ეზოთერული ონ-ლაინ პრაქტიკუმი, ეზოთერიკის შესწავლა ნები |
ეზოთერული ონ-ლაინ პრაქტიკუმი, ეზოთერიკის შესწავლა ნები |
Nov 13 2011, 11:16 AM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 120 Joined: 28-October 11 Member No.: 6,599 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით!
1.გაცნობის მიზნით, გთავაზობთ ამონარიდს, პირველი წერილიდან, რომელიც ამ ფორუმის ადმინს მივწერე: QUOTE გამარჯობა! დიდი ხანი უკრაინაში ვცხოვრობდი და შესაბამისად რუსულენოვან საიტებზე ვატარებდი ბიოენერგეტიკისა და იოგის პრაქტიკუმებს. ეხლა, ქართულენოვანი ეზოტერული ფორუმიც აღმოვაჩინე (რისთვისაც მადლობა გეკუთვნის) აქაც შეიძლება უკვე ქართულ ენაზე ჩატარდეს პრაქტიკუმი, ანუ არა უბრალოდ სხვადასხვა ინფორმაცია მივაწოდოთ ფორუმელებს, არამედ ვამეცადინოთ და ვავარჯიშოთ, რომ პრაქტიკული უნარ-ჩვვები შეიძინონ. თუ წინააღმდეგი არა ხარ, მომწერე და დეტალები შევათანხმოთ. თუკი რუსული იცი, ზოგიერთი ჩემი სტატია, ბლოგზე შეიძლება წაიკითხო. http://merlinm.livejournal.com/826.html#cutid1 თავის დროზე, (ასე 7-9 წლის უკან) მოდერატორი ვიყავი და პრაქტიკუმებს ვხელმძღვანელობდი, ისეთ იმდროისათვის წამყვან ეზოთერულ საიტებზე, როგორიც იყო rumagic, ad-store, aworld, alterinfo. თუ ეს რესურსები კიდე არსებობს, შეგიძლია მანდაც ნახო ჩემი პოსტები (ნიკი ყველგან იგივე მაქვს - merlinm). ვმეგობრობდი და ვთანამშრომლობდი ჯგუფთან "Xakeros", ეგენი Xakeri Snovideni-ის მეორე თაობა იყვნენ, ასე რო მათ ვებ-პორტალებზეც შეიძლება რამე იყოს შემორჩენილი. ეს ყველაფერი, იმისთვისაა საჭირო, რომ სანამ ერთმანეტს გავიცნობთ და თავად შეძლებდე ჩემს შეფასებას, წინასწარი აზრი შეგექმნას: შარლატანი ვარ თუ მართლა რაიმეს წარმოვადგენ წარმატებები - merlinm 2. რა არის ონ-ლაინ პრაქტიკუმი და რა სარგებლობა მოაქვს მას? ასევე, მცირეოდენი ინფორმაცია ჩემს შესახებ უდავოა, რომ ეზოთერიკის შესწავლის იდეალური ვარიანტია, როცა გყავს პერსონალური გურუ. (არა ადამიანი, რომელიც თავის თავს უძახის გურუს, არამედ ნამდვილი გურუ ) სამწუხაროდ, ეგეთი ხალხი ძალიან ცოტაა. უდავოა, ისიც, რომ მონდომებულ და ადეკვატურ ადამიანს, დამოუკიდებლადაც შეუძლია დიდი მწვერვალების მიღწევა, მითიმუტეს, რომ ინფორმაცია ბოლო პერიოდში საკმაოდ ბლომად გამოჩნდა. მაგრამ ერთის მხრივ, ეს ცუდიცაა. მაშინ როცა მე ვიწყებდი, ეზოთერიკა, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლების საყვარელი მეცნიერებების სიაში არ შედიოდა არსებობდა, თითზე ჩამოსათვლელი, სამიზდატის, დროისგან გაყვითლებული რაგაც წიგნები... მათი საშუალებით ვვარჯიშობდით და ვცდილობდით, ლევიტაცია გვესწავლა ახლა, თანამედროვე პირობებში, საპირისპირო პრობლემაა - არსებულ, უზარმაზარ ინფორმაციულ ოკეანეში, ძალიან ნელია რაიმე რეალურად ღირებულის და მნიშვნელოვანის მოძებნა. უდავოა ისიც, რომ სალმაოდ ბევრია ეზოთერიკით დაინტერესებული ადამიანი. მათთვის ყველაზე რთული პირველი ნაბიჯის გადადგმაა. სანამ ადამიანი საკუთარ გამოცდილებას შეიძენს, მისთვის ზალიან რთულია შეაფასოს ამა თუ იმ მეთოდის, ვარჯიშისა თუ სისტემის ეფექტურობა/დადებითობა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, რამოდენიმე წლის წინ, ადამიანთა ჯგუფმა, მივიღეთ გადაწყვეტილება მოგვეწყო ონ-ლაინ პრაქტიკუმი დამწყებებისათვის. რა თქმა უნდა, ონ-ლაინ სწავლება ნამდვილ გურუს ვერ შეცვლის, მაგრამ იგი საშუალებას აძლევდა დამწყებებს მიეღოთ ბაზისური ცოდნა და უნარ-ჩვევები, რათა შემდგომ თავად გარკვეულიყვნენ ეზოთერიკის უკიდეგანო ოკეანეში წამოწყებამ ძლიერ გაამართლა. რამოდენიმე პრაქტიკუმის ჩატარების შემდეგ, გაჩნდა