![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
VIOLET soul ![]() Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() წიგნის ოფიციალური საიტი: http://www.thejourneyhomebook.com/ მცირე ვიდეოები ამ წიგნის შესახებ: http://www.youtube.com/watch?v=6KuW1Uz5jKc http://www.youtube.com/watch?v=Byse_tDqPVY http://www.youtube.com/watch?v=spMjvvrfW9U აქ რადჰანათჰა სვამი თავის ახალგაზრდობას იხსენებს ![]() http://www.youtube.com/watch?v=fL9pee5MsqA...feature=related ამ წიგნის აუდიო-ვერსია (რუსულ ენაზე): http://www.dxarma.ru/2010/03/16/audiokniga...vie-domojj.html http://www.blagoda.com/audio/3178.html (სამწუხაროდ წიგნის აუდიო-ვერსია ბოლომდე ჯერ არაა გამოსული, თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილია და გირჩევთ მოუსმინოთ) მე კი, თქვენი მონა-მორჩილი, ან ამ წიგნის საინტერესო მონაკვეთებს შემოგთავაზებთ ქართული თარგმანით, ან თუ სურვილი გექნებათ თავიდანვე მივყვები და ნელ-ნელა ვთარგმნი (ოღონდ არ ვიცი რამდენად მალე გამომივა და დავასრულებ თუ არა საერთოდ...) დავიწყებ ავტორის ბოლოსიტყვაობით: "მთელი ეს წლები მრავალი ადამიანი დაჟინებით მარწმუნებდა, რომ გამომექვეყნებინა ეს ისტორია. მე ვეწინააღმდეგებოდი, რადგანაც ცუდ ტონად ვთვლიდი წიგნების წერას საკუთარ თავზე. მაგრამ მოულოდნელად მოხდა შემთხვევა, რომელმაც ჩემი გადაწყვეტილების გადახედვა მაიძულა. 2005 წლის მაისში დამირეკა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ბჰაკტი ტირთჰა სვამიმ. იგი სასიკვდილოდ იყო ავად და ჩემი ნახვა უნდოდა. ბჰაკტი ტირთჰა სვამი წარმოშობით აფრო-ამერიკელი იყო; მან რთული გზა გაიარა კლივლენდის გეტოდან პლანეტის ყველაზე ცნობილი ადამიანების სულიერ მოძღვრობამდე: მათ შორის იყვნენ ნელსონ მანდელა, მუჰამედ ალი და ელის კოლტრეინი. მე ჩავედი ფერმაში, პენსილვანიაში, სადაც მცირე სხლში კვდებოდა ბჰაკტი ტირთჰა სვამი. იგი საწოლზე იწვა, შემომხედა და სხივმფენი ღიმილით მითხრა: "მე მინდა შენს ხელებში მოვკვდე. გთხოვ, დარჩი ჩემთან ბოლომდე." შემდგომი ორი თვის განმავლობაში მის საწოლთან ვიჯექი, სულიერ საიდუმლოებებზე და სასწაულებზე ვსაუბრობდით და სხვადასხვა ისტორიას ვუკითხავდი წმინდა სანსკრიტული წერილებიდან. ბჰაკტი ტირთჰა სვამიზე უკეთ არავინ მიცნობდა. იგი გარკვეული იყო ჩემი სულიერი ძიების ყველა წვრილმანში და იცოდა ჩემი ეჭვების შესახებ წიგნის დაწერის თაობაზე. ერთ დღეს, თვალებშI მიყურებდა და ისე მითხრა: "ეს შენი ისტორია არაა. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ წაიყვანა ღმერთმა ერთი ყმაწვილი გასაოცარ მოგზაურობაში იმ საიდუმლოებების საძებნელად, რომლებიც ყველა ჩვენგანშია. ნუ იქნები ძუნწი. გაუზიარე სხვებსაც, რაც შენ გებოძა." მას ხმა ჩაუწყდა და ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან. "პირობა მომეცი, - მითხრა მან, - აქ, ჩემს სასიკვდილო სარეცელთან, რომ გამოაქვეყნებ ამ ისტორიას". რამდენიმე დღის შემდეგ, 2005 წლის 27 ივნისს, მან დატოვა ეს სამყარო. ეს წიგნი ჩემი მცდელობაა მისი უკანასკნელი სურვილის შესრულებისა." -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
VIOLET soul ![]() Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
შეხვედრა დალაი-ლამასთან
