IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> გზა შინისაკენ, ამერიკელი იოგის ავტობიოგ
Atman
post Oct 15 2011, 10:47 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა










წიგნის ოფიციალური საიტი:
http://www.thejourneyhomebook.com/

მცირე ვიდეოები ამ წიგნის შესახებ:

http://www.youtube.com/watch?v=6KuW1Uz5jKc
http://www.youtube.com/watch?v=Byse_tDqPVY
http://www.youtube.com/watch?v=spMjvvrfW9U

აქ რადჰანათჰა სვამი თავის ახალგაზრდობას იხსენებს smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=fL9pee5MsqA...feature=related


ამ წიგნის აუდიო-ვერსია (რუსულ ენაზე):

http://www.dxarma.ru/2010/03/16/audiokniga...vie-domojj.html
http://www.blagoda.com/audio/3178.html

(სამწუხაროდ წიგნის აუდიო-ვერსია ბოლომდე ჯერ არაა გამოსული, თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილია და გირჩევთ მოუსმინოთ)


მე კი, თქვენი მონა-მორჩილი, ან ამ წიგნის საინტერესო მონაკვეთებს შემოგთავაზებთ ქართული თარგმანით, ან თუ სურვილი გექნებათ თავიდანვე მივყვები და ნელ-ნელა ვთარგმნი (ოღონდ არ ვიცი რამდენად მალე გამომივა და დავასრულებ თუ არა საერთოდ...)

დავიწყებ ავტორის ბოლოსიტყვაობით:


"მთელი ეს წლები მრავალი ადამიანი დაჟინებით მარწმუნებდა, რომ გამომექვეყნებინა ეს ისტორია. მე ვეწინააღმდეგებოდი, რადგანაც ცუდ ტონად ვთვლიდი წიგნების წერას საკუთარ თავზე. მაგრამ მოულოდნელად მოხდა შემთხვევა, რომელმაც ჩემი გადაწყვეტილების გადახედვა მაიძულა. 2005 წლის მაისში დამირეკა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ბჰაკტი ტირთჰა სვამიმ. იგი სასიკვდილოდ იყო ავად და ჩემი ნახვა უნდოდა. ბჰაკტი ტირთჰა სვამი წარმოშობით აფრო-ამერიკელი იყო; მან რთული გზა გაიარა კლივლენდის გეტოდან პლანეტის ყველაზე ცნობილი ადამიანების სულიერ მოძღვრობამდე: მათ შორის იყვნენ ნელსონ მანდელა, მუჰამედ ალი და ელის კოლტრეინი.

მე ჩავედი ფერმაში, პენსილვანიაში, სადაც მცირე სხლში კვდებოდა ბჰაკტი ტირთჰა სვამი. იგი საწოლზე იწვა, შემომხედა და სხივმფენი ღიმილით მითხრა: "მე მინდა შენს ხელებში მოვკვდე. გთხოვ, დარჩი ჩემთან ბოლომდე." შემდგომი ორი თვის განმავლობაში მის საწოლთან ვიჯექი, სულიერ საიდუმლოებებზე და სასწაულებზე ვსაუბრობდით და სხვადასხვა ისტორიას ვუკითხავდი წმინდა სანსკრიტული წერილებიდან.

ბჰაკტი ტირთჰა სვამიზე უკეთ არავინ მიცნობდა. იგი გარკვეული იყო ჩემი სულიერი ძიების ყველა წვრილმანში და იცოდა ჩემი ეჭვების შესახებ წიგნის დაწერის თაობაზე. ერთ დღეს, თვალებშI მიყურებდა და ისე მითხრა: "ეს შენი ისტორია არაა. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ წაიყვანა ღმერთმა ერთი ყმაწვილი გასაოცარ მოგზაურობაში იმ საიდუმლოებების საძებნელად, რომლებიც ყველა ჩვენგანშია. ნუ იქნები ძუნწი. გაუზიარე სხვებსაც, რაც შენ გებოძა." მას ხმა ჩაუწყდა და ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან. "პირობა მომეცი, - მითხრა მან, - აქ, ჩემს სასიკვდილო სარეცელთან, რომ გამოაქვეყნებ ამ ისტორიას". რამდენიმე დღის შემდეგ, 2005 წლის 27 ივნისს, მან დატოვა ეს სამყარო. ეს წიგნი ჩემი მცდელობაა მისი უკანასკნელი სურვილის შესრულებისა."


