რეინკარნაცია, გჯერათ? |
რეინკარნაცია, გჯერათ? |
Apr 5 2007, 12:22 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გჯერათ თუ არა რეინკარნაციის? თუ კი მაინტერესებს თქვენი აზრი თუ რატომ, თუ არა მაინც მაინტერესებს )
(მაგარი სმაილია) -------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Apr 25 2007, 10:52 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არა მგონია შესაძლებელი იყოს ფიქრით წარსული ცხოვრებების გახსენება . შემოქმედი ძალა, კოსმოსი ამაზე სათანადოდ ზრუნავს რომ არ გვახსოვდეს და ეს ჩვენთვის არის კარგი რომ ნაკლებად ვიყოთ წინა გამოცდილებებისგან დაგრუზული, თუმცა ეს წინა ცხოვრების გამოცდილება ჩვენში ქვეცნობიერად არსებობს, რადგან რეინკარნაციის მიზანი ანუ უმაღლესი ჭეშმარიტებაც ხომ ეს არის - ახალ-ახალი დაბადებებით ადამიანმა მოახდინოს საკუთარი თავის სრულყოფა და გააგრძელოს იმ წერტილდან საიდანაც მისი წინა ცხოვრება შეწყდა.....და ის დადებითი მიღწევები, ჩვენი სრულყოფა სხვადასსხვა ცხოვრებებიდან ასე რომ ვთქვათ ილექება, საფუძვლად ედება ჩვენს ახალ ცხოვრებას, რაც განაპირობებეს ჩვენს, ხასიათს, ბუნებას და ა.შ.
როგორც ცნობილია რეინკარნაცია დაუსრულებლად არ გრძელდება, როცა ადამიანი მოახერეხებს სრულყოფას, დედამიწაზე არსებობის პერიოდში მიაღწევს არსებობის მაღალ ცნობიერებას, იგი ამ ცოდვილ დედამიწაზე აღარ დაიბადება (ან თავისი სურვისამებრ განსხეულდება და მაგ: კაცობრიობის წინამძღოლად მოევლინება დედამიწას, ასეთი იყო ქრისტე ჩემი წარმოდგენით - სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც უკვე უფლება ჰქონდა უმაღლესი გონის, შემოქმედი ძალის სახელით ელაპარაკა ) და უფრო მაღალ მატერიებში განაგრძობს არსებობას. ეს მატერიები როგორია კი უკვე ჩემი ადამიანური ბუნება ჯერჯერობით ვერ წვდება ძალიან მაინტერესებს ეს საკითხები და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე მიმიღებთ? -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 05:19 PM |