კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 9 2011, 12:51 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ მინერალს თავის მსგავსებით ზეთისხილის ფერთან სხვანაირად უწოდებენ ”ოქრო ქვას”. არარის შემთხვევითი, რომ ბერძნულიდან თარგმანში “chyrsos” არის ოქრო. მონღოლები უწოდებენ ქრიზოლიტს დრაკონის ქვას. ვინაიდან მას ნახულობენ ხაგაის მთაგორებიან სისტემაში ვულკანებთან ახლოს. ხალხური ლეგენდებით ქრიზოლიტს მოაქვს გამართლება ყველა საქმეში. აძლევს პატრონს ძალას და გამჭრიახობას. მისტიკოსები და ქვების მცოდნენი ამტკიცებენ, რომ ქრიზოლიტს გააჩნია უნარი დაიცვას თავის პატრონი უგუნური შცდომებისაგან. ის ეხმარება პატრონს ცხოვრებაში გულ აცრუების შემდგომ მოიკრიბოს თავის თავში დამაჯერებლობის უნარი. იოგებს და ლამა-მკურნალებს სჯერათ, რომ ”დრაკონის ქვა” პოზიტიურად მოქმედებს ჭიპის ჩაკრაზე. ხოლო ლიტო თერაპევტები თვლიან, რომ ქრიზოლიტი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ემოციონალურ მდგომარეობაზე. მას ნორმაში მოყავს გულის ფუნქციონირება, აზღვევს წნევის ცვალებადობას, და აშორებს ადამიანებს ღამის კოშმარებს. არის აზრი, რომ ქრიზოლიტი სასარგებლოა გაციების და ხერხემლის მკურნალობის დროსაც. ამბობენ, რომ ქრიზოლიტით შეიძლება მკურნალობა ენა ბლუობის დროსაც. როგორც ფირუზს, ქრიზოლიტს იყენებენ ჰომეოპატიური მკურნალობის დროსაც. ზოდიაკოს მიხედვით მას მიაკუთნებენ თევზებს. მას გააჩნია იანის ენერგიის პროექცია, და მიესადაგება მანიპურა ჩაკრას. . |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 09:56 PM |