კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 10 2011, 02:16 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰელიოტროპს უწოდებენ კაშკაშა ლაქებიან გაუმჭვირვალე ხალცედონის ნაირსახეობას. ანდა ზოლებიან დაჟანგულ ჰემატიტს. შუა საუკუნეებში ამ დამახასიათებელი ლაქებს ამსგავსებდნენ იესო ქრისტეს სისხლს. ამიტომაც ჰელიოტროპს ანიჭებდნენ მაგიურ თვისებებს. მას თვლიდნენ საუკეთესო ქრისტიანულ დაცვის ქვად. გასაკვირი არ არის რომ, ოდითგან გამოიყენებოდა სხვადასხვა ამულეტების დასამზადებლად. ლიტოთერაპევთები თვლიან, რომ ეს მინერალი კარგად მოქმედებს სისსხლის მიმოქცევაზე. კერძოდ, იზრდება ჰემოგლობინის რაოდენობა სისხლში. შესაძლებელია, რომ ეს აზრი წარმოიქმნა მისი შეფერადობლობის და მისთვის დამახასიათებელი სისხლისფერ-წითელი დანართებით გამო.. ჰელიოტროპი ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობას. ეხმარება ადამიანს და წინააღმდეგობას უწევს სტერსულ მდგომარეობას. ინდოელი იოგები ჰელიოტროპს განიხილავენ როგორც, ქვას რომელიც წარმოქმნის ძლიერ დაცვით ენერგეტიკულ ველს. რომელსაც შეუძლია პატრონი დაიცვას ნეგატიურო ზემოქმედებისგან. სიმტკიცე 6,5-7; სიმკვრივე 2,5; ზოდიაკოს მიხედვით ქალწული. პლანეტები იუპიტერი და მერკური. ჩაკერბი ანაჰატა, სვადჰისტანა. ენერგია პროექციული ”იანი”. და მიმღები ”ინ” ენერგიის. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 03:47 AM |