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Oct 15 2011, 11:02 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავიწყებ სხვადასხვა ცნობილ პიროვნებებთან შეხვედრებით:

შეხვედრა კრიშნამურტისთან

"იმავე საღამოს მე და ბჰკუ ვივეკანანდა მსოფლიოში განთქმული მწერლის და ორატორის - ჯიდუ კრიშნამურტის ლექციას დავესწარით. შევედით და მეორე რიგში დავჯექით. პანდალი მალე გაივსო ხალხით, და ჩვენს გვერდით სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი დაჯდა. მას ერქვა დილიპი. "გინდათ დოქტორ კრიშნამურტიზე მოგიყვეთ? - შემოგვთავაზა მან. - ის ჩემი მასწავლებელია".

"რა თქმა უნდა", - ვუპასუხეთ ჩვენ.

დილიპმა ფეხები გადააჯვარედინა, სკამიზ საზურგეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. კრიშნამურტი დაიბადა სამხრეთ ინდოეთში 1895 წელს. როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მას ყურადღება მიაქცია ცნობილმა ნათელმხილველმა ჩარლზ ლედბიტერმა. ლედბიტერმა და ანნა ბეზანტმა, რომელიც იმ დროს თეოსოფიურ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, განაცხადეს, რომ ეს ბავშვი - "ჭურჭელია" სამყაროს იმავე მასწავლებლისა, რომელიც კაცობრიობას ქრისტეს მეშვეობით მიმართავდა. ანნა ბეზანტი დაეხმარა ყმაწვილს, რომ ინგლისში მიეღო განათლება და მთელს მსოფლიოში თან ატარებდა მას. ათასობით ადამიანმა მიიღო იგი როგორც ახალი მესია და მის გარშემო შექმნილ ვარსკვლავის ორდენში შედიოდნენ. ოცდაშვიდი წლის ასაკში კრიშნამურტიმ ოფიციალურად მიიღო გასხივოსნებული მასწავლებლის ტიტული. იმ დროისთვის მას უკვე სამოციათასზე მეტი ორდენის წევრი ეთაყვანებოდა.

დილიპი ჩვენსკენ გადმოიხარა: "მაგრამ 1929 წელს მან უარი თქვა მასწავლებლის მდგომარეობაზე, დაშალა თავისი რელიგიური მოძრაობა და..."
უეცრად ყველა წამოდგა და სცენაზე ახლადგამოჩენილ კრიშნამურტის მიესალმა. ეს იყო უზადოდ ჩაცმული სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, არა მაღალი და გამხდარი. მას ეცვა პიჯაკი ნერუს სტილში და ფართე შარვალი. სუფთად გაპარსულ სახეს მოხუცებულობის ნაოჭები უფარავდა, ხოლო ჭაღარა თმა მეცნიერს ამსგავსებდა. იგი ბრწყინვალე ინგლისურით მიესალმა შეკრებილებს. მისი თვალები ენთუზიაზმს და კეთილგანწყობას ასხივებდა.

