კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 9 2011, 06:29 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მინერალის დასახელება წარმოშობილია პორტუგალიურ ” ჟიადა” და ესპანური ”იჟადა”-დან. რაც ნიშნავს თირკმელს. ითვლებოდა რომ ეს ქვა ეხმარება თირკმელების კოლიკის დროს. ზურმუხტის ან ღია-მწვანე ფერის ჟადეიტი როგორც ნეფრიტი - ეს არის აღმოსავლეთ ხალხებში ერთერთი საყვარელი ქვა. ქვის ხანაში ამ მინერალისგან აკეთებდნენ საფხეკებს და დანებს. კოლუმბადე ამერიკაში, მაიას, აცტეკების და ტოლტეკების ტომებში, ჟადეიტი მიღებული იყო როგორც საკულტო ქვა. განსაკუთრბულ ნაირსახეობას ამ მინერალის წარმოადგენს თითქმის გაჭვირვალე კეთილშობილი ”იმპერატორის ჟადი”. მისი სამშობლოა (მიანმა) ბირმა. ეს ქვა ნეფრიტთან ერთად გამოიყენება ტიბეტურ და ჩინურ მედიცინაში, როგორც კარგი ენერგეტიკული სტაბილიზატორი. მკურნალები თვლიან, რომ კეთილშობილური ჟადეიტი თავისი ენერგეტიკით ”ცი” ასწორებს დათრგუნულ ბიოენერგეტიკას, იძლევა ემოციურ დამუხტვას და რეგულირებს არტერიალურ წნევას. ჟადეიტის ენერგეტიკა შედარებით ნაკლებათ არის გამოხატული, მაგრამ მაინც შეუძლია გააწონასწოროს და დაამშვიდოს ემოციონალური აფეთქებები. ესპანელი კოლონიზატორები ჟადეიტს უწოდებდნენ ”თირკმელების ქვებს”, და თვლიდნენ მას თირკმელების დაავადებების საწინააღმდეგო თილისმანად. ჟადეიტისგან დამზადებული მძივები და ბრასლეტები დადებითად მოქმედებენ გულის კუნთის მუშაობაზე. აწონასწორებენ სისხლის წნევას და იცავენ ორგანიზმს გარემოს ამინდის ზემოქმედებისგან. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 03:37 AM |