IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> გზა შინისაკენ, ამერიკელი იოგის ავტობიოგ
Atman
post Oct 15 2011, 10:47 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა










წიგნის ოფიციალური საიტი:
http://www.thejourneyhomebook.com/

მცირე ვიდეოები ამ წიგნის შესახებ:

http://www.youtube.com/watch?v=6KuW1Uz5jKc
http://www.youtube.com/watch?v=Byse_tDqPVY
http://www.youtube.com/watch?v=spMjvvrfW9U

აქ რადჰანათჰა სვამი თავის ახალგაზრდობას იხსენებს smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=fL9pee5MsqA...feature=related


ამ წიგნის აუდიო-ვერსია (რუსულ ენაზე):

http://www.dxarma.ru/2010/03/16/audiokniga...vie-domojj.html
http://www.blagoda.com/audio/3178.html

(სამწუხაროდ წიგნის აუდიო-ვერსია ბოლომდე ჯერ არაა გამოსული, თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილია და გირჩევთ მოუსმინოთ)


მე კი, თქვენი მონა-მორჩილი, ან ამ წიგნის საინტერესო მონაკვეთებს შემოგთავაზებთ ქართული თარგმანით, ან თუ სურვილი გექნებათ თავიდანვე მივყვები და ნელ-ნელა ვთარგმნი (ოღონდ არ ვიცი რამდენად მალე გამომივა და დავასრულებ თუ არა საერთოდ...)

დავიწყებ ავტორის ბოლოსიტყვაობით:


"მთელი ეს წლები მრავალი ადამიანი დაჟინებით მარწმუნებდა, რომ გამომექვეყნებინა ეს ისტორია. მე ვეწინააღმდეგებოდი, რადგანაც ცუდ ტონად ვთვლიდი წიგნების წერას საკუთარ თავზე. მაგრამ მოულოდნელად მოხდა შემთხვევა, რომელმაც ჩემი გადაწყვეტილების გადახედვა მაიძულა. 2005 წლის მაისში დამირეკა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ბჰაკტი ტირთჰა სვამიმ. იგი სასიკვდილოდ იყო ავად და ჩემი ნახვა უნდოდა. ბჰაკტი ტირთჰა სვამი წარმოშობით აფრო-ამერიკელი იყო; მან რთული გზა გაიარა კლივლენდის გეტოდან პლანეტის ყველაზე ცნობილი ადამიანების სულიერ მოძღვრობამდე: მათ შორის იყვნენ ნელსონ მანდელა, მუჰამედ ალი და ელის კოლტრეინი.

მე ჩავედი ფერმაში, პენსილვანიაში, სადაც მცირე სხლში კვდებოდა ბჰაკტი ტირთჰა სვამი. იგი საწოლზე იწვა, შემომხედა და სხივმფენი ღიმილით მითხრა: "მე მინდა შენს ხელებში მოვკვდე. გთხოვ, დარჩი ჩემთან ბოლომდე." შემდგომი ორი თვის განმავლობაში მის საწოლთან ვიჯექი, სულიერ საიდუმლოებებზე და სასწაულებზე ვსაუბრობდით და სხვადასხვა ისტორიას ვუკითხავდი წმინდა სანსკრიტული წერილებიდან.

ბჰაკტი ტირთჰა სვამიზე უკეთ არავინ მიცნობდა. იგი გარკვეული იყო ჩემი სულიერი ძიების ყველა წვრილმანში და იცოდა ჩემი ეჭვების შესახებ წიგნის დაწერის თაობაზე. ერთ დღეს, თვალებშI მიყურებდა და ისე მითხრა: "ეს შენი ისტორია არაა. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ წაიყვანა ღმერთმა ერთი ყმაწვილი გასაოცარ მოგზაურობაში იმ საიდუმლოებების საძებნელად, რომლებიც ყველა ჩვენგანშია. ნუ იქნები ძუნწი. გაუზიარე სხვებსაც, რაც შენ გებოძა." მას ხმა ჩაუწყდა და ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან. "პირობა მომეცი, - მითხრა მან, - აქ, ჩემს სასიკვდილო სარეცელთან, რომ გამოაქვეყნებ ამ ისტორიას". რამდენიმე დღის შემდეგ, 2005 წლის 27 ივნისს, მან დატოვა ეს სამყარო. ეს წიგნი ჩემი მცდელობაა მისი უკანასკნელი სურვილის შესრულებისა."