იდეა, შეგვექმა გარკვეული სახელმძღვანელოები, რათა ახალი და ახალი პრაქტიკანტებისათვის, ყოველთვის ხელთავიდან არ აგვეხსნა ერთი და იგივე. ეს იდეაც იქნა განხორციელებული. ამ ჯგუფს ერქვა "Fiery" და შესაბამისად პირველ სახელმძღვანელოს დავარქვით: Fiery. Путь в магию - Первые шаги. მეორე: Путь в Магию - Энергетика წიგნები თავიდან მხოლოდ ჩვენი პრაქტიკუმის მონაწილეებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მალე ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ რუნეტში არ დარჩენილა ალბათ არცერთი ეზოთერული ვებ-გვერდი, ეგ წიგნები რომ არ ედოს საიტზე. მიუხედავად იმისა, რომ აღწერილი მოვლენებიდან თითქმის უკვე 10 წელი გავიდა, წიგნები დღესაც პოპულარულია და მათი ნახვა ადვილად შეიზლება საძებნი სისტემების გამოყენებით. ეგ ორი წიგნი, არის ბაზისური, დროთა განმავლობაში რამოდენიმე ბროშურაც დავამატეთ. რამოდენიმე წლიანი მუშაობისა და პრაქტიკანტების რამოდენიმე თაობის აღზრდის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჯგუფის მუშაობის შეჩერების შესახებ. მითუმეტეს, რომ სამყაროც უკვე, ამ პერიოდისათვის, რბილად რომ ვთქვათ, სხვა რელსებზე გადავიდა. შეიქმნა ბოლო წიგნი: Путь в Магию - Последняя книга Fiery. ზოგიერთი ჩვენი პრაქტიკანტი, უკვე თავად ატარებს პრაქტიკუმებს და შეიძლება ეს პრაქტიკუმები დღესაც მიმდინარეობს. მაგრამ, ჯგუფმა Fiery უკვე კარგა ხანია არსებობა შეწყვიტა. რა თქმა უნდა, შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები... ზოგი თვითონ იბრალებდა Fiery-ობას, ზოგი აგინებდა ჯგუფს, ზოგი აქებდა, ვინ შრომობდა და ვინ პლაგიატობდა... მაგრამ, ეს ყველაფერი, ინტერნეტ სივრცის თანმხლები მოვლენებია და თანაც არცთუ ისე საინტერესო... დღევანდელი სიტუაცია ისეთია, რომ მე უკვე საქართველოში დავბრუნდი... და რახან აქაც აღმოვაჩინე ეზოთერიკით დაინტერესებულ ადამიანთა ფორუმი და თანაც, ქართულენოვანი ლიტერატურა შედარებით მცირეა, გადავწყვიტე ახალგაზრდობის გახსენება და პრაქტიკუმის მოწყობა, ოღონდ უკვე ქართულ ენაზე... ვფიქრობ, ერთი პოსტისთვის საკმარისი ინფორმაციაა. გაგრძელება იქნება... შემდეგ პოსტში იხილეთ: პრაქტიკუმის დეტალიზებული სქემა -------------------- Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
|
|
|
Dec 7 2011, 01:46 AM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 25-November 11 Member No.: 6,630 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE რახან, როგორც თქვენ ამბობთ, გაქვთ მათთან კონტაქტი, თქვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ბევრად უმჯობესი იქნება თუ რეუტოვს კითხავთ ჩემს შესახებ, ვიდრე პირიქით... ამ გზით, თქვენთვის ინფორმაციის ობიექტურობის ხარისხი, ბევრად მაღალი იქნება. წარმატებები. Samcuxarod me ver gipasuxet droulad, imitom, rom dzalian dakavebuli var samsaxurit. Es ar aris chemi cnobismoyvareobis momenti, ubralod tqvenc icit exla rogori dezinformaciya aris internetshi da porumebze. Rac exeba Reutovs, samcuxarod konkretulad mastan ar maqvs pirdapiri kontakti, magram aris 1-2 adamiani (ar davasaxeleb nikebs) AWorld.ru-dan vistanac vmegobrob da kidev ramodenime adamiani , skype konfirenciidan ( SOZNAN) Da amis gamomdinare me ver vkitxav Reutovs tqens shesaxeb! Da zustad magitom pirvel chems. Postshi vtqvi da mogacodet azri ( shexvedraze) tak daje potok lu4we budet te4` Mashin mec mivigeb monacileobas praktikumshi, da danarcheni gamochteba!!! |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd May 2024 - 06:46 AM |