მოკლედ, საკმაოდ მალე იგი გადავიდა რევოლუციურ მოწოდებებზე: "ინდოეთში მეტისმეტად ბევრი გურუა. ისინი გვკარნახობენ, რა ვაკეთოთ, რაზე ვიფიქროთ და რით დავკავდეთ. ისინი - დიქტატორები არიან." ხალხი სუნთქვაშეკრული უსმენდა მას. "ჭეშმარიტება - ეს ამოუცნობი ქვეყანაა, ხოლო იოგა, თავისი სუნთქვითი და გიმნასტიკური ვარჯიშებით - მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოსომატური აკრობატიკაა. აშრამები და მონასტრები - საკონცენტრაციო ბანაკებია ჭკუისათვის." მან პაუზა გააკეთა და პირდაპირ მე შემომხედა: "და თუ თქვენ ჩამოგიყალიბდათ მედიტაციის რაღაც სისტემა, ეს უკვე მედიტაცია აღარაა, არამედ სრული უაზრობა და დროის ტყუილად ფლანგვაა."

კრიშნამურტიმ ასეთი იგავი მოყვა. ერთხელ ეშმაკი თავის მეგობართან ერთად სეირნობდა. მათ წინ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. უცებ ის დაიხარა და გზიდან რაღაც მბრწყინავი საგანი აიღო. მეგობარი მიბრუნდა ეშმაკისკენ და ჰკითხა, თუ რა იყო ეს. ეშმაკმა უპასუხა:

"მან ჭეშმარიტება იპოვა".
"ცუდადაა შენი საქმე!"
"სულაც არა, - მშვიდად უპასუხა ეშმაკმა. - მე დავეხმარები, რომ ამ ჭეშმარიტებას მოწესრიგებული სახე მისცეს."

იმისათვის, რომ ხაზი გაესვა თავისი მომდევნო აზრისთვის, კრიშნამურტიმ თვალები დახუჭა და სპეციალურად ნელა, თვითოეულ სიტყვაზე მახვილით გაიმეორა:
"ჩვენ საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილება. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, როცა ჩვენს ცხოვრებაში ამდენი თავსმოხვეულია? ჩვენ წლობით ვმუშაობთ და უაზროდ, სიცარიელეში ვცხოვრობთ..."

იგი წინ დაიხარა: "ვერც ერთი ორგანიზაცია და ვერც ერთი რელიგია ვერ მოგვიტანენ გასხივოსნებას. თქვენ ვერ მოიპოვებთ მას ვერც რომელიმე დოგმით, ვერც მღვდელმსახურებით ან რიტუალებით, ვერც ფილოსოფიის შესწავლით და ვერც ფსიქოლოგიური პრაქტიკებით. გასხივოსნება საკუთარ ჭკუაში უნდა ვეძებოთ, დავაკვირდეთ რა მის მუშაობას. ეს მოდის ჭვრეტის მეშვეობით და არა ინტელექტუალური ანალიზით ან ლოგიკური ჭკუისმიერი მსჯელობებით."

მე შეძრული ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ლექცია ჩემს მეგობარ ბჰიკუ ვივეკანანდაზე. ის ხომ გურუ იყო მრავალი ათასი ბერისათვის, რომლებიც მონასტერში ცხოვრობდნენ მკაფიო სტრუქტურით და განრიგით და მედიტაციასა და რიტუალებს სწავლობდნენ მისგან. მე დავიხარე მისკენ და ჩავჩურჩულე: "ბჰიკუ, ის უარყოფს ყველაფერს, რასაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით. როგორი მოსასმენია ეს თქვენთვის?"

ბჰიკუს გაუკვირდა ჩემი კითხვა, ფართოდ გაახილა თვალები და თქვა: "ის ყველაფერს სწორად ამბობს!"

მე განცვიფრებულმა შევეკითხე: "და რას აპირებთ ამის შემდეგ ბჰიკუ?"

უცებ ის ძალიან სერიოზული გახდა: "მე კარგად უნდა გავიაზრო მოსმენილი".