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Jan 2 2012, 06:56 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ წიგნის მხოლოდ მეოთხე (ბოლო ნაწილიღა) დამრჩა სათარგმნი და როცა მოვრჩები ერთად შემოგთავაზებთ (თუმცა საკმაო დრო დამჭირდება). მანამდე კი შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ:

http://forum.ge/?showtopic=34311869&st=0&hl=


აქ კი მხოლოდ პატარა მონაკვეთს შემოგთავაზებთ, რომელიც ეზოთერულია და შავ ტანტრიკს (შავ მაგს) ეხება:






თავი მეშვიდე

ერთ ადრიან დილას, ჯანაკპურიში, როცა მარტო ვიჯექი ტბის პირას, გვერდით უჩვეულო გარეგნობის სადჰუ მომიჯდა. მოსალმების ნაცვლად მან წარმოთქვა სიტყვები, რომლებმაც ჩიხში შემიყვანეს: “ფრთხილად იყავი! ხანდახან პეპლის ნიღბის ქვეშ მორიელი იმალება”. მე ვკითხე, თუ რატომ მეუბნებოდა ამას. სადჰუმ გამჭოლი მზერით შემომხედა და მიპასუხა: “არ გაუხსნა შენი გული დემონებს, რომლებიც წმინდანის ნიღბის ქვეშ იმალებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ცხოვრება მალე ნანგრევებად იქცევა. მაგრამ როცა ამას მიხვდები, უკვე დაგვიანებული იქნება”.

“რაზე ლაპარაკობთ?” – ვკითხე შეშფოთებულმა.

“ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ”, - მიპასუხა მან. სწრაფად შეცვალა თემა და წარმომიდგა, როგორც ვასუდევა, რის შემდეგაც შემომთავაზა, რომ მასთან ერთად ერთი წმინდა ადგილი მომენახულებინა.

მე დავთანხმდი. ვასუდევა ოცდაათ წელზე მეტის იყო. არისტოკრატული მანერები ჰქონდა და უნაკლოდ სწორი ლიტერატურული ინგლისურით საუბრობდა. ვასუდევას თეთრი ტანსაცმელი ყოველთვის იდეალურად სუფთა იყო, გრძელი და გუდრონივთ შავი თმა კი აკურატულად ჰქონდა დავარცხნილი. ჩემი მოგზაურობის მანძილზე ჯერ არ შემხვედრია ასეთი მოწესრიგებული განდეგილი. ვასუდევას კარგი განათლება ჰქონდა მიღებუყლი – როგორც საერო, ასევე სულიერი, და, ისევე როგორც ამ ადგილის მრავალი მკვიდრი, რამას ეთაყვანებოდა. როცა ჩემმა ახალმა მეგობარმა ნაკლებადცნობილ წმინდა ადგუილას სამდღიანი მოგზაურობა შემომთავაზა, მე მაშIნვე დავთანხმდი. ჩვენი გზა ადგილობრივ დასახლებაზე გადიოდა და ჩემდა სასიხარულოდ მთელი გზა ბრინჯით და დალით ვიკვებებოდით, რომლებსაც გულუხვად გვიწყალობებდნენ ხოლმე იმ სოფლების მცხოვრებნი. ყველა, ვისაც გზაში ვხვდებოდით, მოხიბლული იყო ვასუდევას მანერებით და ქცევით.

