კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 12 2011, 08:03 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რძისფერ-თეთრი კახოლონგი წარმოადგენს ფაიფურის მსგავს ოპალის ნაირსახეობას. ქიმიური თვალსაზრისით კახოლონგი ეს არის კაჟის ორჟანგი. ეს ტერმინი მიახლოებით წარმოქმნილია კალმიკური სიტყვიდან ”კახე” -მდინარე და ”ჰალონგი”-ქვა. ეს მინერალი წარმოადგენს იშვიათ საიუველირო ქვას.რომელსაც აღმოსავლეთში მაღალი შეფასება გააჩნია. ინდოეთში ამ ქვას სცემდნენ დიდ პატივს თავის თეთრი ფერის სისუფთავის გამო და უწოდებდნენ ” წმინდა ძროხის გაქვავებული რძე" მონგოლები ამ ქვას ამსგავსებდნენ ბუდის წმინდა ყვავილთან, ლოტოსთან. რომელიც წარმოადგენს სულიერი სისუფთავის სიმბოლოს. შესაძლებელია რომ რძესთან ასოცირების შედეგად კახოლონგი ითვლება ”ქალურ ქვად”.ის დაკავშირებულია დედობასთან. ითვლება რო ორსული რომელიც ატარებს ამ მინერალს ამულეტის ფუნქციით ექნება ადვილი მშობიარობა. კახოლონგი არის აზრების სისუფთავის სიმბოლო. ეს ქვა მედიტაციის დროს გამოიყენება”სულის გასასუფთავებლად ”. ანდა ფსიქიკაში ჩარჩენილი განგაშის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. ასევე ითვლება, რომ კახოლონგი ამაგრებს ჯამრთელობას და კეთილგანწყობას. მოაქვს მშვიდობა და ოჯახში, სახლში სიმშვიდე. სიმტკიცე 6,5 -7; სინკვრივე -2,4; ზოდიაქოს კურო, პლანეტა -მთვარე. ჩაკრა - საჰასრარა, მიმღები ენერგია ”ინი”. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 09:55 PM |