კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 9 2011, 03:23 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოფიკალციტს უწოდებენ მცირე მარცვლოვან მარმარილოს, კეთილშობილი სერპენტინ ოფიტის შემცველობით. ისინი წარმოქმნიან მინერალის ზედაპირზე დამახასიათებელ უზორებიან ანდა უზოროვან - ბადოვან ნახატებს. რის გამოც ოფიკალციტს ამსგავსებენ იასპს. როგორც დეკორატიული ქვა ოფიკალციტს იყენებდნენ უკვე ძველ საბერძნეთსა და რომში. რუსეთში ის მოიპოვება ურალში. საქართველოში და მთლიანად კავკასიაში ეს მინერალი მოიპოვება თითქმის ყველა მთაგორიან რეგიონებში. თანამედროვე ქვის დამამუშავებელნი მისგან ამზადებენ სხვადასხვა დანიშულების დეკორატიულ ვაზებს, სამაჯურებს, ზარდახშებს. თანამედროვე ლიტო თერაპევტები თვლიან რომ ჩინური ბურთულაკებით მასაჟირების საუკეთესო საშუალებაა, მისი დამზადება ოფიკალციტიდან. ვინაიდან ამ ქვაში არსებობს ორი საპირისპირო არსი ( მარმარილო და ოფიტი ) . ითვლება ,რომ ოფიკალციტს აქვს უნარი დაეხმაროს ორი საპირისპირო საწყისების ”ინი” და ”იანს” ჰარმონიზაციაში. აგრეთვე თვლიან, რომ ეს მინერალები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ეხმარებიან ადამიანს ნევრასტენიის, კუნთების სპაზმის და ხელების კანკალის დროს. ის მიესადაგება მანიპურა - ჩაკრას და ენერგიაა - ”ინ” მიმღები. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 11th November 2024 - 12:05 AM |