ვასუდევამ დაჟინებით მოითხოვა, რომ თვითონ დაამზადებდა საჭმელს. პირდაპირ მინდორში, ან ტყეში პოულობდა ორ ქვას და მათგან სადგამს აკეთებდა ქვაბისთვის, მე კი ამასობაში შეშას ვაგროვებდი კოცონისთვის. იგი შედევრის შემქმნელი მოქანდაკის დახვეწილობით ამზადებდა ბრინჯს და დალს. ჩვენი მოგზაურობის რამდენიმე დღის განმავლობაში მრავალი სხვადასხვა თემა განვიხილეთ. მეჩვენებოდა, რომ ვასუდევამ ყველაფერზე ყველაფერი იცოდა.

მაგრამ მასში იყო გამოცანა, რომელიც ვერაფრით ვერ გამომეცნო. იგრძნობოდა, რომ სიცოცხლით სიხარულის ნიღბის ქვეშ შიგნიდან მღრღნელ ტკივილს მალავდა. და რაც უფრო მეტად ცდილობდა ვასუდევა ტანჯვის დაფარვას და ცრემლების შეკავებას, მით უფრო თანაგრძნობით ვიმსჭვალებოდი მის მიმართ და მით უფრო ძლიერდებოდა ჩემი ცნობიესმოყვარეობა. ერთხელ, ღამით, როცა წვიმას რაღაც გადაფარებულში შევეფარეთ, კოშმარული სიზმარი ვნახე. მესიზმრა, თითქოს ბოროტი სულები მესხმოდნენ თავს. მაშინ გამიკვირდა, და ვერ ვხვდებოდი, რატომ დამემართა ეს.

სამ დღეში ჩვენი მოგზაურობის დანიშნუების ადგილს მივაღწიეთ: უძველეს ვალუნს მიტოვებულ ველზე. საღამოსკენ ძლიერი ქარი ამოვარდა. ჩვენ ნესტის სუნს და გემოს ვგრძნობდით, რითაც ჰაერი იყო გაჟღენთილი, და მივხვდით, რომ თავსხმა წვიმას ვერ ავცდებოდით. მაშინვე დავიწყეთ ახლომახლო თავშესაფრის ძებნა და მცირე, დიდი ხნის მიტოვებული ქვის შენობა აღმოვაჩინეთ. შიგნით შესვლისას ჭერზე დაკიდებული რამდენიმე ღამურა დავაფრთხეთ; ფრთების ტკაცუნით ისინი მაშინვე გარეთ გაფრინდნენ. სახლი სულ ერთი ოთახისგან შედგებოდა, ზომით სამი მეტრი სამ მეტრზე, ორი ცარიელი ადგილით, სადაც ოდესღაც კარი და ფანჯარა იყო. კედლები ნელ-ნელა ინგრეოდა. შიგნით არაფერი იყო გარდა ობობის ქსელებისა. ჩვენ იატაკზე დავჯექით და მივაყურადეთ იმას, თუ რა ხდებოდა გარეთ. უკვე რამდენიმე წამში ჭექა-ქუხილისგან მიწა იძრა, ქარბუქი ხეებს აზანზარებდა, ცამ კი მიწაზე წვიმის მძლავრი ნაკადი დაუშვა. ვასუდევამ დაჟინებით შემომხედა თვალებში, ცრემლით სავსე თვალებით. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მკითხა, შეეძლო თუ არა გადმოეშალა ჩემთვის ქარიშხალი, რომელიც მის საკუთარ გულში მძვინვარებდა. მისი ნდობით გაკვირვებულმა თანხმობა განვუცხადე.