![]() რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და ჩემი მზერა დალაი-ლამას შეხვდა. სათვალეებს მიღმა მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები მოჩანდა. მსხვილი თავი სუფთად გადაეპარსა, სახეზე გამომხატველი ნაკვთები ეტყობოდა, ხოლო ცხვირი დიდი და მომრგვალებული ჰქონდა. ლამას ბორდოსფერი სამოსა ეცვა, რომელზეც მკაფიო ყვითელი მოსაცმელი ჰქონდა მოხვეული. გადამდები ღიმილით გაეღიმა და ჩემსკენ გამოემართა. ხმამაღალი სიცილით ორივე ხელზე მომკიდა ხელები და მძლავრად ჩამომართვა. თან გულითადად მომესალმა: “თქვენ შორიდან ჩამოხვედით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან!” ჩვენ ერთმანეთის პირისპირ, სკამებზე დავჯექით. ბავშვური ცნობისმოყვარეობით გამომკითხა ჩემი ცხოვრების შესახებ ამერიკაში და იმის შესახებ, თუ რატომ გავხდი სადჰუ. გულწრფელი ინტერესით ისმენდა ჩემს მონაყოლს და არც ერთი სიტყვა არ ეპარებოდა. ყოველთვის, როდესაც ჩემს თხრობაში იუმორის თუნდაც ჩრდილი გაიელვებდა, ლამა ძალიან ცოცხლად რეაგირებდა, ხელისგულებს ერთმანეთზე ურტყამდა და სიცილისგან მთელი სხეული უთრთოდა. ასე გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი და მე ვკითხე ლამას მის ქვეშევრდომებზე ტიბეტში. მოწოლილი მოგონებები მოქუფრული ჩრდილივით დააწვა მის სახეს, თვალებში კი ცრემლებმა გაიბრწყინა. მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა: “როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ჩემი სამშობლო თავისუფალი იყო. ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით, ერთიანი ქვეყანა ვიყავით, და ჩვენი რელიგიაც ყვაოდა.” დალაი-ლამა გაჩუმდა და ჩაიდნიდან ტიბეტური ჩაი დაასხა ჩემს ჭიქაში. შემდეგ ჩაიდანი დადგა და ღრმად ჩაფიქრებულმა დახარა თავი. ჩანდა, თითქოს აზრობრივი ხედვით ხედავდა, თუ როგორ იბრძვის მისი ხალხი ჰიმალაების მეორე მხარეს, ტიბეტში, და თანაუგრძნობდა მათ. შემდეგ კი ხმადაბლა წარმოთქვა: “ჩვენ უზარმაზარ ვალში ვართ ინდოეთთან, რომელმაც ათასობით ჩვენი დევნილი შეიფარა.” “თანაგრძნობა სხვა ცოცხალი არსებების მიმართ, - დაიწყო მან ახსნა, - ყველა რელიგიის განუყოფელი თვისებაა. მზადყოფნა საკუთარი თავის სხვათა კეთილდღეობისათვის გასაწირად – ესაა ჭეშმარიტი დჰარმა.” ეს სიტყვები, დამტკიცებული მისივე მსხვერპლით, რაც თავისი ხალხისათვის გაიღო, ჩემს მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებდნენ. “მედიტაცია, წმინდა წერილების შესწავლა და თაყვანისცემის რიტუალები, - თქვა მან, - შინაგანად მაძლიერებენ და საშუალებას მაძლევენ, რომ სიკეთესა და ცოდნაში ვიცხოვრო.” მისმა ნათქვამმა დამაფიქრა. მისი პიროვნება მოკრძალებას და პატივისცემას აღძრავდა, მაგრამ მისმა გულწრფელმა სიკეთემ და ზრუნვამ მაიძულა, რომ დამევიწყებინა მოკრძალება და მოვპყრობოდი, როგორც ახლო მეგობარს. დალაი-ლამამ ღიმილით მომახვია კისერზე თეთრი აბრეშუმის მოსახვევი, მასზე ამოქარგული ტიბეტური მანტრებით. “ჩვენთან ასეა მიღებული – ვაჩუქოთ ეს საჩუქარი ჩვენს ძვირფას სტუმრებს”. მომეჩვენა, რომ არ ვიმსახურებდი მის მიერ ჩემთვის გაღებულ დროს და სიკეთეს, და მადლიერების ნიშნად ქედი მოვიხარე მის წინაშე. დალაი-ლამასთან ურთიერთობის წყალობით უკეთ შევძელი გამეგო უანგარო მსახურების მნიშვნელობა. ლამა ამ სიკეთის ცოცხალი განსახიერება იყო: ის არა მხოლოდ ურყევად მისდევდა სულიერ პრინციპებს, ასევე ატარებდა თავისი ხალხისადმი მსახურების მძიმე ტვირთსაც, იმ ხალხისადმი, რომელიც ნაწილობრივ განდევნაში იყო, ნაწილობრივ კი სხვა ხალხის მიერ იჩაგრებოდა. დალაი-ლამა მამაცურად გადალახავდა ხოლმე წარმოუდგენელ სიძნელეებს და დაბრკოლებებს თავის ერთი შეხედვით უიმედო ბრძოლაში, მოთმინებით იტანდა განდევნას და მუდამ სიკვდილის საფრთხის ქვეშ ყოფნას, და მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებდა თავისი ხალხის მსახურებას. მის მიერ ნაჩუქარი მოსახვევის მიღებასთან ერთად, მე მივიღე გაკვეთილი მისი თავდადებულობისა და მსახურებისა – ჭეშმარიტად ძვირფასი საჩუქარი. -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 13th June 2024 - 11:28 AM |