ვივეკანანდა, სვამი ვივეკანანდა |
ვივეკანანდა, სვამი ვივეკანანდა |
Nov 18 2011, 02:15 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვივეკანანდა თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას ასობით მილიონი ინდოელი ბავშვობიდან იცნობს, როგორც `ერის მამას~. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე, არამედ ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე საერთოდ. 1893 წელს ჩიკაგოში, `რელიგიათა პარლამენტის~ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით ამერიკა შემოიარა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ `ორატორს ღმერთის უფლებებით~. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა~ _ წერდა რაბინდრანათ თაგორი.
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ . . .თქვენს თანამედროვე შეხედულებებთან. ადამიანი ბუნების ტყვეა და სამარადჟამოდ ტყვედ დარჩება. ჩვენ ამას კარმას ვუწოდებთ. კარმა კანონია და იგი ყველგან მოქმედებს. ყველაფერი კარმითაა ზღვარდებული. `არ არსებობს გამოსავალი?~ `არა! დარჩით მონებად წლიდან წლამდე. იყავით კარგი მონები. სიტყვებზე ზემოქმედებით ჩვენ მოგიხერხებთ, რომ თქვენზე ყველაფერმა კარგად იმოქმედოს და არა ცუდად... თუ, რა თქმაუნდა კარგად გადაგვიხდით.~ ასეთი იყო მიმამსაკას იდეალი. საუკუნეებია, რაც ეს იდეალები პოპულარობას ინარჩუნებს. ადამიანთა ფართო მასები მოაზროვნე არასოდეს ყოფილა. მაშინაც კი, როცა ცდილობენ იაზროვნონ, მასები უამრავ ცრურწმენათა საშინელი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. დასუსტდებიან თუ არა, დარტყმაც არ აყოვნებს და მათი სიმტკიცე ათას ნაწილად იმსხრევა. მათი ამოქმედება მხოლოდ ტკბობის სურვილს და საცდურს ძალუძს. საკუთარ თავთან თანხმობით მოქმედებამათ არასოდეს ძალუძთ. სულ მუდამ შეშინებულები, დაშინებულები და თავზარდაცემულნი უნდა იყვნენ და სამუდამოდ თქვენი მონები იქნებიან. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა გადახდის და მორჩილებაში ყოფნისა. სხვა ყველაფერს ქურუმი გააკეთებს. ” . . . დღეს მე ოდნავ შევიცვალე მსოფლმხედველობა, რადგან ერთი მეტად საინტერესო რამ აღმოვაჩინე. დავუშვათ, რაიმეს ფიქრობთ, მაგრამ არ გინდათ, რომ ფიქრობდეთ. ცდილობთ, სხვა რამეზე იფიქროთ და ამგვარად ამ თქვენს აზრს მთლიანად ახშობთ. რა არის ეს აზრი? მე ვნახე, რომ მან თხუთმეტ წუთში მან კვლავ იჩინა თავი. იგი დაბრუნდა და შემარყია. ის ძლიერი იყო და ისე მძლავრად და საშინლად ამოხეთქა, რომ ვიფიქრე, აქ ვიღაც შეშლილია-მეთქი. ყველაფერი რომ დამთავრდა, მივხვდი _ მოხდა მხოლოდ ის, რომ წინა შთაბეჭდილება იქნა ჩახშობილი. ჩემი საკუთარი უარყოფითი შთაბეჭდილებაა ის, რაც უნდა ამოწურულიყო. `ბუნება თავის გზას იპოვის. რას შეიძლება მიაღწიო ჩახშობით?