ვასუდევამ თავისი ამბის თხრობა დაიწყო. იგი დაიბადა კალკუტის მდიდარ ოჯახში. სრულიად ახალგაზრდამ დოქტორის ხარისხი აიღო და ცნობილი პროფესორი გახდა. დაახლოებით იმავე დროს უფალ რამას თაყვანისმცემლები გაიცნო და თვითონაც დაიწყო მისი თაყვანისცემა. “ერთხელ, ჩემთან ოფისში ორი მაღალი სტუმარი მოვიდა. მათ თავიანთი გურუს მიერ გამოტანებული ნუგბარი და საჩუქრები მოიტანეს. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მომინახულეს, და როცა თავიანთ გურუსთან შეხვედრაზე დამპატიჟეს, მე დავთანხმდი”.

აღმოჩნდა, რომ გურუმ ვასუდევას ცხოვრების შესახებ დაწვრილებით იცოდა ყველაფერი. არანაირი ეჭვი აღარ რჩებოდა, რომ მას ფიქრების წაკითხვაც შეეძლო. გაოცებულმა ვასუდევამ მიიღო ამ ადამიანის წინადადება, რომ რეგულარულად ევლო მასთან. მე ხარბად ვისმენდი მის მონათხრობს, გახარებული მომდევნო შესაძლებლობით გამეგო, თუ როგორ ირჩევს ადამიანი გურუს.

“ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, - განაგრძო ვასუდევამ, - გურუმ თავისი გეგმები გამიმხილა. “მე ყურადღებით გადევნებდი თვალყურს, - თქვა მან. – შენ ახალგაზრდა, ჭკვიანი და სახელგანთქმული ხარ. შენი დახმარება მჭირდება. მინდა, რომ ინიციაცია მოგცე ჩვენს რიტუალებში”.” ამის გახსენებაზე ვასუდევა ძლივს იკავებდა მოწოლილ გრძნობებს. “მე ვუპასუხე, რომ ვიფიქრებდი მის წინადადებაზე”. იგი გაჩუმდა და თავზე ხელები შემოიჭირა, თითქოს ცდილობდა თავი დაეცვა რაღაც საშინელი მოვლენებისგან წარსულში. სასოწარკვეთილი თვალებით, ვასუდევამ შემომხედა: “რიჩარდ, - ჩაისუნთქა მან, - მე არ მინდა წაგბილწო ჩემი საშინელი ისტორიით, მაგრამ ჭკუიდან ვიშლები. ვინმეს უნდა გავანდო ეს ყველაფერი. შეიძლება განვაგრძო?”

“რა თქმა უნდა”.

ვასუდევა ყოფილი ფანჯრის ადგილისკენ შებრუნდა და ელვამ გაანათა მისი სახე, რომელზეც ტკივილის გრიმასა აღბეჭდილიყო. როგორც იქნა გაუმკლავდა ემოციებს და განაგრძო: “გადავწყვიტე ცნობები შემეგროვებინა ამ ადამიანზე და აღმოვაჩინე, რომ იგი – მეთაური იყო ძლევამოსილი სექტისა, რომელიც შავი ტანტრას პრაქტიკას ეწეოდა”. ვასუდევამ კვლავ შემომხედა თვალებში: “რაიმე გაგიგია შავ ტანტრიკებზე, რიჩარდ?”

“არა”, - ვაღიარე მე.

ვასუდევას ხმა აუკანკალდა. მან ამიხსნა, რომ ტანტრას მისტიკური პრაქტიკა ძალიან ძლევამოსილია და შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც სასიკეთოდ, ასევე ბოროტი მიზნებისთვის. “არსებობენ თეთრი ტანტრიკები, რომლებიც თავიანთ მისტიურ ძალებს ხალხის მსახურებისთვის იყენებენ. და არსებობენ შავი ტანტრიკები, რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებს იყენებენ, რათა ექსპლუატაცია გაუწიონ სხვებს ეშმაკური მიზნებისთვის. საზარელი მსხვერპლშეწირვების, ტანტრული სექსუალური რიტუალებისა და იოგას პრაქტიკის შედეგად ისინი საშინელ ძალაუფლებას მოიპოვვებენ ხოლმე ადამიანებზე. ამგვარად, ეს გურუ განსაკუთრებულად ძლიერი შავი ტანტრიკი აღმოჩნდა, რომელსაც შეეძლო სხვა ადამიანთა ჭკუები დაემორჩილებინა და მათი ცხოვრების მანიპულირება მოეხდინა. როცა ინფორმაცია მოვაგროვე ამ ადამიანზე, ჩემდა სამწუხაროდ გავიგე, რომ ინიციაციის რიტუალის დროს ის მოიპოვებდა ხოლმე ძალაუფლებას მოსწავლის სულზე რამდენიმე მომდევნო ცხოვრების განმავლობაში. ამის მერე აღარასოდეს მივსულვარ მასთან”.

