კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 14 2011, 07:56 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძვირფასი მწვანე-გამჭვირვალე ქრიზობერილი ( ბერძნულიდან ”chrysos” -ოქროს) ცნობილი იყო ადამიანებისთვის უკვე უძველესი დროიდან. ქრიზობერილის ნაირსახეობას წარმოადგენს ალექსანდრიტი, რომელსაც გააჩნია დღის სინათლეზე მწვანე-ზურმუხტის ფერის შეფერილობა. ხოლო ელექტრო განათებისას იისფერ-წითელი. გარდა ოქროსფერ-ყვითელი შეფერილობის, ბუნებაში მოიპოვება ყავისფერი, წითელი და იისფერი ქრიზობერილები. ინდოეთში ამ ქვას უწოდებენ ”ვაიდურიამს”. ინდოელებს სწამთ რომ ეს მინერალები ეხმარებიან მაგებს ფრინველების და ცხოველების ენის გაგებაში. ჩვეულებრივ ადამიანებისთვის ”ვაიდურიამს” მოაქვს გამჭრიახობა, სულიერი გაწონასწორება და განმკურნება. ითვლება რომ, ქრიზობერილი იცავს ადამიანებს უბედურებისაგან. ქალებს ეხმარება მოიპოვონ წარმატებანი საქმეებში. ხოლო მამაკაცებს მოიპოვონ გამარჯვებები ქალთა საზოგადოებაში. ცნობილ კრებულში ” სვიატოსლავის კრებული” ნათქვამია, რომ ეს ქვა იცავს კეთრისგან, მუნისგან და აზღვევს პატრონს თრობისგან. ქრიზობერილს გააჩნია ძლიერი განმკურნების ძალა. ის ეხმარება სისხლის მიმოქცევის რეგულირებაში, ასუფთავებს სისხლს და ამაგრებს სისხძარღვებს. ტიბეტურ და ინდურ მედიცინაში ქრიზობერილი გამოიყენებოდა სხვა დაავადებათა საწინააღმდეგოდ. სიმტკიცე 8,5; სიმკვრივე 2,8 . ზოდიაქოს ნიშანი თხის რქა. პლანეტა მერკური .ჩაკრა - ანაჰატა. ენერგია პროექციული ”იანი”. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 04:07 AM |