~ _ ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ წინააღმდეგობის გაწევა ამაო იყო. შეიძლება თქვენში ერთდროულად ასი ათასი სურვილი ეცილებოდეს ერთმანეთს. თქვენ შეიძლება ისინი ჩაახშოთ, მაგრამ ჩახერგილი წყარო გზას მაინც იპოვის და დაინახავთ, რომ ყველაფერი ისევ თქვენშია. მაგრამ იმედი არის. თუ საკმაოდ ძლიერი ხართ, შეგიძლიათ თქვენი ცნობიერება ერთდროულად ოც ნაწილად დაჰყოთ. როდესაც ფსიქიკას იცვლით, გონი იზრდება. ასე ამბობენ იოგები. ერთი ვნებიდან მეორე ამოიზრდება, პირველი კი კვდება. გაბრაზებას სიხარული ცვლის ხოლმე, ბრაზი კი წამსვე ქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაზისგან თქვენ სხვა მდგომარეობა წარმოქმენით. ეს მდგომარეობები სულ მუდამ ერთმანეთს ენაცვლება. სამუდამო ბედნიერება ან უბედურება ბავშვური ოცნებაა. უპანიშადები მიგვითითებს, რომ ადამიანის მიზანი არც უბედურებაა და არც ბედნიერება, არამედ იმის მართვა, რისგანაც ისინი წარმოიქმნება. ჩვენ, ასე ვთქვათ, საფუძველშივე უნდა ვმართოთ სიტუაცია. კიდევ ერთი უთანხმოება იმაში მდგომარეობს, რომ უპანიშადები გმობს რიტუალს, განსკუთრებით იმას, ცხოველების კვლას რომ მოითხოვს. ყველაფერ ამას ის უაზრობად აცხადებს. ძველ ფილოსოფოსთა ერთი სკოლა ამბობს, რომ თუკი ამას შედეგი მოჰყვება, გარკვეულ დროს ცხოველის მოკვლა დასაშვებია. შეგიძლიათ მათ შეედავოთ და უთხრათ, `კი მაგრამ ცხოველისთვის სიცოცხლის წართმევა ხომ ცოდვაა. თქვენ ამისთვის ტანჯვა მოგელით,~ მაგრამ ამაზე გიპასუხებენ, რომ ეს სისულელეა. რა იცით თქვენ, რა არის კარგი ან ცუდი? რა, გონება გკარნახობთ? რა სისულელეებს როშავთ! თქვენ თქვენს გონებას წმინდა წერილის (ანუ ვედების ) წინააღმდეგ გამხედრებთ. თუკი გონება ერთ რამეს გეუბნებათ, ვედებში კი სხვა რამე წერია, შეაჩერეთ გონება და დაუჯერეთ ვედებს. თუკი ამბობთ: `არა, ჩემი ცნობიერება სხვა რამეს მეუბნება,~ არაფერი გამოვა. რა წამსაც იჯერებთ, რომ რომელიმე წიგნი მარადისი სიტყვაა და წმინდაა, იმ წამსვე კარგავთ კითხვის დასმის უფლებას. . . |
|
|
Nov 24 2011, 12:11 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სვამი ვივეკანანდა 1863 წელს დაიბადა ბენგალიაში, შეძლებული იურისტის ოჯახში. მამამისი ბრაჰმანების უმაღლესი კასტის შთამომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მანაც იურიდიული განათლება მიიღო მამის კვალს არ გაჰყოლია. თავიდან ვივეკანანდა დაინტერესდა დასავლური და ინდური ფილოსოფიით, მაგრამ შემდეგ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – შეხვდა რანი რასმანის, რომელიც ისტორიაში რამაკრიშნას სახელით შევიდა. ეს ადამიანი გამოირჩეოდა ორიგინალური აზროვნებით, შესანიშნავად ფლობდა იოგას და ჰიპნოზს, ცნობილი იყო სიწმინდითა და განდეგილობით. 1890-იანი წლების დასაწყისში, რამაკრიშნას გარდაცვალების შემდეგ, ვივეკანანდამ ფეხით იმოგზაურა მთელ ინდოეთში, რასაც სამი წელი მოანდომა.
