ჰერმეს ტრისმეგისტრი–ჰერმეტიზმი |
ჰერმეს ტრისმეგისტრი–ჰერმეტიზმი |
Jul 18 2011, 05:34 AM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰერმეს ტრისმეგისტრი(Hermes Mercurius Trismegistus), მითოლოგიური პეროსნაჟი, რომელიც არსებული ინფორმაციით თავის თავში მოიცავს ორი ღვთაების გაერთიანებას, ეგვიპტური ტოტის და ბერძნული ჰერმესის. მას მიაწერენ რელიგიურ–ფილოსოფიური სახის სწავლებებს, რომლებიც ტრაქტატების სახითაა შემორჩენილი ძველ ბერძნულ ენაზე და ამ ტრაქტატებზე დაყრდნობით წარმოიშვა ერთგვარი მეცნიერება ჰერმეტიზმი.
ჰერმეტიზმი — ლათინურიდან პირდაპირი თარგმანი ნიშნავს საიდუმლოს, ფარულს ამოუცნობს. მას უწოდებენ მეცნიერებას რომელიც სწავლობს ბუნების ამოუცნობი ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა: მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპატია, ასტროლოგია, და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია. ჰერმეტიზმს ასევე უწოდებენ ოკულტიზმს. ჰერმეტისტულ მეცნიერებებში მოიაზრება: ალქიმია, კაბალისტიკა, სხვადასხვა ტიპის მაგია, ასევე წინასწარმეტყველება, ნეკრომანტია, ასევე თეოლოგიური ფოლოსოფია ანუ თეოსოფია, რომელსაც შეისწავლის ელენე პეტრეს ასულ ბლავაცკაიასა და პოლკოვნიკ ოლკოტის მიერ დაარსებული თეოსოფიური საზოგადოება. ჰერმეტიზმი შეიცავს თეორიულ და პრაკტიკულ მხარეებს. ჰერმეტიზმი განსხვავდება მისტიკისგან. თავისი ბუნებით მისტიკა არის სულიერი, ხოლო ჰერმეტიზმი კი უფრო პრაკტიკული და ნატურალისტური. ჰერმეტიზმი იკვლევს ადამიანის დამოკუდებულებას ბუნების საიდუმლო ძალებთან კონტაქტს. თუმცა მისტიკასა და ჰერმეტიზმს ბევრი საერთო ასპექტიც აქვთ. არსებობს ჰერმეტიზმის შემდეგი სახეობები: უმაღლესი ჰერმეტიზმი: თეურგია, ტრავმატურგია, ფსიხურგია; კლასიკური ჰერმეტიზმი: კაბალა, მაგია, ასტროლოგია, ალქიმია; ჰერმეტისული მედიცინა: ჰიპნოტიზმი და მაგნეტიზმი; პრაქტიკული ჰერმეტიზმი: ტელეპატია, ტელეფსიქია, ტელეკინეზი, ფსიქომეტრია; სახალხო ჰერმეტიზმი: ორაკული, მკითხაობა, მწვანე (მცენარეული) მაგია. ეს კიდე იმ ტრაქტატების სახელწოდებები 1 Пэмандр (Поймандр) 2 Вселенская речь 3 Священная речь Гермеса Триждывеличайшего 4 Кубок, или единство 5 О том, что Бог невидим и в то же время в наивысшей степени явен 6 О том, что Благо существует только в Боге одном, и нигде более 7 О том, что наибольшее зло для людей есть незнание Бога 8 О том, что ни одно из существ не погибает и заблуждение есть то, что люди называют перемены разрушением и смертью 9 О мышлении и об ощущении 10 Ключ 11 Ум к Гермесу 12 О всеобщем Уме 13 Тайная проповедь на горе 14 Здоровье души 15 Без названия 16 Определения 17 Без названия 18 О волнениях тела, сковывающих душу -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Nov 11 2011, 12:44 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გადმოცემის თანახმად, ჰერმეს-ტოტის სამარხში აღმოაჩინეს "ზურმუხტის დაფა" - ძვირფასი ქვის პატარა ფილა, რომელზეც კოსმიური წესრიგით ამოტვიფრული იყო მაგიური ფორმულები. ამ დაფის დახმარებით დიდებულ ღმერთს შეეძლო კონტაქტის დამყარება წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. იმ პერიოდში ჰერმეს-ტოტი ცნობილი იყო როგორც "ტრისმეგისტი", ანუ "სამმაგად დიდებული".
ზურმუხტის დაფის საიდუმლო დღემდე არ არის ამოხსნილი. არსებობს უამრავი ვარაუდი. ზოგი თვლის, რომ მასზე წერია ალქიმიკოსების ფილოსოფიური ქვის მიღების რეცეპტი, ზოგის აზრით, მასზე სამყაროს სიბრძნეა დაწერილი და ა.შ. პირველად ამ დაფაზე დაწერილი ტექსტი ლათინურად ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ითარგმნა. იგი გამოქვეყნდა ტრაქტატში "ალქიმიის შესახებ", 1541 წელს. ასეთი ფილის ორი ვერსია აღმოჩენილია ასევე არაბულ ენაზე. არქეოლოგებს და მეცნიერებს ეგონათ, რომ ტექსტის თავდაპირველი ვარიანტი ბერძნულ ენაზე იქნებოდა დაწერილი, თუმცა, მსგავსი არაფერი აღმოუჩენიათ. -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 3rd June 2024 - 08:12 AM |