![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
WHITE soul ![]() Group: Members Posts: 9 Joined: 23-December 10 Member No.: 6,336 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
როგორ აღიქმება ეზოთერულად თვითმკვლელობა ? როგორ ისჯება თვითმკვლელი სული და შემდეგ ცხოვრებაში რა კოსმიური გამოცდების ჩაბარება უწევს ?
|
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() GREEN soul ![]() Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ძალიან საინეტერსოდ ეწერა ჰერმან ჰესეს თვითმკვლელობაზე და თვითმკვლელებზე, როცა "ტრამალის მგელს" ვკითხულობდი, მართლა საინტერესო მეტაფიზიკურ განმარტებას წავაწყდი და ვეთანხმები კიდეც:
"უდაოდ ცდებიან, როცა თვითმკვლელს მხოლოდ იმ ადამიანს უწოდებენ, ვინც თავად ისწრაფავს სიცოცხლეს. თვითმკვლელებს შორის ბლომად არიან ისეთებიც, თვითმკვლელობას შემთხვევით რომ სჩადიან, რადგან საკუთარ თავზე ხელის აღმართვა არ გამომდინარეობს მათი შინაგანი ბუნებიდან. ...ასობით, ათასობით უგერგილო და უნიათო ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, მაგრამ ისინი თავისი ხასიათითა თუ რწმენით სრულიადაც არ მიეკუთვნებიან თვითმკვლელთა რიცხვს. ბევრი ადამიანი კი, _ და ასეთია ჭეშმარიტ თვითმკვლელთა უმრავლესობა _ საკუთარი ხელით არასოდეს მოისწრაფავს სიცოცხლეს. "თვითმკვლელისთვის" სულაც არაა აუცილებელი სიკვდილთან უშუალო სიახლოვე. მეტაფიზიკური მიდგომის დროს "თვითმკვლელები" თავისი მარტოსულობის წყალობით დანაშაულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანებად წარმოგვიდგებიან. მათი სულიერი სწრაფვის მიზანს საკუთარი თავის სრულყოფა და დახვეწა აღარ შეადგენს. ისინი ახლა თვითგანადგურებას ლამობენ და დედაბუნებასთან, ღმერთთან, კოსმოსთან კვლავშერწყმას ელტვიან. "თვითმკვლელების" უმრავლესობას არ შესწევს უნარი ოდესმე მართლა მოისწრაფოს სიცოცხლე, რადგან შეგნებაში ღრმადა აქვს გამჯდარი, რა დიდი ცოდვაა ეს. მაგრამ, ვინაიდან ეს ადამიანები მზად არიან საკუთარი თავი გასწირონ, მოსპონ და კვლავ დაუბრუნდნენ პირველსაწყისს, ამიტომ ჩვენ მათ მაინც თვითმკვლელებად ვთვლით." მე პირადად სიმართლის მარცვალი ნამდვილად ვიპოვე... ![]() -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 18th June 2024 - 04:06 PM |