კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 12 2011, 08:23 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ განსაცვიფრებელ მინერალის სახელს უკავშირებენ ძველ ბერძენ მწყემს მაგნუსომს. რომელმაც შენიშნა, რომ ამ ველურმა ქვამ მიიზიდა ლურსმანი და და მისი სანდალი. ძველად მაგნეტიტს უწოდებდნენ ასევე ”დამცველ ქვას”, ”ჰერკულესის ქვას”, ” სისხლბად ქვას’. თითოულ ამ სახელწოდებაში აისახებოდა მაგნეტიტის უნიკალური თვისებები. ძველ ჩინეთში, მაგნეტიტი ითვლებოდა ქალურ ” ინ” ქვად, ვინაიდან ის იზიდავდა რკინას ისე, როგორც ქალის შარმი მამაკაცს. მას თვლიდნენ ძლიერ დამცველ ქვად, რომელიც მათ იცავდა მტრისგან. მაგნეტიტი წვრილად დაფხვნილ ფორმებში გამოიყენებოდა მედიცინაში, როგორც სისხლმბადი საშუალება მცირე სისხლიანობის შემთხვევებში. მას იყენებდნენ სისხლის რაოდენობის დაკარგვის შემდგომ, ორგანიზმის სისუსტის დროს. მაგნეტიტს არ დაუკარგია თავის ფასეულობა თანამედროვე დროსაც. მაგნიტური ზონდების საშუალებით სასუნთქი გზებიდან და საკვების მონელების სისტემიდან დღემდე იღებენ მეტალის საგნებს. ასევე დღეს ფართოდ არის გავრცელებული მაგნიტო თერაპია. რომლის დროსაც ორგანიზმის სტიმულაციისათვის გამოიყენება სპეციალური სამაჯურები და ბურთულაკები. სიმტკიცე 5,5; სიმკვრივე - 5,5. ჩაკრა - მულადჰარა, ”ინ ენერგიის მიმღები.” |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 06:19 PM |