წმინდა მამათა გამონათქვამები, იქნებ გამოგვადგეს ყოველდ |
წმინდა მამათა გამონათქვამები, იქნებ გამოგვადგეს ყოველდ |
Oct 16 2011, 01:55 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 200 Joined: 11-October 11 From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi Member No.: 6,581 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;
მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით; მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი; მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ; მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ; მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით; მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ; მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო; და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე. - რად გამიუცხოვდი, ადამიანო? - რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას? - რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა? - მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ! - მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან! - მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ! - მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი! - მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ! - მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე! - მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე! - მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე! - მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე! - მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე! - სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ! - დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე! - დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე! - თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე! - მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე! - შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე; - შენ დააშავე და მე დამსაჯეს; - შენია ვალი, ის კი მეგადავიხადე; - სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი; - ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა! - ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას; - ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს? - სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ? - ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია? - ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები? - რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა? - რად არ გსურს ჩემთან მოსვლა? - სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს; - ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა. - სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე? - ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა? - სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს? - დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული? - იმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე. - სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა. - ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის? - დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა? - მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა? - სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა? - მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა? - სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს. - მშვიდობა გსურს? მე ვარ მშივიდობა სულისა. - სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა. - ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი. - გზას ეძიებ? მე ვარ გზა. - წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი. - რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა? - ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა? - თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული? - იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია. - „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“. |
|
|
Oct 19 2011, 08:52 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 200 Joined: 11-October 11 From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi Member No.: 6,581 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
LAIRA
აჯაფსანდალია კი შეუძლებელია ისაუბრო ზოგადად ყველაფერზე და აურ დაურიო ყველაფერი.მაგას ისევ დოგმატიკაზე ისაუბროს ის ურჩევნია,რადგან აშკარად არაა მეცნიერი ჰო კაი, მაგარი ხარ და ყველაფერი იცი Lashapoli ხოდა მაგ ლოგიკით იმაშიც ვერ იქნები დარწმუნებული მე და კიდე დანარჩენები ვინც აქ ვართ, რომ არა ვართ წმინდანები, ასე რომ.. და რას მიმტკიცებ ეხლა ამდენი ხანი, "შენ ცოტა ფრთხილად იყავი, არ იცი ვის ელაპარაკები, შეიძლება წმინდანი იყოს"-ო არა? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 13th June 2024 - 10:07 AM |