IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ვედური ფილოსოფია, საბაზისო კურსი
Atman
post May 24 2011, 04:48 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



“შესავალი”

რა არის ვედური ფილოსოფიის მიზანი? რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას?

ვედური ფილოსოფიის მიზანია – გააშუქოს გზა, რომელსაც თუკი გავყვებით, ტანჯვისგან განვთავისუფლდებით. ამიტომ ვედური ტრადიცია არასოდეს არ თვლიდა ფილოსოფიას კაბინეტის მოაზროვნეების ხვედრად, რომელთა მსჯელობაც დაცილებულია რეალურ ცხოვრებას. ფილოსოფია, ვედების თანახმად, უნდა მიგვიყვანოს პრაქტიკულ შედეგამდე – ტანჯვისგან განთავისუფლებამდე.

თავად სიტყვა ფილოსოფია სიტყვასიტყვით ითარგმნება ბერძნულიდან როგორც “სიბრძნის სიყვარული”. სიტყვა სიბრძნის ერთ-ერთი მნიშვნელობაა ესააა – თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.

თეორიის შესწავლის შემდეგ მოსწავლე მის პრაქტიკაში გამოყენებას ცდილობს და ამგვარად გამოცდილებას იძენს. ამასთან ცოდნა, რომელიც თავდაპირველად წიგნისეული და მისი ცხოვრებისგან დაცილებული იყო, თანდათანობით ცნობიერების სიღრმეში აღწევს. ცოდნის ათვისება ნიშნავს მის მიღებას საკუთარ გონებაში და პრაქტიკულ ცხოვრებაში მისით ხელმძღვანელობას. ასეთი ცოდნა ადამიანის მსოფლმხედველობის ნაწილი ხდება, ისევე როგორც გადამუშავებული საკვები ჩვენი სხეულის ნაწილი.
რა ნაწილებისგან შედგება ვედური ფილოსოფია?

ვედურ ფილოსოფიაში არსებობს ცოდნის 4 განყოფილება:

1. პრამანა (გნოსეოლოგია) - “აღქმის (შესწავლის) მეთოდი”.

2. სამბანდჰა-გიანა (ონტოლოგია) - “სწავლება ყოფიერების შესახებ”.

3. აბჰიდეია-გიანა (ეთიკა) - “ცოდნა პრაქტიკის შესახებ, რმელსაც ცხოვრების სრულყოფამდე მივყავართ”.

4. პრაიოჯანა-გიანა (მეტაფიზიკა) - “ცოდნა ცხოვრების უმაღლესი სრულყოფილების შესახებ”.

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვედური ფილოსოფია – ესაა სწავლება შესწავლის მეთოდის (პრამანა), ყოფიერების (სამბანდჰა-გიანა), ცხოვრების სრულყოფის პრაქტიკის (აბჰიდეია-გიანა) და უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელსაც ამ პრაქტიკით შეგვიძლია მივაღწიოთ (პრაიოჯანა-გიანა).
რას წარმოადგენს ვედური გნოსეოლოგია?

ვედური გნოსეოლოგია, ანუ “ცოდნა შესწავლის მეთოდების შესახებ”, ვედების ძალიან მნიშვნელოვანი განყოფილებაა, რომლის გაგების გარეშეც შეუძლებელია ჩავწვდეთ დანარჩენი ცოდნის დაფარულ აზრს. ამგვარად, იმისათვის, რომ შევისწავლოთ ვედური ონტოლოგია, ეთიკა და მეტაფიზიკა თავისი პირვანდელი სახით, თავიდან ადამიანმა უნდა გაიგოს, თუ რომელი მეთოდის დახმარებითაა ეს შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვედური ცოდნა მიუწვდომელი ხდება.

ცოდნის მიღების მეთოდს სანსკრიტზე პრამანა – “მტკიცებულება” ეწოდება. როდესაც ადამიანი რეალობის ასპექტებზე საუბრობს, მან თავისი სიტყვები ავტორიტეტული მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს. და გნოსეოლოგიის განყოფილება გვიჩვენებს, თუ რომელი წყაროდან შეგვიძლია ამ მტკიცებულებების აღება.

რას წარმოადგენს ვედური ონტოლოგია?

“ცოდნას ყოფიერების შესახებ” სანკრიტზე ეწოდება სამბანდჰა-გიანა და იგი თავის თავში მოიცავს 7 თემას:

1. ჭეშმარიტება ღმერთის უმაღლესი მდგომარეობის შესახებ.

2. ჭეშმარიტება ღმერთის ენერგიების შესახებ.

