კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 9 2011, 12:47 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფინეთში ტალკოქლორიტი ითვლება ნაციონალურ მინერალად. ფინურ ენაზე მას ეძახიან ”ტულიკივიტს - ცხელი ქვა” ესეთი სახელწოდება ფინეთში დაარქვეს არა შემთხვევით. ამ მინერალს გააჩნია მაღალ ტემპერატურის გამძლეობის თვისებები. ეს ქვა არის იდეალური ცეცხლგამძლე მასალა, რომელიც სწრაფად ხურდება და ნელა ცივდება. ტალკოქლორიტი რომ, მოვათავსოდ 5 წუთით ცხელ წყალში მის გაციებას მოუნდება თითქმის ერთი საათი. ამ უნარის გამო ეს მინერალი ითვლება ბუნებრივ სათბურად. ფინურ და კარელიურ მედიცინაში ”ტულიკივი” გამოიყენება რადიკულიტის, იშიაზის, ოსტეოქონდროზის და ტრამვული დაზიანების დროს. რომელთა მკურნალობისთვის სასარგებლოა თანაბარი და გრძელვადიანი გახურება. დადგენილია რომ ტალკოქლორიტს გააჩნია აგრეთვე ძლიერი ”იანური” ენერგეტიკა.მისი ვიბრაციების სიხშირე ემთხვევა თავის ტვინის ვიბრაციების სიხშირეს. სწორედ ეს თვისება არის ამ მინერალის ბიოსტიმულატორად მუშაობის საფუძველი. ამიტომაც ბიოსტიმულატორების მიმრთულებას, ქმნიან ამ მინერალის თვისების საუძველზე. ეს მინერალი მიესადაგება ნებისმიერ ჩაკრას და მის შეთხვევაში პროექციული ენერგია არის (იანი). |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 12:40 PM |