IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ვედური ფილოსოფია, საბაზისო კურსი
Atman
post May 24 2011, 04:48 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



“შესავალი”

რა არის ვედური ფილოსოფიის მიზანი? რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას?

ვედური ფილოსოფიის მიზანია – გააშუქოს გზა, რომელსაც თუკი გავყვებით, ტანჯვისგან განვთავისუფლდებით. ამიტომ ვედური ტრადიცია არასოდეს არ თვლიდა ფილოსოფიას კაბინეტის მოაზროვნეების ხვედრად, რომელთა მსჯელობაც დაცილებულია რეალურ ცხოვრებას. ფილოსოფია, ვედების თანახმად, უნდა მიგვიყვანოს პრაქტიკულ შედეგამდე – ტანჯვისგან განთავისუფლებამდე.

თავად სიტყვა ფილოსოფია სიტყვასიტყვით ითარგმნება ბერძნულიდან როგორც “სიბრძნის სიყვარული”. სიტყვა სიბრძნის ერთ-ერთი მნიშვნელობაა ესააა – თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.

თეორიის შესწავლის შემდეგ მოსწავლე მის პრაქტიკაში გამოყენებას ცდილობს და ამგვარად გამოცდილებას იძენს. ამასთან ცოდნა, რომელიც თავდაპირველად წიგნისეული და მისი ცხოვრებისგან დაცილებული იყო, თანდათანობით ცნობიერების სიღრმეში აღწევს. ცოდნის ათვისება ნიშნავს მის მიღებას საკუთარ გონებაში და პრაქტიკულ ცხოვრებაში მისით ხელმძღვანელობას. ასეთი ცოდნა ადამიანის მსოფლმხედველობის ნაწილი ხდება, ისევე როგორც გადამუშავებული საკვები ჩვენი სხეულის ნაწილი.
რა ნაწილებისგან შედგება ვედური ფილოსოფია?

ვედურ ფილოსოფიაში არსებობს ცოდნის 4 განყოფილება:

1. პრამანა (გნოსეოლოგია) - “აღქმის (შესწავლის) მეთოდი”.

2. სამბანდჰა-გიანა (ონტოლოგია) - “სწავლება ყოფიერების შესახებ”.

3. აბჰიდეია-გიანა (ეთიკა) - “ცოდნა პრაქტიკის შესახებ, რმელსაც ცხოვრების სრულყოფამდე მივყავართ”.

4. პრაიოჯანა-გიანა (მეტაფიზიკა) - “ცოდნა ცხოვრების უმაღლესი სრულყოფილების შესახებ”.

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვედური ფილოსოფია – ესაა სწავლება შესწავლის მეთოდის (პრამანა), ყოფიერების (სამბანდჰა-გიანა), ცხოვრების სრულყოფის პრაქტიკის (აბჰიდეია-გიანა) და უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელსაც ამ პრაქტიკით შეგვიძლია მივაღწიოთ (პრაიოჯანა-გიანა).
რას წარმოადგენს ვედური გნოსეოლოგია?

ვედური გნოსეოლოგია, ანუ “ცოდნა შესწავლის მეთოდების შესახებ”, ვედების ძალიან მნიშვნელოვანი განყოფილებაა, რომლის გაგების გარეშეც შეუძლებელია ჩავწვდეთ დანარჩენი ცოდნის დაფარულ აზრს. ამგვარად, იმისათვის, რომ შევისწავლოთ ვედური ონტოლოგია, ეთიკა და მეტაფიზიკა თავისი პირვანდელი სახით, თავიდან ადამიანმა უნდა გაიგოს, თუ რომელი მეთოდის დახმარებითაა ეს შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვედური ცოდნა მიუწვდომელი ხდება.

ცოდნის მიღების მეთოდს სანსკრიტზე პრამანა – “მტკიცებულება” ეწოდება. როდესაც ადამიანი რეალობის ასპექტებზე საუბრობს, მან თავისი სიტყვები ავტორიტეტული მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს. და გნოსეოლოგიის განყოფილება გვიჩვენებს, თუ რომელი წყაროდან შეგვიძლია ამ მტკიცებულებების აღება.