“მაგრამ, ვასუდევა, თუკი თავი დააღწიე ამ გურუსთან ურთიერთობას, მაშინ რატომ კანკალებ ახლაც კი მისი ხსენებისას?”

“ეს მხოლოდ დასაწყისია, - განაგრძო მან თავისი ამბავი. – გურუს მოსწავლეები ყოველდღე მაკითხავდნენ სამსახურში, სახლში და ნებისმიერ ღონისძიებაზე, სადაც არ უნდა წავსულიყავი და თავს მაბეზრებდნენ. არსად არ შემეძლო მათგან დამალვა. ერთხელ ხუთნი შემოიჭრნენ ჩემს კაბინეტში და გარს შემომეხვივნენ მაგიდასთან მჯდომს. თავი ტყვედ ვიგრძენი. მაშინვე კაბინეტში თავად გურუ შემოვიდა. ის გამომეცხადა, რათა ჩემი სული მოეთხოვა. ხმით, რომელიც უარს ვერ აიტანდა, მან გამაფრთხილა: “უკვე ძალიან გვიანია. ახლა უკვე მე მეკუთვნი. დამემორჩილე, და შენ დიდება და წარმატება გელოდება, რომელზეც ახლა ვერც კი იოცნებებ. მაგრამ, თუ უარს იტყვი, ვფიცავ, სიკვდილამდე მიგიყვან ისე გაგტანჯავ!” მე აღშფოთებულმა და შეშინებულმა უარი ვუთხარი, და გურუმ ისე, რომ განრისხებული თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ოთახი დატოვა”.

ვასუდევამ ჩაისუნთქა და განაგრძო: “ერთ საღამოს, როცა სახლში მივედი ჩემს დაქვრივებულ დედასთან, დავინახე, რომ ის მათ მიერ დაგებულ მახეში აღმოჩენილიყო. განრისხებულმა ლანძღვა დამიწყო: “რატომ მიაყენე შეურაცხყოფა ამ წმინდა ადამიანს? შენ მისი მოსწავლე უნდა გახდე!” მე გაოგნებული ვიყავი. ვეცადე ამეხსნა, თუ როგორ ცინიკურად მანიპულირებდა ეს გურუ ადამიანებით, მაგრამ დედაჩემს არაფრის გაგონება არ სურდა. გურუმ და მისმა ხელქვეითებმა სრული ძალაუფლება მოიპოვეს მასზე. რამდენიმე დღეში დედამ საკუთარი სახლიდან გამომაგდო და მითხრა, რომ არ სურდა ჩემი შეურაცხყოფების თანამონაწილე გამხდარიყო. ჩემს გარშემო სამყარომ ნგრევა დაიწყო. შემდეგ, სექტის წევრების ზეგავლენით ჩემი კოლეჯის რექტორმა სამუშაოდან დამითხოვა”.