3. ჭეშმარიტება ღმერთთან ურთიერთობების შესახებ.

4. ჭეშმარიტება სულის კონსტიტუციური მდგომარეობის შესახებ.

5. ჭეშმარიტება სულის შესახებ განპირობებულ მდგომარეობაში.

6. ჭეშმარიტება სულის შესახებ განთავისუფლებულ მდგომარეობაში.

7. ჭეშმარიტება ღმერთისა და მისი ენერგიების ერთდროული ერთიანობისა და განსხვავებულობის შესახებ.


თუკი ამ ჭეშმარიტებებს (სამბანდჰა-გიანას) ადამიანი შესწავლის სწორი მეთოდების დახმერებით შეისწავლის, იგი პრაქტიკას (აბჰიდეიას) შეუდგება, მაშინ ის უეჭველად მიაღწევს ცხოვრების უმაღლეს სრულყოფილებას (პრაიოჯანას).

რას წარმოადგენს ვედური ეთიკა?

ცოდნას იმ პრაქტიკის შესახებ, რომელსაც ცხოვრების უმაღლეს სრულყოფამდე მივყავართ, სანსკრიტზე ეწოდება აბჰიდეია-გიანა. ეს პრაქტიკა ორი ნაწილისგან შედგება:

1. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც წესებისა და რეგულაციების თანახმად ხორციელდება – ვაიდჰი-სადჰანა-ბჰაკტი.
2. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც ღმერთისადმი თავისუფალი, არამოტივირებული სიყვარულით ხორციელდება - რაგანუგა-სადჰანა-ბჰაკტი.

რას წარმოადგენს ვედური მეტაფიზიკა?

ცოდნას უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელიც მისაწვდომია ადამიანისთვის, სანსკრიტზე ეწოდება პრაიოჯანა-გიანა. გზა უმაღლესი სრულყოფილებისკენ ასევე ორ საფეხურად მიმდინარეობს:

1. ღმერთისადმი სიყვარულის საწყისი სტადია – ბჰავა-ბჰაკტი.
2. ღმერთის წმინდა სიყვარული – პრემა-ბჰაკტი.

ამგვარად ვედური ფილოსოფიის წვდომა რეალურ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომ ცხოვრების უმაღლეს სრულქმნას მიაღწიოს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Aug 9 2011, 06:28 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 5

«ვედური ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა»

მაგრამ ვედები ხომ ასე ვრცელია, მართლა საკმარისია შრილა პრაბჰუპადას წიგნების შესწავლა ვედების არსის შეცნობისთვის და სრულყოფის მიღწევისთვის?

ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, აუცილებელია დავინახოთ იმ წიგნების ადგილი მთელ მრავალფეროვან ვედურ ლიტერატურას შორის, რომლებიც შრილა პრაბჰუპადამ თარგმნა და კომენტარები გაუკეთა. ამისათვის გავაკეთოთ ვედების მოკლე მიმოხილვა.

მთელი ვედური ლიტერატურა (შემოკლებისთვის ვუწოდოთ მას ვედები) იყოფა 3 ძირითად ნაწილად: შრუტი («მოსმენილი»), სმრიტი («დამახსოვრებული»), ნჲაჲა («ლოგიკური დასკვნა»), რომლებსაც ეწოდებათ ტრაიი-პრასთჰან – «სამი გზა», რომლებსაც მივყავართ ამ მატერიალური სამყაროდან.

შრუტის მიეკუთვნება: საკუთრივ რიგ-, ჲაჯურ- , სამა- და ადჰარვა-ვედები. ყოველი ამ ოთხი ვედადან, თავის მხრივ იყოფა 4 განყოფილებად: სამჰიტები, ბრაჰმანები, არანჲაკები და უპანიშადები. მათ შორის უპანიშადები ყველაზე მაღლა დგანან, რამეთუ ვედების დაფარულ აზრს ხსნიან. 108 არსებული უპანიშადიდან გამოირჩევა 11 ძირითადი, რომელთა შორისაც ყველაზე მთავარია შრი იშა-უპანიშადი. სწორედ იგი თარგმნა და კომენტარები გაუკეთა ა.ჩ. ბჰაკტივედანტა შრილა პრაბჰუპადამ, სურდა რა მთელი მსოფლიოსთვის მიეწოდებინა ვედების გზავნილი.