შემდგომ დღეებში კრიშნამურტის კიდევ რამდენიმე ლექციას დავესწარით, რომლებზეც იგი გასაოცარი თავდაჯერებულების და რკინის ლოგიკის დემონსტრირებას ახდენდა. იგი სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ კიტხვას და გააბათილოს ნებისმიერი არგუმენტი, მაგრამ ამასთან ერთად პირად ურთიერთობაში რბილ, კეთილ და ჭკუამახვილობით გამორჩეულ პიროვნებად რჩებოდა. მე ჩავუფიქრდი მის სწავლებას. აღმოსავლეთის წმინდა წერილები სავსეა გასხივოსნებული წმინდანების მაგალითებით, რომლებიც თავისი რელიგიის მცნებებს და თავიანთი გურუების დარიგებებს შეუპოვრად მიჰყვებოდნენ. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკუგდება მხოლოდ იმის გამო, რომ კრიშნამურტიმ ასე თქვა? ამასთან ჩემში ცხარე გამოძახილი ჰპოვა მისმა აზრმა იმის შესახებ, რომ სულიერი ცხოვრებისთვის მიუღებელია ზედაპირული დამოკიდებულება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად. და თუკი ზედმეტად გავერთობით სულიერი ცხოვრების გარეგნული მხარით, შეიძლება მისი მთავარი მიზანი - გულის გაწმენდა - დაგვავიწყდეს.

მოგვიანებით, როცა ბჰკუსთან ერთად პიპალის ხის ჩრდილში ვიჯექი, ვკითხე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა მომავალში.
"დიახ, რიჩარდ, - მიპასუხა მან. - მე დავბრუნდები ტაილანდში, ჩემს მონასტერში."

"მართლა? - გამიკვირდა მე - მე კი ვფიქრობდი, რომ კრიშნამურტის მიმდევარი გახდებოდით".