. . .. რამაკრიშნა ყოველთვის დაწვრილებით გამოკითხავდა ხოლმე მოსწავლეებს ყველაფერს, რაც კი მათ გადახდებოდათ თავს იმ დღეს – იმისათვის, რომ შეეტყო, გარე სამყაროში როგორ იქცეოდნენ ისინი. მან ბრაჰმანანდას კითხვა დაუსვა: "აბა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?" მოსწავლემ ყველაფერი დაუფარავად უამბო. რამაკრიშნა გაბრაზდა. მან იყვირა: "როგორ! გურუს შეურაცხყოფას აყენებდნენ და შენ ამას წყნარად ისმენდი? ღირსეული პასუხი უნდა გაგეცა. შენისთანებს აშრამში არაფერი ესაქმებათ". იქ ახლოს ვივეკანანდა იჯდა და ბრაჰმანანდას ნაამბობიც მოისმინა და მასწავლებლის მძვინვარე საყვედურიც. მომდევნო დღეს ვივეკანანდას ჯერი იყო კალკუტაში წასვლისა. ბორანზე ასვლისას იგი მაშინვე თანამგზავრებს მიაშტერდა სახეზე. იმ კაცმა, რომელიც მანმადე რამაკრიშნაზე უპატივცემულოდ ლაპარაკობდა, თქვა: "აი კიდევ ერთი მათგანი, საზოგადოების პარაზიტებიდან. ესინი იმ უცოდინარ ქურუმ-ბრაჰმანს ეთაყვანებიან. როგორ გაასულელეს ეს ახალგაზრდები!" ვივეკანანდა ამ კაცს მიუახლოვდა და მარჯვენა ხელი მოუღერა. მან თქვა: "თუ ჩვენს მასწავლებელზე კიდევ ერთხელ იტყვი ცუდს, მდინარეში ჩაგაგდებ, ასე რომ თავს გაუფრთხილდი!" მებორნეს შეეშინდა; მან მგზავრს ურჩია გაჩუმებულიყო, და ყურში ჩასჩურჩულა: "დამიჯერე, ეს ბიჭი იზამს იმას, რაც თქვა. და ჩვენ ყველას უსიამოვნება მოგველის". საღამოს ვივეკანანდა მასწავლებელთან გამოიძახეს. რამაკრიშნამ ჰკითხა: "როგორ ჩაიარა დღემ?" ძლიერ აღელვებულმა ვივეკანანდამ მასწავლებელს ბორანზე მომხდარ შემთხვევაზე უამბო. "როგორ! – წამოიძახა რამაკრიშნამ, - ნარინჯისფერ ტანსაცმელს ატარებ, მაგრამ იქცევი არა როგორც სანიასინი. როგორ გაბედე მრისხანებისთვის ნება მიგეცა? შენისთანებს აშრამში არაფერი ესაქმებათ!" ვივეკანანდა გურუს ფეხებში ჩაუვარდა და თქვა: "მასწავლებელო! შენ ხომ გუშინ ბრაჰმანანდას უსაყვედურე, რომ მან პასუხი არ გასცა იმ კაცს? რატომ მიბრაზდები, მე ხომ ერთგული მოსწავლის ვალი შევასრულე! გთხოვ, ამიხსენი". რამაკრიშნამ მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა: "ჩემო კარგო, გუშინდელი რჩევა კარგია მხოლოდ ისეთებისთვის, როგორიცაა ბრაჰმანანდა – მორიდებულებისა და გაუბედავებისთვის. მას მართებს უფრო გაბედული გახდეს. შენ კი ისედაც დიდი ტემპერამენტი გაქვს, სიმშვიდე და თავშეკავებულობა უნდა ისწავლო. ყოველი გურუს ვალია მოსწავლეებს ისეთი რჩევა მისცეს, რომელიც მათს ხასიათსა და შესაძლებლობებს მიესადაგება. მე სულაც არ ვარ გაბრაზებული არც შენზე, არც ბრაჰმანანდაზე". |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th May 2024 - 08:05 PM |