც სუფთავდება ემოციური დაძაბულობები ანდა ემოციური შეფერხებები, დაგროვილი ნებისმიერ მონაკვეთში. თუ, ამ ქვებს განვათავსებთ ჩაკრათა შუა, ისინი ხელს უწყობემ არხების გაწმენდას, ენერგიის თავისუფალი გასვლისთვის. სწორედ ამიტომ საკმაოდ კარგია მათი მალაქიტთან ერთად განთავსება მზის წნულის არეში. ამ დროს მალაქიტი გამოიტანს დართგუნულ ემოციებს გარეთ, ხოლო ეს ბროლის ალმასები გაადნობენ და გაფანტავენ მათ. ამ ქვების თან ტარება საკმაოდ სასარგებლოა, თუ თქვენ გრძნობთ მოთხოვნილებას ენერგიის დამატებითი მუხტის. ხშირად ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან საიუველირო ნაწარმში და გააჩნიათ უნარი გაალამაზონ ნებისმიერი ადგილი სადაც მათ განათავსებენ. ცნობილია, რომ ძილის დროს მათი განთავსება ბალიშის ქვეშ საკმაოდ სასარგებლოა. ვინაიდან მათ შესაძლებელია გამოიწვიონ გონებრივ განცდები სხეულის გარეშე არსებობის გამოცდილების, ანდა ხელი შეუწყოს ზუსტ წარმოსახვას მეხსიერებაში ძილის დროს წარმოქმნილი ხატოვნების. ჰერკიმერის ალმასები იწვევენ ბუნებრივ აღფთოვანებას. ისინი ბედნიერები არიან. ისინი თქვენც გაგაბედნიერებენ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 04:01 AM |