რას წარმოადგენს ვედური ონტოლოგია?

“ცოდნას ყოფიერების შესახებ” სანკრიტზე ეწოდება სამბანდჰა-გიანა და იგი თავის თავში მოიცავს 7 თემას:

1. ჭეშმარიტება ღმერთის უმაღლესი მდგომარეობის შესახებ.

2. ჭეშმარიტება ღმერთის ენერგიების შესახებ.

3. ჭეშმარიტება ღმერთთან ურთიერთობების შესახებ.

4. ჭეშმარიტება სულის კონსტიტუციური მდგომარეობის შესახებ.

5. ჭეშმარიტება სულის შესახებ განპირობებულ მდგომარეობაში.

6. ჭეშმარიტება სულის შესახებ განთავისუფლებულ მდგომარეობაში.

7. ჭეშმარიტება ღმერთისა და მისი ენერგიების ერთდროული ერთიანობისა და განსხვავებულობის შესახებ.


თუკი ამ ჭეშმარიტებებს (სამბანდჰა-გიანას) ადამიანი შესწავლის სწორი მეთოდების დახმერებით შეისწავლის, იგი პრაქტიკას (აბჰიდეიას) შეუდგება, მაშინ ის უეჭველად მიაღწევს ცხოვრების უმაღლეს სრულყოფილებას (პრაიოჯანას).

რას წარმოადგენს ვედური ეთიკა?

ცოდნას იმ პრაქტიკის შესახებ, რომელსაც ცხოვრების უმაღლეს სრულყოფამდე მივყავართ, სანსკრიტზე ეწოდება აბჰიდეია-გიანა. ეს პრაქტიკა ორი ნაწილისგან შედგება:

1. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც წესებისა და რეგულაციების თანახმად ხორციელდება – ვაიდჰი-სადჰანა-ბჰაკტი.
2. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც ღმერთისადმი თავისუფალი, არამოტივირებული სიყვარულით ხორციელდება - რაგანუგა-სადჰანა-ბჰაკტი.

რას წარმოადგენს ვედური მეტაფიზიკა?

ცოდნას უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელიც მისაწვდომია ადამიანისთვის, სანსკრიტზე ეწოდება პრაიოჯანა-გიანა. გზა უმაღლესი სრულყოფილებისკენ ასევე ორ საფეხურად მიმდინარეობს:

1. ღმერთისადმი სიყვარულის საწყისი სტადია – ბჰავა-ბჰაკტი.
2. ღმერთის წმინდა სიყვარული – პრემა-ბჰაკტი.

ამგვარად ვედური ფილოსოფიის წვდომა რეალურ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომ ცხოვრების უმაღლეს სრულქმნას მიაღწიოს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Sep 3 2011, 12:28 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 7.

«სულიერი მოძღვრის სხვადასხვა სახეები»

რამდენი სულიერი მოძღვარი შეიძლება ჰყავდეს ადამიანს? მათი რომელი სახესხვაობები არსებობს და რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი მოსწავლესთან მიმართებაში? როგორია მათთან ურთიერთობის ეტიკეტი?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ რადგანაც უფალი სხვა სულიერი მოძღვრების გამოჩენამდე არსებობდა, მას ადიდებენ როგორც უპირველეს სულიერ მოძღვარს, მხოლოდ ის ფლობს ყველაზე მთლიან და სრულყოფილ ცოდნას. მისგან მომდინარეობს გზავნილი მისი გზააბნეული შვილებისადმი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ კვლავ დაბრუნდნენ მარადიული ნეტარების სამყაროში. ყველა დანარჩენი მასწავლებელი მისი წარმომადგენელია. მათი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ტრანსცენდენტული ცოდნა დამახინჯების გარეშე გადასცენ, იმ მიზნით, რომ განპირობებული სულები სახლში, ღმერთთან დააბრუნონ. ამიტომ მათ უწოდებენ შიკშა-გურუებს, - სულიერ მოძღვრებს (გურუ – «მძიმე», ანუ სულიერი ცოდნით სავსე), რომლებიც გადასცემენ შიკშას (სულიერ ცოდნას).
ყველა მასწავლებლის როლია – გადასცეს სულიერი ცოდნა (ამიტომ ყველანი შიკშა-გურუები არიან), და მაინც, რამდენადაც სხვადასხვა მასწავლებელი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს ამ პროცესში, მათ სხვადასხვა სახელს ეძახიან:

1. სამპრადაჲა გურუ ან ადი გურუ – მოწაფეობრივი ჯაჭვის (საპრადაჲას) დამფუძნებელი. ადი-გურუ ცოდნას უშუალოდ უზენაესი უფლისგან ღებულობს და მოსწავლეებს გადასცემს. ადი გურუს მაგალითები არიან: ბრაჰმა, შივა, კუმარები და ლაქშმი.

2. აჩარია დამფუძნებელი – სულიერი მოძღვარი, რომელიც სწავლებაში არსებულ წინააღმდეგობებს გვაშორებს თავიდან და მისიის ახალ მიმართულებას იძლევა. ასეთი სულიერი მოძღვარი არის განსაკუთრებული ერთგული, რომელსაც წარმართავს და უფლებამოსილებას აძლევს თავად უფალი. აჩარია დამფუძნებლის მაგალითებია: შრი რამანუჯა, შრი მადჰავა, და ახლო წარსულში შრილა პრაბჰუპადა. აჩარია-დამფუძნებელი – ესაა შიკშა-გურუ ყველასთვის, ვინც მას მიჰყვება. ამიტომ მისი მითითებების დარღვევა ან მისი სწავლების დამახინჯება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

3. ვარტმა-პრადარშაკა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც გზას გვიჩვენებს. ის, ვინც პირველად გვიჩვენებს სწორ გზას ღმერთისაკენ.

4. შიკშა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც იძლევა დარიგებებს წმინდა წერილების საფუძველზე.

5. დიკშა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც იძლევა ინიციაციას მოწაფეობრივ ჯაჭვში.

6. სანჲასა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც სანჲასას (განდეგილობის ინიციაციას) იძლევა.

მასწავლებლის ყველა ეს სხვადასხვა სახე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს სულიერი ცოდნის გადაცემის პროცესში. ისინი ყველანი ღმერთის უფლებამოსილებით აღჭურვილნი არიან, და მათი მეშვეობით ღმერთი თავის უსაზღვრო თანაგრძნობას ავლენს განპირობებული სულების მიმართ, ანთავისუფლებს რა უგუნურების ბორკილებისგან. ამიტომ ყველა ამ სულიერ მოძღვარს უდიდესი პატივი უნდა ვცეთ. მათდამი ზერელე ან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება სერიოზულ წინააღმდეგობას შეგვიქმნის სულიერ გზაზე. და იმის მიხედვით, თუ როგორაა განწყობილი მოსწავლე მათ მიმართ, შეიძლება ვიმსჯელოთ მის ღმერთთან ურთიერთობაზეც.

რა სახით ეხმარება ღმერთი სულს ამ მასწავლებლების მეშვეობით სულიერი ცოდნის მიღებაში?

1. თავდაპირველად ღმერთი პირადად მოძღვრავს მოწაფეობრივი ჯაჭვის დამფუძნებელს (ადი-გურუს), რომელიც ამ ცოდნას თავის მოსწავლეს გადასცემს, ის კი თავის მხრივ თავის მოსწავლეს და ა.შ... ასე გადაეცემა ეს ცოდნა მოსწავლიდან მოსწავლეზე დამახინჯების გარეშე.

2. თუკი ამ ეპოქის დამღუპველი გავლენის გამო სწავლების დამახინჯება ან არასწორად გაგება ხდება, მაშინ უფალი თავის განსაკუთრებულ ერთგულს - აჩარია-დამფუძნებელს - წარმართავს რომელიც ასწორებს სწავლებას და გვიხსნის, თუ როგორ გამოვიყენოთ იგი თანამედროვე პირობებში. ახლო წარსულში ეს ამოცანა შეასრულა მისმა ღვთაებრივმა მოწყალებამ ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადამ, წარმოგვიდგინა რა დაფარული ღვთაებრივი ცოდნა ინგლისურ ენაზე და გაავრცელა რა მთელს მსოფლიოში. წინასწარმეტყველებების თანახმად, ეს წიგნები კანონები იქნება მთელი კაცობრიობისთვის კიდევ 10 000 წლის განმავლობაში, და გულწრფელ ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ სულიერ სრულყოფას მიაღწიონ.

