კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 9 2011, 06:50 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცეცხლის სტიქიას მიეკუთნება ორი მოწითალო ქვა პიროლი და ალმადინი. .აღმოსავლეთის ბევრი ხალხი ამ უკანასკნელს მიაწერდნენ მაგიურ თვისებებს. - უნარს გააქარწლოს სინანული და მოუტანოს სიხარული, განმკურნოს გული და ტვინი და აღზნას ვნებები. ითვლებოდა რომ ალმადინს ამცირებს ტკივილის გრძნობას. ჯვაროსნებს ეს ქვა თან დაჰქონდათ ლაშქრობებში რათა თავი დაეცვათ ჭრილობების და წყლულებისგან. სლავებში ალმადინს უწოდებდნენ ”ბეჩეტას” მე 16 საუკუნის სამკურნალო წიგნებში ის მოიხსენება როგორც გულ მომლხენი საშუალება, რომელიც ასუფთავებს ფიქრებს და გონებას უარყოფითი აზრებისგან. აგრეთვე ორსულ ქალებს ეხმარებათ ბავშვების ჯამრთელად დაბადებაში. ინდურ ”აიუვერდაში” ნათქვამია რომ ეს ქვა ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლის მოშლას ორგანიზმში. ” ( ვატტა კაფხა)". ის ეხმარება ჭრილობების მოშუშებაში. იძლევა ენერგიას გულის და ფილტვებისთვის. ეხმარება იმუნიტეტს. იოგები ხშირად აღნიშნავენ რომ, ალმადინის მსუბუქი ვიბრაციები მიმართულია მენტალურ და ფიზიკურ სხეულისკენ. ეს ქვა კეთილშობილად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე, ასტაბილებს გულსისხლძარღვთა მოქმედებას, ეხმარება ორგანიზმს ანთების პროცესების დროს. ხელს უწყობს ორგანოების და ქსოვილების რეგენერაციას. ასტიმულირებს სისხლის მოძრაობას და ამაღლებს პოტენციას. სიმტკიცე - 7,5. სიმკვრივე 4,3. ზოდიაკოს მიხედვით მიეკუთნება თხის რქას. ჩაკრა სვადჰისტანას. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 07:38 PM |