გზა შინისაკენ, ამერიკელი იოგის ავტობიოგ |
გზა შინისაკენ, ამერიკელი იოგის ავტობიოგ |
Oct 15 2011, 10:47 AM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წიგნის ოფიციალური საიტი: http://www.thejourneyhomebook.com/ მცირე ვიდეოები ამ წიგნის შესახებ: http://www.youtube.com/watch?v=6KuW1Uz5jKc http://www.youtube.com/watch?v=Byse_tDqPVY http://www.youtube.com/watch?v=spMjvvrfW9U აქ რადჰანათჰა სვამი თავის ახალგაზრდობას იხსენებს http://www.youtube.com/watch?v=fL9pee5MsqA...feature=related ამ წიგნის აუდიო-ვერსია (რუსულ ენაზე): http://www.dxarma.ru/2010/03/16/audiokniga...vie-domojj.html http://www.blagoda.com/audio/3178.html (სამწუხაროდ წიგნის აუდიო-ვერსია ბოლომდე ჯერ არაა გამოსული, თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილია და გირჩევთ მოუსმინოთ) მე კი, თქვენი მონა-მორჩილი, ან ამ წიგნის საინტერესო მონაკვეთებს შემოგთავაზებთ ქართული თარგმანით, ან თუ სურვილი გექნებათ თავიდანვე მივყვები და ნელ-ნელა ვთარგმნი (ოღონდ არ ვიცი რამდენად მალე გამომივა და დავასრულებ თუ არა საერთოდ...) დავიწყებ ავტორის ბოლოსიტყვაობით: "მთელი ეს წლები მრავალი ადამიანი დაჟინებით მარწმუნებდა, რომ გამომექვეყნებინა ეს ისტორია. მე ვეწინააღმდეგებოდი, რადგანაც ცუდ ტონად ვთვლიდი წიგნების წერას საკუთარ თავზე. მაგრამ მოულოდნელად მოხდა შემთხვევა, რომელმაც ჩემი გადაწყვეტილების გადახედვა მაიძულა. 2005 წლის მაისში დამირეკა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ბჰაკტი ტირთჰა სვამიმ. იგი სასიკვდილოდ იყო ავად და ჩემი ნახვა უნდოდა. ბჰაკტი ტირთჰა სვამი წარმოშობით აფრო-ამერიკელი იყო; მან რთული გზა გაიარა კლივლენდის გეტოდან პლანეტის ყველაზე ცნობილი ადამიანების სულიერ მოძღვრობამდე: მათ შორის იყვნენ ნელსონ მანდელა, მუჰამედ ალი და ელის კოლტრეინი. მე ჩავედი ფერმაში, პენსილვანიაში, სადაც მცირე სხლში კვდებოდა ბჰაკტი ტირთჰა სვამი. იგი საწოლზე იწვა, შემომხედა და სხივმფენი ღიმილით მითხრა: "მე მინდა შენს ხელებში მოვკვდე. გთხოვ, დარჩი ჩემთან ბოლომდე." შემდგომი ორი თვის განმავლობაში მის საწოლთან ვიჯექი, სულიერ საიდუმლოებებზე და სასწაულებზე ვსაუბრობდით და სხვადასხვა ისტორიას ვუკითხავდი წმინდა სანსკრიტული წერილებიდან. ბჰაკტი ტირთჰა სვამიზე უკეთ არავინ მიცნობდა. იგი გარკვეული იყო ჩემი სულიერი ძიების ყველა წვრილმანში და იცოდა ჩემი ეჭვების შესახებ წიგნის დაწერის თაობაზე. ერთ დღეს, თვალებშI მიყურებდა და ისე მითხრა: "ეს შენი ისტორია არაა. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ წაიყვანა ღმერთმა ერთი ყმაწვილი გასაოცარ მოგზაურობაში იმ საიდუმლოებების საძებნელად, რომლებიც ყველა ჩვენგანშია. ნუ იქნები ძუნწი. გაუზიარე სხვებსაც, რაც შენ გებოძა." მას ხმა ჩაუწყდა და ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან. "პირობა მომეცი, - მითხრა მან, - აქ, ჩემს სასიკვდილო სარეცელთან, რომ გამოაქვეყნებ ამ ისტორიას". რამდენიმე დღის შემდეგ, 2005 წლის 27 ივნისს, მან დატოვა ეს სამყარო. ეს წიგნი ჩემი მცდელობაა მისი უკანასკნელი სურვილის შესრულებისა." -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Oct 18 2011, 05:40 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე და ჩემი მეგობრები ახალი აღმაფრენით გადავეშვით 1960-იანების კონტრკულტურაში. სკოლაში, სადაც ძირითადად კონსერვატიულად განწყობილი ოჯახების შვილები, სპორტსმენები და აქტივისტები სწავლობდნენ, ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით. გრძელი თმა მოვუშვით და ექსპერიმენტები დავიწყეთ მარიხუანათი და ლსდ-თი, ხოლო ჩვენი მშობლების და მათი თაობის ღირებულებები უარვყავით.
ამასთან მე ორად ვიხლიჩებოდი. არ მინდოდა ვინმეს იმედები გამეცრუებინა. ვფიქრობდი სპორტისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ჩემი მეგობრების და მწვრთნელის ღალატიც არ მინდოდა. მითუმეტეს, რომ სკოლის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ჩემი წყალობით სკოლის გუნდი ჩემპიონატებში მიიღებდა მონაწილეობას. ერთხელ მწვრთნელმა ყველას თანდასწრებით განაცხადა: “როცა პატარა მანქი გამარჯვებისთვისაა განწყობილი, მშიერი ვეფხვივით გამოვარდება ხოლმე ხალიჩაზე. ის ჩემპიონთა ჯიშიდანაა. სამწუხაროა, რომ მას არ შეუძლია სპორტზე კონცენტრაცია”. არ ვიცოდი რა მექნა და ღმერთს ვთხოვე დახმარება. მალე, შეჯიბრებაზე გამოსვლის დროს, ჩემი მოწინააღმდეგე ორთაბრძოლის დაწყებიდან ხუთ წამში ბეჭებზე დავდე. ხალხი ღრიალებდა ჩემი გამარჯვების ნიშნად, მე კი მუხლდაჩოქილი ვიყავი და ფეხზე ვერ ვდგებოდი პარალიზებული. მხრის ძვალი სახსრიდან ამომვარდნოდა და მკერდის კუნთები გაეგლიჯა. მთელს სხეულში საშინელმა ტკივილმა დამიარა. იმ წამს, როცა მხარი ამომვარდა, ჩემს ცხოვრებაში პირიქით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მთელი სხეულით ვკანკალებდი. მაყურებელი შეშფოთებული მიყურებდა, მე კი უხმოდ მადლობას ვწირავდი უფალს. ახლა უკვე თავისუფალი ვიყავი. ყველაფერი, რაზე უარის თქმაც თავად მიჭირდა, ბედის წყალობით თავისითვე სამუდამოდ მიდიოდა ხოლმე ჩემი ცხოვრებიდან. -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 11:43 PM |