3. ადამიანი, რომელიც გახვეულია ამ მატერიალური სამყაროს ხლართებში, ხვდება ვარტმა-პრადარშაკა-გურუს, რომლის მეშვეობითაც უფალი გზას უჩვენებს თავისკენ და რომელთან შეხვედრაც მისი ცხოვრების შეცვლის მიზეზი ხდება.

4. შემდეგ ღმერთის მაძიებელი ადამიანი ურთიერთობას იწყებს ღმერთის ერთგულებთან, რომლებიც ასრულებენ რა შიკშა-გურუების (სულიერი მოძღვრების) როლს, ღზრდიან და მოძღვრავენ მოსწავლეს მისი ერთგულების განვითარების პროცესში.

5. ყველა შიკშა-გურუდან ის, რომლის დარიგებებიც ყველაზე მეტად შთააგონებს მოსწავლეს სულიერი განვითარებისკენ, როგორც წესი ხდება მისი დიკშა-გურუ (სულიერი მოძღვარი, რომელიც იძლევა ინიციაციას მოწაფეობრივ ჯაჭვში). ის თავის თავზე იღებს მოსწავლის გადარჩენის მოვალეობას.

6. შემდეგ მოდიან სხვა შიკშა-გურუები, რომლებიც მის აღზრდას აგრძელებენ.
რადგანაც ყველაზე მეტად ცხოვრებაში მოსწავლეს დიკშა და შიკშა-გურუსთან აქვს შეხება, სასარგებლო იქნება, თუ უფრო დაწვრილებით აღვწერთ მათ:

«…დიკშა-გურუ არის მხოლოდ ერთი, და წარმოადგენს «თავდაპირველ» ანუ «ჭეშმარიტ» სულიერ მოძღვარს. შიკშა-გურუ შეიძლება იყოს ბევრი, - ისინი ამაგრებენ დიკშა-გურუს მოძღვრებებს, და დაქვემდებარებულ როლს ასრულებენ. შიკშა-გურუები თითქოს დიკშა-გურუს ორეულები არიან (მისი სხეულის ნაწილები და წარმომადგენლები) და მჭიდროდ თანამშრომლობენ მასთან. მათი ფუნქციაა – მიიყვანონ პოტენციური მოსწავლე დიკშა-გურუსთან. დიკშა-გურუსაც ასევე შეუძლია დამრიგებლის როლი ითამაშოს, მაგრამ ეს აუცილებელი არაა.

განსხვავებები დიკშა- და შიკშა-გურუს შორის განისაზღვრება იმით, თუ რა მოვალეობებს ასრულებენ ისინი, თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა გახდეს მიზეზი სხვების დამცირების არაჯანსაღი მიწიერი მიდრეკილებისა. ამიტომ მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს მასწავლებლებს ისევე, როგორც თავის დიკშა-გურუს. მოსწავლემ უნდა ისწავლოს იმის დანახვა, რომ ერთი დიკშა-გურუს და მრავალი შიკშა-გურუს ფორმაში მის წინ თავად უზენაესი უფალი ვლინდება. ამაში მდგომარეობს მათი ერთიანობა. ამავე დროს ისე, რომ არ უარყოს მათი ონტოლოგიური თანასწორობა, უნდა იცოდეს, რომ ყოველი მათგანი თავის ფუნქციებს ასრულებს».
(შივარამა სვამი წიგნში «შიკშა-გურუ»)

როგორ უნდა ავირჩიოთ სწორად სულიერი მოძღვარი?

