კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 13 2011, 12:01 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დასახელება ეპიდოტი წარმოქმნილია ძველ ბერძნულიდან და ნიშნავს ”გამადიდებელს” ამ მინერალს აქვს კიდევ სხვა სახელებიც ”პუშკინიტი”, ”აკანტიკონიტი”, ”დელფინიტი”, ”პიემონიტი”, ”სელფინიტი”, ”პნეტაციტი” ეს მინერალი შემადგენლობით რთული მინერალია .ის წარმოადგენს ალუმინის, რკინის, და კალციუმის წყალ სილიკატს. სიმკვრივე 3,0-4,0 გრ/სმ. სიმტკიცე 6,0-7,0. მოიპოვება ძირითადად რუსეთში (ურალი),ნორვეგიაში, ავსტიაში, აშშ-ში, მექსიკაში. სახალხო მედიცინაში არსებობს აზრი, მწვანე ფერის ეპიდოტი ხელს უწყობს გულის მოქმედების ნორმალიზაციას, ანუ ეხმარება ტახიკარდიის და არითმიის დროს. ამ მინერალს გააჩნია უნარი განმკურნოს ორგანიზმი გაციების, ხერხემლის დაავადებების და თავის ტკივილის დროს. ლითო თერაპევტები თვლიან, რომ ეს მინერალი მკურნალობს ნევრალგიას, აუმჯობესებს მეტეო დამოკიდებულებას, ხსნის დაძაბულობას. ითვლება რომ, წითელ-ყავისფერი შეფერადებლობის მინერალი აუმჯობესებს კანის შეფერადებლობას და იცავს კანს სხვადასხვა დაავადებებისგან. ამ ქვას აწერენ უნარს, რომ მას მოაქვს ბედნიერება პატრონისთვის. ეს მინერალი ვერცხლში ჩასმული იცავს პატრონს გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან. ის ეხმარება ადამიანებს ზუსტად აღიქვან მოვლენები და გამოვიდნენ არა სასიამოვნო სიტუაციებისაგან. ეს ქვა არის ტყუპების ნიშნით დაბადებული ადამიანების ქვა. ქალებს ”ტყუპებს” ის ეხმარება გახსნან საკუთარი ნიჭი, ხოლო მამაკაც ”ტყუპებს” გამოვიდნენ რთული სიტუაციებიდან, თავმოყვარეობის შეულახავად. პროფესიონალურ მოღვაწეობის დროს. ეპიდოტი არის თილისმანი შემოქმედებაში მოღვაწე ადამიანების.(მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები) ქალებს მათი შემოქმედების ასაღიარებლად მიზანშეწონილია ატარონ ამ ქვით დამზადებული სამკაულები მარჯვენა ხელზე. ხოლო მამაკაცებმა უნდა შეინახონ ეს ქვა დამუშვებულ მდგომარეობაში, ბალიშის ქვეშ, როდესაც გადასაწყვეტი აქვთ ყველაზე რთული საკითხები ეპიდოტი მოქმედებს მზის წნულის ჩაკრაზე. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 08:06 PM |