ჩემი ნახატები (ფერწერა), გამოფენა |
ჩემი ნახატები (ფერწერა), გამოფენა |
Aug 5 2011, 01:40 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"იესო და იოანე"
"მედიტაცია" "იესო და მარიამ მაგდალინელი" "გზა" "რექვიემი" "დევნილები" ხარისხი ცოტა მოიკოჭლებს ვიდეო ფაილებია, ბოდიში |
|
|
Nov 30 2011, 12:28 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td,
lashapoli, kate, tikoroma თქვენი პოსტებიდან დიდი სითბო მოდის, მადლობა მხარდაჭერისთვის, ვცდილობდი სრულიად გულწრფელად მეთქვა ის რასაც ვფიქრობ ჩემ თავზე და იმაზე რასაც ვაკეთებდი..სიმართლე გითხრათ ეს აქ ამ ფორუმზე გამომდის, ანუ ვამბობ ხმამაღლა ჩემს სათქმელს(თავისუფლად) ამბავი კი შემდეგია: ადამიანში შეიძლება რამოდენიმე ”ადამიანი” იყოს, პირობითად- ერთი ”თბილისელი” და მეორე კიდევ ”სხვა”. ძმაკაცობენ ესენი- დადიან ერთად. უამრავი რამ აქვთ ერთად გაკეთებული... ის თბილისელი ისეთია - ნაკითხი და აზრზე მოსული. მეორე კიდევ – სხვანაირი, მორცხვი, უშედეგო, დაჩაგრული და მარტოსული. მაინც ძმობენ. ვითომ არ განსხვავდებიან არაფრით ერთმანეთისგან, არადა, როგორც ვთქვი -ერთი ”სხვაა”, მეორე – ”უფრო გამოსული”. აი მე ვცდილობდი მაგ გამოსულის პროტოტიპობას. მოკლედ ეგრე იყო რა! ერთი -ერთს ფიქრობდა და ცხოვრობდა. მეორე კიდევ თვითონ იყო ”კარგი”. ერთი – ცხოვრობს, მუშაობს, ბინა აქვს ნორმალური, მეზობლები, მეგობრები, ნაცნობები, უბანი, მეორე კიდევ - ვერაა ეგეთ პირობებში: ვერ იგუებს იქაურობას, უცხოა, მარტოა, ცალკე, მხოლოდ ოთახში, ან სახელოსნოშია ძირითადად. სახელოსნო რაა - ერთი ძველი ბინის ოთახია . ნახევრად გადატიხრული. ერთსი სახატავი გარემოა, მეორეში საწოლი ეტევა მხოლოდ და ფანჯარა აქვს ერთი, საიდანაც ქალაქის ინდუსტრიული ხედი მოჩანს. ამ სახელოსნოში ცხოვრობს ეს ორი ”ძმაკაცთაგანი” და წუხს. ვერც ერთი ვერ ამჟღავნებს თავის აზრს ხმამაღლა , მაგრამ მაინც წუხს ჩუმად. ერთხელაც - ის მეორე, ამას, შეწუხებულს, სთავაზობს ვითომ ფულის იოლად და იაფად შოვნას. არაფრისგან ფაქტობრივად. ესეც თანხმდება უმალ, იმიტომ რომ ყელში აქვს ამოსული ხელმოცარულობა, ასე ცხოვრება, ცარიელი ჯიბე და სიცარიელე განჯინაში. მოკლედ იწყება გზა შორეთისაკენ- ემიგრაცია სხვა ქვეყანაში. ეს ორივე ”ძმაკაცი” თავიდანვე არკვევენ, რომ ამერიკაში ბევრი აქაურია, მათიანებიც მათ შორის. მერე იქვე ნიუ- იორკში ნახულობენ კაი-ნაცნობს, რომელიც იქ არკვევს ამათ ამერიკის წეს-კანონებში, ამ ხალხის წეს ჩვეულებაში მოკლედ ყველაფერში . . .საბოლოო შედეგი ისევ ხელმოცარულობა და მორიგი სიცარიელეა. ხოდა ამის შემდეგ ერთ-ერთს, ამ ძმაკაცს, რომელიც ჩემი პროტოტიპია, აღმოაჩენს რომ მეგობარი ჰყოლია აქ ოკეანს გაღმა. ჰოდა, ურეკავს და უთანხმდება რომ დაეხმაროს უკან დაბრუნებაში . . აი ესაა მოკლედ პირველი პოსტის დაწერის წინა პირობა! ეს ყველაფერი სპონტანურად მოვიდა ნამდვილად არ მინდოდა თქვენი, ჩემი პრობლემებით გადატვირთვა |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 16th June 2024 - 04:34 AM |