გარეთ მეხი ხეს დაეცა და უზარმაზარი ტოტი მოატეხა და ბრახუნით დაეცა სახლის სახურავს. ჩვენ ჩუნად ვიჯექით. ელვის დამაბრმავებლად კაშკაშა განათების შემდეგ ქუხილის ხმა გაისმა, რომელმაც თითქოს მთელი სამყარო შეძრა. ვასუდევა გაფითრდა. წყვეტილი ხმით მან განაგრძო: “მე უსახლკარო და უმუშევარი დავრჩი, მაგრამ გურუ-ტანტრიკის მოსწავლეები ყველგან დამყვებოდნენ. პოლიციაზეც კი მოახდინეს გავლენა, და მათ უარი თქვეს ჩემს დაცვაზე. რაღა დამრჩენოდა კალკუტადან წამოსვლის გარდა? მაგრამ სადაც არ უნდა წავსულიყავი, შავი ტანტრიკი თავისი ზებუნებრივი ძალების წყალობით ყოველთვის მპოულობდა ხოლმე და თავის ხალხს მიგზავნიდა”.

რა სამუშაოზეც არ უნდა მოწყობილიყო ვასუდევა, გურუს წარმოგზავნილები არწმუნებდნენ სამუშაოს მიმცემებს, რომ გაეგდოთ იგი. რა საცხოვრებელიც არ უნდა აეღო არენდით, არწმუნებდნენ მეპატრონეს, რომ გაესახლებინა. ვასუდევამ გაზეთსაც მიმართა, რათა მსოფლიოსთვის შეეტყობინებინა თავისი ისტორია, მაგრამ ჟურნალისტებმა არ დაუჯერეს. “ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა”, - თქვა მან.

და ამ დროს ჩვენთან ოთახში დიდი გომბეშო შემოხტა. თვალებით მე მომაშტერდა. გავიფიქრე: “ვინ იცის, იქნებ შავმა ტანტრიკმა გამოგზავნა?” ამ აზრმა შემძრა. ვასუდევა თითქოს მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი. “ნამდვილად გინდა, რომ განვაგრძო ჩემი ამბავი?” – მკითხა მან

ცა ჭექა-ქუხილმა გააპო. “უკვე მე თვითონაც არ ვიცი ვასუდევა”, - ვაღიარე მე. მიუხედავად იმისა, რომ შეშინებული ვიყავი, მაინც ვხვდებოდი, რომ უნდა მომესმინა ეს ისტორია. “და შემდეგ რა მოხდა?”

“ეს ბოროტმოქმედი-იოგი გააცოფა ჩემმა უდრეკობამ და გადაწყვიტა მოვეკალი. მაგიური რიტუალებისა და მანტრების მეშვეობით მან შექმნა უხილავი იარაღი, რომელიც ერთმანეთისგან ანცალკევებს სულსა და სხეულს, ანუ კლავს მსხვერპლს. თუმცაღა სხეულის განადგურება – არაა მთავარი. სანამ მსხვერპლი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის იმყოფება, შავი ტანტრიკი ძალაუფლებას მოიპოვებს ხოლმე ნატიფ სხეულზე, რომლითაც სულია შემოსილი. როცა ეს საზარელი იარაღი მოქმედებაში მოიყვანა, მთელი ჩემი ჭკუა და სხეული საშინელი ტკივილისგან იქნა პარალიზებული. ვიგრძენი, თუ როგორ დამესხნენ თავს მოჩვენებები ეთერულ სხეულებში. შველას ვითხოვდი და უფლის სახელების გამეორება დავიწყე. სანამ ჩემს ცნობიერებაში წმინდა სახელი ჟრერდა, უჩინარი იარაღი უძლური იყო და არ შეეძლო ჩემი განადგურება. მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ვგრძნობდი საკუთარ თავზე ამ იარაღის მოქმედებას. მტკიცედ ვიცოდი, რომ ერთი წამითაც რომ დამევიწყებინა უფლის წმინდა სახელი, სიკვდილზე გაცილებით უფრო საშინელი ხვედრი მელოდა. და მე შეუჩერებლად ვიმეორებდი მას. იარაღს არ შეეძლო ჩემი მოკვლა, სანამ ღმერთის სახელი ჟღერდა. ხოლო თუ დემონური იარაღი თავის მსხვერპლს ვერ კლავს, მაშინ ის ბუმერანგივით უბრუნდება გამომგზავნს და კლავს მას. შავი ტანტრიკი თავისივე იარაღით იქნა განადგურებული. ასე გადამარჩინა ღმერთის სახელმა”.