მთელ ლიტერატურეს შორის, რომელიც სმრიტის კატეგორიას მიეკუთვნება, ყველაზე მნიშვნელოვანია პურანები. პურანებს შორის ყველაზე მეტად ფასობს მაჰაბჰარატა და შრიმად-ბჰაგავატამი, რამეთუ მაჰაბჰარატა შეიცავს ბჰაგავად-გიტას, - თავად კრიშნას მოძღვრებას, ხოლო შრიმად ბჰაგავატამი აღწერს კრიშნას თვისებებს და მის გასაოცარ საქმიანობებს. ამიტომ შრილა პრაბჰუპადამ ვედური ლიტერატურეს სწორედ ეს მარგალიტები შესთავაზა კაცობრიობას.
ნჲაჲას კატეგორიას მიეკუთვნება მხოლოდ ერთი ნაწარმოები – ვედანტა-სუტრა, რომელიც ყველა უპანიშადის ანალიზს შეიცავს და თავიდან გვაშორებს ყველა მოჩვენებით წინააღმდეგობას მათ შორის. ესაა ძალიან რთული ფილოსოფიური ნაწარმოები, ამიტომ შრილა ვიასადევამ (ვედური ლიტერატურეს შემდგენელმა) თავადვე დაწერა კომენტარები ვედანტა-სუტრასთვის – და ესაა სწორედ შრიმად ბჰაგავატამი.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ვედების ამაღლებული გზავნილი უკვე ყველა ადამიანისთვისაა მისაწვდომი სწორედ შრილა პრაბჰუპადას მიერ დაწერილი კომენტარების წყალობით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შევისწავლოთ ეს წიგნები და ვეცადოთ კომენტარების გაგებას, და არა ის, რომ უბრალოდ ვიკითხოთ ძველი ტექსტების თარგმანები.

მაშინ რატომღა უნდა მივიღოთ სულიერი მოძღვარი? ნუთუ ამ წიგნების კითხვა საკმარისი არაა, რომ ვედების უმაღლესი ცოდნა მივიღოთ?

მიუხედავად იმისა, რომ შრილა პრაბჰუპადას წიგნები, წინასწარმეტყველების მიხედვით, ყველა სულიერ განვითარებას მოწყურებული ადამიანის მსოფლმხედველობის საფუძველი იქნება კიდევ 10 000 წლის განმავლობაში, «ამჟამად მოქმედი» სულიერი მოძღვრის მიღება სრულიად აუცილებელია. ამის მიზეზი რამდენიმეა:

- პირველი: ადამიანს, დაბინძურებული გონებით, მიდრეკილება აქვს ინფორმაციის დამახინჯებულად აღქმისადმი. ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს შეუძლია შრილა პრაბჰუპადას გზავნილის სწორად გაგებაში დაგვეხმაროს.

- მეორე: იმისათვის, რომ სულიერი ცოდნა გაიგოს, ადამიანმა უნდა გამოიმუშაოს გარკვეული თვისებები. ამისთვის კი აუცილებელია სულიერი მოძღვრის დახმარება, რომელიც ამ თვისებების განვითარებისთვის საჭირო გარკვეული პრაქტიკით აკავებს მოწაფეს.

- მესამე: სულიერი მოძღვრის მიღებით, მოწაფე მორჩილ მდგომარეობაში აყენებს თავის თავს (ავაროჰა-პანთჰა), და ეს განაწყობს მის გულს ცოდნის მიღებისადმი. ამ პოზიციის დაკავების გარეშე დაფარული ცოდნის გაგება შეუძლებელია.

- მეოთხე: იმისათვის, რომ რწმენა განვივითაროთ, ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ცოცხალი მაგალითი იმ პიროვნებისა, რომელმაც ეს გზა გაიარა. ასეთი მაგალითი დიდ შთაგონებას გვაძლევს.

- მეხუთე: პარამპარა (მასწავლებელთა ჯაჭვი, რომელთა გზითაც ცოდნა გადაეცემა) არ უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სწავლება დამახინჯებული გახდება.

