კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 11 2011, 03:46 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს შედარებით ახალი საიუველირო - დასამუშავებელი მინერალია. მან ეს სახელწოდება მიიღო ადგილმდებარეობის მიხედვით, მის აღმოჩენა მოხდა ციმბირში მდინარე ჩარეს დელტაში. ჩაროიტი ითვლება უნიკალურ ქვად, არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. მისი ანალოგები ჯერ არ არის აღმოჩენილი სხვაგან. ჩაროიტის შეფერადებლობაში დომინირებს ნაზი იასამნის ფერი მუქ იისფრამდე. მისთვის დამახასიათებელია რბილი გადასვლები ღია ფერებიდან თითქმის მუქ შავ იისფრამდე. ამ მინერალისგან ამზადებენ ვაზებს, ზარდახშებს სამაგიდო ატრიბუტიკას. თავის შეფერადებლობით ჩაროიტი ზემოქმედებს ადამიანის სულიერებაზე და იწვევს დადებით ემოციებს. ის ხელს უწყობს ადამიანში ჰარმონიის ჩამოყალიბებას. ადამიანების შორის სასიამოვნო ურთიერთობის დამყარებას. პეტერბურგის ს.ა. ბუგროვის სახ. დახმარების და აღმოსავლეთ მიმართულების მკურნალობის ინსტიტუტი იძლევა რეკომენდაციებს , რომ ეს მინერალი ეფექტურია თირკმელების, გულის, ღვიძლის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების მკურნალობის დროს. სიმტკიცე - 5-5; სიმკრივე 2,5; ზოდიაკოს ნიშანი ტყუპები. ჩაკრა- ვიშუდჰა, საჰასრარა, ანაჰატა. პროექციული ენერგია ”იანი”. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 06:03 PM |