მილიარდი რომ მოგეგოთ რას მოიმოქმედებდი?, მილიარდის მოგება კაი რამე |
მილიარდი რომ მოგეგოთ რას მოიმოქმედებდი?, მილიარდის მოგება კაი რამე |
Aug 31 2011, 09:33 PM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,276 Joined: 11-April 10 From: Kazbegi Gergeti Member No.: 6,199 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მინდა , ეს ლოგიკა წარმოგიდგინო, მილიარდი რომ მოგეგო... და ...
გახდი 40 წლის და მოულოდნელად მოიგე მილიარდი - ევრო! რას გააკეთებდი ან რას მოიმოქმედებდი??? ყველა კაი აზრს გამოვიტანდით - ხომ მასეა? მოდით და ვიაზროვნოთ თუ მილიარდი ევრო მოიგეთ - კარზე მოგადგათ სიკვდილი და გეუბნება - შენი დრო დადგა და უნდა დატოვო სხეული-(ანუ კვდები). ხელში გიჭირავს მილიარდი ევრო... სულ ახლად მოგებული ... დაიბნევი და როგორ მოაგვარებდი იმ ფულს? გააგრძელო ცხოვრება უფულოდ თუ მოკვდე უფულოდ? როგორ გამოიყენებდი მოგებული მილიარდებს თუ კვდები ? ვინ როგორ იაზროვნებ ამ საკითხში-მგონი ძალიან საინტერესო საუბარი იქნება ამაზე. საჭიროა კარგად გააზრება. ხარ 40 წლის კაცი და გაქვს ახლად მოგებული მილიარდი ევრო. მოსმენა, გააზრება და გონებრივად მართვა-. -------------------- ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია. |
|
|
Sep 3 2011, 12:10 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო იქნება - თუ აღწერს vano kazbegi დიდი თანხა დიდი გამოცდაა ცემო ვანო, ეს ისედაც იცი, ძალაუფლება და ფული უდიდესი გამოცდაა ადამიანისათვის, რომელიც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული თავის გზაზე, მითუმეტეს ესეთები ერთეულებია დედამიწაზე, ვინც ზუსტად იცის რა უნდა , რატომ და საით მიდის.. რამდენადაც კარგად არ უდა მქონდეს გაცნობიერებული გარკვეული ასპექტები ცხოვრებაში, მაინც ვერ დავდებ ტავს, რომ მილიარდს ისე გამოვიყენებ, ზიანს არ მივაყენებ საკუთარ ტავს და გარშემომყოფებს, ტუნდაც მხოლოდ სასიკეთოდ და საქველმოქმედოთ ვხარჯო ეს ფული.. ჯოჯოხეთის გზა მოპირკეთებულია კეთილი საქმეებითო, თქვა ერთმა ბრძენმა ადამინმა.. ხოდა ამიტომ მილიარდი რომ დავუტოვო ოჯახის წევრებს დიდ ტვირთსაც დავუტოვებ, მათ იმ წამსვე გაუჩნდებათ უნდობლობა ერთმანეთის მიმართ, გაუჩნდებათ შური და იმის განცდა რომ ვიღაცამ მეტი მიიღო ვიდრე იმსახურებდა და ეკუთნოდა. შეიძლება ერთმენეტშ დაუპირისპირდნენ კიდევაც.. მიუხედავად იმისა ორმ მშვენიერი ოჯახი მყავს და ერთმანეთი გვიყვარს , ამხელა ტვირთს როგორ გაუძლებენ არ ვიცი.. სულიერი მზაობა არ აქვთ . ამას ისიც ემატება, რომ ბავშვობიდანვე უზრუნველად მიღებული თანხა, რომელიც მთელს ცხოვრებას ეყოფათ უბრალოდ გააზარმაცებდა მათ. სულიერადაც და ფიზიკურადაც, მოუსპობდა ოცნების უნარს, რომელიც გვაიძულებს ვიმოქმედოთ ცხოვრებაში და მივაღწიოთ სასურველ მიზნებს.. ასე კი ყველაფერი უშრომელადაც შეიძლება მიიღონ და ამიტომ შეიძლება ბოლოს სასოწარკვეთილებამდეც კი მივიდნენ, ან რამე დამღუპველი ჩვევები შეიძინონ მოწყენილობისაგან.. ამას ისიც ემატება , რომ იმ წამსვე გამოჩნდება ადამიანების რიგები, რომლებიც დაიწებენ ტირილს და წუწუნს, თუ როგორ უჭირთ და რომ მათ უნდა დაეხმარონ, რადგან სხვა შემთხვევაში დაიღუპებიან.. ყველას კი ვერ დაეხმარები, ამიტომ გაუჩნდებათ მოშურნეები და მტრები..რომც დაეხმარონ სხვებს, იმ სხვებს შური შეჭამს, ეს ადამიანების უმეტესობას ახასიათებს და ბევრჯერ გამომიცდია საკუთარ ტყავზე.. ხოდა ამ ყველაფრის გამო ვთვლი, რომ ანდერძში დავუტოვებდი ოჯახის წევრებს , ახლობლებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემთვის ძვირფასია, გარკვეულ თანხას, ყველას ერთნაირად. იმდენს , რომ შანსი ჰქონოდეთ თავიანთი ოცნებისათვის საწყისი სასტარტო ბაზა მოამზადონ. დანარჩენს კი ისევ და ისევ გარკვეულ , სპეციალურად შექმნილ ფონდს დავუტოვებდი, რომელსაც გაუძღვებოდა სანდო ადამიანი და გამოიყენებდა მხოლოდ საჭირო, საქმეებიატვის. რისთვის ამას არ გავამხელ ) -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 7th June 2024 - 04:50 AM |