ამრიგად ცხადია, რომ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის მიღება სრულიად აუცილებელია, მაგრამ რა არის საჭირო იმისათვის, რომ მივიღოთ იგი? რა თვისებებს უნდა ფლობდეს მოსწავლე იმისათვის, რომ ცოდნის გადაცემის პროცესი შედგეს?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   ვედური ფილოსოფია   May 24 2011, 04:48 PM
Atman   გაკვეთილი 1 “გზა სა...   Jun 1 2011, 05:43 PM
Atman   სადაა დამალული ადა...   Jun 3 2011, 03:45 PM
Atman   რაღაც ტექსტებს გამ...   Jun 29 2011, 05:34 PM
kate   Atman აინტერესებს ვინ...   Jun 30 2011, 04:13 AM
Atman   kate კარგი იქნება თუ ...   Jun 30 2011, 05:28 AM
Emigranti   პარამატმას (ზესული...   Jun 30 2011, 12:17 PM
Atman   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:35 PM
mata   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:39 PM
Atman   ისევ სურვილების ას...   Jul 2 2011, 02:16 PM
Atman   გონების გაფანტულო...   Jul 3 2011, 07:15 AM
Atman   Желание властвовать (3 წუთ...   Jul 4 2011, 09:13 PM
Existence   რა ქენი წაიკითხე ი...   Jul 7 2011, 08:26 PM
Atman   ვაგრძელებ ტექსტებ...   Aug 7 2011, 10:21 AM
Atman   გაკვეთილი 3. «როგორ...   Aug 7 2011, 10:26 AM
mata   Atman ეს ყველაფერი რო...   Aug 7 2011, 10:34 AM
Atman   mata ეს ყველაფერი რომ...   Aug 7 2011, 10:50 AM
mata   Atman ეს ვედური ფილოს...   Aug 7 2011, 11:09 AM
Atman   mata რა თქმა უნდა ეს ე...   Aug 7 2011, 11:19 AM
mata   Atman და რა უნდა ერქვა...   Aug 7 2011, 11:32 AM
Atman   ეჰ, ყველას თავისი თ...   Aug 7 2011, 12:04 PM
mata   და რამ გაყო ერთმან...   Aug 7 2011, 12:30 PM
Atman   mata ეს იგივეა ეხლა რ...   Aug 7 2011, 12:49 PM
mata   მემგონი არაფერი უნ...   Aug 7 2011, 12:58 PM
Atman   mata მემგონი არაფერი ...   Aug 7 2011, 01:03 PM
mata   შეცდომა არ დაგიშვი...   Aug 7 2011, 01:08 PM
Atman   გაკვეთილი 4. «ჭეშმა...   Aug 9 2011, 06:23 PM
Atman   გაკვეთილი 5 «ვედურ...   Aug 9 2011, 06:28 PM
Existence   [size=3]Дзен. Махапхарата [url=ht...   Aug 11 2011, 10:17 PM
Atman   გაკვეთილი 6. «მოსწა...   Aug 30 2011, 03:53 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:24 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:28 PM
Atman   გაკვეთილი 8. «კურსი...   Sep 13 2011, 08:45 PM
Atman   გაკვეთილი 9. [b]«ბჰაგ...   Sep 13 2011, 08:58 PM
Atman   გაკვეთილი 10. «კრიშნ...   Sep 14 2011, 05:01 AM
Atman   გაკვეთილი 11. «კრიშნ...   Sep 14 2011, 07:15 PM
Atman   გაკვეთილი 12. «კრიშნ...   Jan 3 2012, 06:51 AM
Atman   [b]გაკვეთილი 13 [i][b]«ჰა...   Jan 3 2012, 06:12 PM
Atman   გაკვეთილი 14 [b]«უფალ...   Jan 5 2012, 07:28 PM
kate   Atman 2. უარყოფა იმისა, ...   Jan 6 2012, 07:05 AM
Atman   kate ეს მეცამეტე გაკვ...   Jan 6 2012, 07:20 AM
Atman   გაკვეთილი 15. [b]«კრიშ...   Jan 9 2012, 07:25 PM
Atman   მოკლედ ბევრი ვიფიქ...   Jan 10 2012, 08:42 AM
narilla   აბსოლუტის/პირველმ...   Jul 12 2012, 03:12 PM
Adidas   narilla კატაფატიკური/დ...   Jul 12 2012, 04:41 PM
narilla   ღმერთის შემეცნები...   Jul 12 2012, 07:18 PM
Adidas   narilla უპანიშადები ძა...   Jul 12 2012, 07:31 PM
narilla   გავეცნობი :good:   Jul 12 2012, 07:57 PM
MaH_AtMa   Atman თუ იცი, ინდოეთში ...   Jul 20 2012, 04:37 AM
Adidas   MaH_AtMa თუ იცი, ინდოეთშ...   Jul 20 2012, 05:45 AM
narilla   ატმან, უპანიშადები...   Aug 29 2012, 05:16 PM
Atm@n   narilla „დარნაშას“ უწო...   Aug 29 2012, 06:38 PM
narilla   narilla დარნაშა არა, და...   Aug 29 2012, 08:29 PM
Atm@n   Почему Кришна черный? Этот ...   Dec 16 2012, 01:17 PM
Atm@n   თბილისის აშრამში ჩ...   Dec 25 2012, 09:07 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 8th June 2024 - 11:30 PM