ბჰიკუმ ჩაფიქრებულმა შორს გაიხედა, შემდეგ კი უეცრად თქვა:
"დიახ, მე მივყვები მისტერ კრიშნამურტის დარიგებებს, - მის ტუჩებზე ცელქური, ბავშვური ღიმილი ათამაშდა. - გინდა გითხრა, როგორ?"
"რა თქმა უნდა!"
"მე უარვყოფ იმ მასწავლებლის სწავლებას, რომელიც ყველა მასწავლებლის და მათი სწავლებების უარყოფას მოგვიწოდებს", - ღიმილით, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ტაილანდური აქცენტით მიპასუხა მან.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   გზა შინისაკენ   Oct 15 2011, 10:47 AM
Atman   დავიწყებ სხვადასხ...   Oct 15 2011, 11:02 AM
Atman   შეხვედრა დედა ტერე...   Oct 15 2011, 11:08 AM
Atman   შეხვედრა დალაი-ლამ...   Oct 15 2011, 11:16 AM
Atman   შეხვედრა მუსულმან...   Oct 15 2011, 11:21 AM
Atman   რას მეტყვით ფორუმი...   Oct 15 2011, 12:16 PM
Atman   მოკლედ გადავწყვიტ...   Oct 15 2011, 03:00 PM
Atman   [u]ნაწილი პირველი [size...   Oct 15 2011, 05:56 PM
Atman   *** ჩემი მშობლები, ჯე...   Oct 16 2011, 08:36 AM
Atman   ცხოვრების აზრის ძი...   Oct 18 2011, 06:11 AM
Atman   მე მხურვალედ თანავ...   Oct 18 2011, 04:21 PM
Atman   მე და ჩემი მეგობრე...   Oct 18 2011, 05:40 PM
Atman   *** ჰარი ლისი, რომელთ...   Oct 19 2011, 08:23 AM
Atman   კოლეჯში შავკანიან ...   Oct 19 2011, 08:54 AM
Atman   “ძალადობა იმ ბოროტ...   Oct 19 2011, 11:59 AM
Atman   სასწავლო წელი დასრ...   Oct 19 2011, 02:08 PM
Atman   თავი მეორე ჩემი გა...   Oct 20 2011, 04:16 PM
Barmalei   Atman თავიდან უფრო სა...   Oct 20 2011, 04:44 PM
Atman   Barmalei თავიდან უფრო ს...   Oct 20 2011, 04:50 PM
Atman   *** ჩვენი პირველი ევ...   Oct 20 2011, 06:04 PM
Atman   ავტორის კიდევ ერთი...   Oct 20 2011, 07:19 PM
Atman   რადჰანათჰა სვამი თ...   Oct 20 2011, 09:12 PM
Atman   ეს პირველ პოსტში დ...   Oct 24 2011, 02:56 PM
Atman   ჩვენი მოგზაურობა გ...   Oct 24 2011, 05:07 PM
Atman   კონცერტის შემდეგ მ...   Oct 24 2011, 07:58 PM
Fee   Atman კიდევ ერთი საინ...   Oct 24 2011, 08:16 PM
Atman   Fee :kiss1:   Oct 24 2011, 08:31 PM
Atman   ლონდონში მე და ჰარ...   Oct 24 2011, 08:59 PM
Atman   *** ბორანით ლა-მანში ...   Oct 25 2011, 09:47 AM
Atman   რამდენიმე დღეში რა...   Oct 25 2011, 04:46 PM
Atman   თავი მესამე ფლორე...   Oct 25 2011, 05:51 PM
Atman   ვისაც ეს თემა დაგა...   Oct 26 2011, 06:21 AM
Lashapoli   Радханатха Свами - Путешест...   Nov 15 2011, 10:56 PM
Atman   ამ წიგნის მხოლოდ მ...   Jan 2 2012, 06:56 AM
Τρισμέγιστος   Atman ანუ, რომანის ფორ...   Jan 3 2012, 11:15 AM
Atman   Τρισμέγιστος ანუ, რომა...   Jan 3 2012, 12:32 PM
Atman   კიდევ ერთი საინტერ...   Jan 4 2012, 09:59 AM
Atman   კიდევ ერთი საინტერ...   Jan 9 2012, 08:45 PM
Atman   მოკლედ ბევრი ვიფიქ...   Jan 10 2012, 08:42 AM
earth   Atman ამ დილით გადავწ...   Jan 11 2012, 12:32 AM
LAIRA   :(   Jan 11 2012, 12:34 AM
td.........   ანუ აქ რაც არ უნდა დ...   Jan 11 2012, 01:56 AM
tikoroma   ლინკი ატმანისგან h...   Feb 8 2012, 10:33 AM
tikoroma   http://vedamedia.ru/duhovnye-uchiteli/radh...ozhd-...   Mar 23 2012, 11:55 PM
LAIRA   ესე იგი არსადაც არ ...   Mar 24 2012, 02:44 AM
Zeus   ესეთი წიგნები ერთ ...   Mar 25 2012, 08:47 PM
Atm@n   http://www.youtube.com/watch?v=AEuAC-_cbbc...B73C2...   Nov 30 2012, 11:43 PM
Existence   მართლა კაი წიგნია   Dec 1 2012, 02:37 PM
anima mundi   Atm@n ეს ის ჭკუაა მე რ...   Dec 2 2012, 01:38 AM
Atm@n   ამ წიგნში ჩემთვის ...   Dec 2 2012, 08:08 AM
earth   Atm@n ამ კვირა დილას ს...   Dec 2 2012, 09:22 AM
Atm@n   earth :kiss1: თუ ვინმეს უ...   Dec 2 2012, 10:32 AM
Fee   აუ როგორ მომწონს ე...   Dec 8 2012, 04:51 PM
anima mundi   ჩემი ამპარტავნება ...   Dec 8 2012, 05:27 PM
Atm@n   anima mundi არ მჭირდება ა...   Dec 8 2012, 07:45 PM
anima mundi   Atm@n ცხოვრება ჯობია ...   Dec 8 2012, 11:38 PM
Atm@n   anima mundi ცხოვრება ჯობ...   Dec 9 2012, 07:42 AM
ano   მე აუდიო წიგნს მოვ...   Feb 27 2013, 12:58 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 6th June 2024 - 05:18 PM