«დიკშა-გურუს არჩევა – ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია მოსწავლის ცხოვრებაში. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევანს სრული სერიოზულობით მოვეკიდოთ. ნაჩქარევი სწრაფვა გურუსკენ შეიძლება ძალიან მერყევი საყრდენი აღმოჩნდეს მასთან ურთიერთობაში, სულიერი მოძღვრის ისეთ არჩევასთან შედარებით, რომელსაც დიდხანს ვუსმენთ და რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს. რადგანაც ყველა განპირობებული სულისთვის დამახასიათებელია შეცდომების დაშვების ტენდენცია, საჭიროა ჩვენი არჩევანი დიდი სიფრთხილით გავაკეთოთ, წმინდა წერილების დარიგებებზე დაყრდნობით. საწყისი მიჯაჭვულობა შეიძლება დააბინძურონ სხვადასხვა მიწიერმა წარმოდგენებმა, ამიტომ იგი ვერ იქნება ერთადერთი საყრდენი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასეთი მეორეხარისხოვანი ფაქტორების მაგალითი, რომელზეც შეიძლება დამახინჯებული მიჯაჭვულობა შეიძლება ემყარებოდეს, შეიძლება იყოს ურთიერთობის მეგობრული მანერა, პიროვნული მომხიბვლელობა, გურუს ქარიზმა, მისი ნიჭი (მაგალითად ლამაზად სიმღერის ნიჭი) ან გონებამახვილური ლექციები. სულიერი მოძღვრის არჩევისას საჭიროა უპირველეს ყოვლისა შევხედოთ იმას, თუ რამდენად მიჰყვება იგი თავად საკუთარ გურუს და აჩარია-დამფუძნებელს. გარეგნულ თვისებებზე დამყარებულ მიჯაჭვულობას არ აქვს სულიერი საფუძველი და შეიძლება დიდი ხნით გახდეს მოსწავლისათვის სირთულეების მიზეზი».

რა შემთხვევაში შეუძლია მოსწავლეს სულიერ მოძღვარზე უარის თქმა?

სულიერი მოძღვარი შეიძლება უარვყოთ, თუკი ის ეცემა საკუთარი გრძნობებისადმი აყოლის გამო, ხდება მაიავადი (საკუთარ თავს ღმერთად აცხადებს) ან შეურაცხყოფას აყენებს ღმერთისადმი მინდობილ ადამიანებს. გურუზე უარი უნდა ვთქვათ ასევე მაშინ, როცა ის სულელურ ქმედებებს სჩადის და ამ დროს ერთგულის ნიღბის ქვეშ იმალება.

თუკი მოსწავლე უარს ამბობს დიკშა-გურუზე ნებისმიერი სხვა მიზეზით, ის სერიოზულ შეურაცხყოფას სჩადის, რაც მის დაცემას გამოიწვევს. მანამ, სანამ სულიერ მოძღვარზე უარს იტყვის, მოსწავლე თავდაპირველად უფროს ერთგულებთან უნდა მივიდეს, ცნობიერების მორჩილი მდგომარეობით თავისი ეჭვი გაუზიაროს და რჩევა ჰკითხოს.

ამგვარად უზენაესი უფალი სხვადასხვა სულიერი მოძღვრის მეშვეობით ეხმარება განპირობებულ სულს ცხოვრების უმაღლესი სრულყოფის მიღწევაში.

