კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 12 2011, 01:27 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მარგალიტის სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ მოხსენებულია ავიცენას ”კანონში” და ძველ არაბულ მკურნალთა შრომებში. ითვლება, რომ მარგალიტის ჭვრეტა ამშვიდებს ფსიქიკას და ხელს უწყობს სულიერ გაწონასწორებას. არ არის შემთხვევითი, რომ ტიბეტის მედიცინის გამოჩენილ ძეგლში ” ჩუდ-ში” მითითებულია რომ, მარგალიტი ეხმარება პარტრონს ნერვული აშლილობის, მეხსიერების დაკარგვის და ნერვული სისუსტის დროს. ჩინეთში დაოსელები თვლიდნენ, რომ მარგალიტი არის ქალური საწყისის ”ინ”ის გაჩერებული მდგომარეობა. ის არის ცხოვრების გაახალგაზრდავების ელიქსირი, რომელსაც შესწევს უნარი გაახანგრძლივოს სიცოცხლე. დღევანდელ დღესაც მონღოლეთსა და ჩინეთში აქვთ რწმენა, რომ მარგალიტში ჩაქსოვილია საოცარი სამკურნალო ძალა. რომელიც ეხმარება კატარაქტის და თვალის სხვა დაავადებათა მკურნალობის დროს. ლიტო თერაპევტები დარწმუნებული არიან, რომ მარგალიტისგან დამზადებულ ნივთები ეხმარებიან ადამიანებს თირკმელების, ღვიძლის, და საჭმლის მონელების სისტემის დაავადებებისას. აგრეთვე დადებითად ზემოქმედებს ორგანიზმზე ჰიპერტონიის დროსაც. სამკურნალო წამლის მიზნისათვის გამოიყენება ეგრეთ წოდებული ”მარგალიტის წყალი”. აიუვერდას ძველი ტექსტები მის დამზადებისთვის რეკომენდირებენ - წყლის ჭიქაში, წყალთან ერთად ღამისთვის მოათავსედ 4 – 5 ცალი ნატურალური მარგალიტი. დილით ეს წყალი მიირთვით. ის დაგეხმარებათ ღრძილებიდან სისხლის დენისას. ასევე ბუასილის (ჰემაროი)და კონიუქტივიტის შემთხვევაშიც. ეს წყალი სასარგებლოა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვებისასაც. ”მარგალიტის წყალს აქვს ანთება საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და სისხლდენადობის შეჩერების თვისებები. სიმტკიცე 2,5 – 4,5; სიმკვრივე 2,7; ზოდიაქოს ნიშანი კირჩხიბი, პლანეტა მთვარე. ჩაკრები - ვიშუდჰა, საჰასრარა. მიმღები ენერგია ” ინი”. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 10:05 PM |