ვინაა ეს უზენაესი უფალი, რომელიც ყველაზე სრულყოფილ ცოდნას ფლობს? პიროვნებაა იგი თუ უპიროვნოა?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   ვედური ფილოსოფია   May 24 2011, 04:48 PM
Atman   გაკვეთილი 1 “გზა სა...   Jun 1 2011, 05:43 PM
Atman   სადაა დამალული ადა...   Jun 3 2011, 03:45 PM
Atman   რაღაც ტექსტებს გამ...   Jun 29 2011, 05:34 PM
kate   Atman აინტერესებს ვინ...   Jun 30 2011, 04:13 AM
Atman   kate კარგი იქნება თუ ...   Jun 30 2011, 05:28 AM
Emigranti   პარამატმას (ზესული...   Jun 30 2011, 12:17 PM
Atman   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:35 PM
mata   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:39 PM
Atman   ისევ სურვილების ას...   Jul 2 2011, 02:16 PM
Atman   გონების გაფანტულო...   Jul 3 2011, 07:15 AM
Atman   Желание властвовать (3 წუთ...   Jul 4 2011, 09:13 PM
Existence   რა ქენი წაიკითხე ი...   Jul 7 2011, 08:26 PM
Atman   ვაგრძელებ ტექსტებ...   Aug 7 2011, 10:21 AM
Atman   გაკვეთილი 3. «როგორ...   Aug 7 2011, 10:26 AM
mata   Atman ეს ყველაფერი რო...   Aug 7 2011, 10:34 AM
Atman   mata ეს ყველაფერი რომ...   Aug 7 2011, 10:50 AM
mata   Atman ეს ვედური ფილოს...   Aug 7 2011, 11:09 AM
Atman   mata რა თქმა უნდა ეს ე...   Aug 7 2011, 11:19 AM
mata   Atman და რა უნდა ერქვა...   Aug 7 2011, 11:32 AM
Atman   ეჰ, ყველას თავისი თ...   Aug 7 2011, 12:04 PM
mata   და რამ გაყო ერთმან...   Aug 7 2011, 12:30 PM
Atman   mata ეს იგივეა ეხლა რ...   Aug 7 2011, 12:49 PM
mata   მემგონი არაფერი უნ...   Aug 7 2011, 12:58 PM
Atman   mata მემგონი არაფერი ...   Aug 7 2011, 01:03 PM
mata   შეცდომა არ დაგიშვი...   Aug 7 2011, 01:08 PM
Atman   გაკვეთილი 4. «ჭეშმა...   Aug 9 2011, 06:23 PM
Atman   გაკვეთილი 5 «ვედურ...   Aug 9 2011, 06:28 PM
Existence   [size=3]Дзен. Махапхарата [url=ht...   Aug 11 2011, 10:17 PM
Atman   გაკვეთილი 6. «მოსწა...   Aug 30 2011, 03:53 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:24 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:28 PM
Atman   გაკვეთილი 8. «კურსი...   Sep 13 2011, 08:45 PM
Atman   გაკვეთილი 9. [b]«ბჰაგ...   Sep 13 2011, 08:58 PM
Atman   გაკვეთილი 10. «კრიშნ...   Sep 14 2011, 05:01 AM
Atman   გაკვეთილი 11. «კრიშნ...   Sep 14 2011, 07:15 PM
Atman   გაკვეთილი 12. «კრიშნ...   Jan 3 2012, 06:51 AM
Atman   [b]გაკვეთილი 13 [i][b]«ჰა...   Jan 3 2012, 06:12 PM
Atman   გაკვეთილი 14 [b]«უფალ...   Jan 5 2012, 07:28 PM
kate   Atman 2. უარყოფა იმისა, ...   Jan 6 2012, 07:05 AM
Atman   kate ეს მეცამეტე გაკვ...   Jan 6 2012, 07:20 AM
Atman   გაკვეთილი 15. [b]«კრიშ...   Jan 9 2012, 07:25 PM
Atman   მოკლედ ბევრი ვიფიქ...   Jan 10 2012, 08:42 AM
narilla   აბსოლუტის/პირველმ...   Jul 12 2012, 03:12 PM
Adidas   narilla კატაფატიკური/დ...   Jul 12 2012, 04:41 PM
narilla   ღმერთის შემეცნები...   Jul 12 2012, 07:18 PM
Adidas   narilla უპანიშადები ძა...   Jul 12 2012, 07:31 PM
narilla   გავეცნობი :good:   Jul 12 2012, 07:57 PM
MaH_AtMa   Atman თუ იცი, ინდოეთში ...   Jul 20 2012, 04:37 AM
Adidas   MaH_AtMa თუ იცი, ინდოეთშ...   Jul 20 2012, 05:45 AM
narilla   ატმან, უპანიშადები...   Aug 29 2012, 05:16 PM
Atm@n   narilla „დარნაშას“ უწო...   Aug 29 2012, 06:38 PM
narilla   narilla დარნაშა არა, და...   Aug 29 2012, 08:29 PM
Atm@n   Почему Кришна черный? Этот ...   Dec 16 2012, 01:17 PM
Atm@n   თბილისის აშრამში ჩ...   Dec 25 2012, 09:07 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th May 2024 - 02:57 PM