ამ საშინელი ამბის მოსმენის შედეგად ვიგრძენი, რომ მთელი სხეული ამიკანკალდა. ახლოს მივჩოჩდი ვასუდევასთან და მოსმენა განვაგრძე.

“მაგრამ ეს ბოროტი მისტიკოსი დღემდე აგრძელებს არსებობას; უბრალოდ ახლა მას ფიზიკური სხეული არა აქვს. ახლა ის ასტრალური პლანიდან ხელმძღვანელობს თავის მოსწავლეებს, და ჩემთან აგზავნის შურის საძიებლად. ისინი განუწყვეტლივ ნადირობენ ჩემზე. დიდხანს ვერსად ვერ ვჩერდები, რადგანაც დათვლილ კვირეებში ისინი მპოულობენ და ტერორს მიწყობენ”.

გარეთ ქარბუქმა ჩაცხრომა დაიწყო. ვასუდევამ ღრმად ჩაისუნთქა: “ასე, ჩემი სურვილისა და ბუნების საწინააღმდეგოდ, ღატაკი მწირი გავხდი. მე ვიცოდი, რომ თუ გულწრფელად მივენდობოდი ღმერთს, იგი დამიცავდა, მაგრამ, სანამ ეს დღე არ დამდგარა, იძულებული ვარ გაქცევით ვუშველო ხოლმე თავს და წმინდა ადამიანის ტანსაცმლით შევინიღბო”.

ჭრიჭინებმა თავიანთი სიმღერა დაიწყეს. ვასუდევამ ყურადღებით შემომხედა თვალებში: “მაპატიე, რომ ეს ყველაფერი მოგიყევი. ამ საიდუმლოს მრავალი წელია ვინახავ, და ძალიან მჭირდებოდა, რომ ვინმესთან მელაპარაკა ამაზე. იცი, რიჩარდ, მე არავის ვადანაშაულებ. საბოლოო ჯამში, მე თვითონ ვარ ყველაფერში დამნაშავე”.

ვერ ვხვდებოდი, რაში იყო მისი დანაშაული, და ვთხოვე, რომ აეხსნა ჩემთვის.

მაშინ ვასუდევამ არაყალბი მორჩილებით მითხრა, რომ ყველა მისი უბედურება – ცუდი კარმის შედეგია, რომელიც წინა ცხოვრებიდან მოდიოდა. “არ ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი საშინელი ხვედრი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს სამართლიანია. და კიდევ ვიცი, რომ თუ ღირსებით გავივლი ამ გამოცდას და ღმერთს მივენდობი, ის მიშველის”.

მოკანკალე ხელით ვასუდევამ ხელი ჩამკიდა და უკანასკნელი თხოვნით მომმართა: “შენ – ჩემი მეგობარი ხარ, და უნდა მოგიფრთხილდე. უნდა დამტოვო, სანამ თავად არ გახვეულხარ უსიამოვნებებში. თუკი ხვალ დილით აქ არ იქნები, ყველაფერს გაგიგებ. ჩემო ძმაო, ძალიან გთხოვ, ძალიან ფრთხილად იყავი შენი გზის ძიებაში. შენ ძლევამოსილი ადამიანების წყალობას აფარებ თავს, მაგრამ მათგან ნამდვილად არაა ყველა წმინდანი. და კიდევ, ძალიან გთხოვ, ილოცე ჩემთვის”.
ჩვენ სიჩუმეში ვიჯექით. მე ერთი სიტყვის თქმაც კი არ შემეძლო. იმ ყველაფრისგან, რაც ინდოეთში ვნახე, ვიცოდი, რომ მრავალი გურუ ფლობდა უზარმაზარ შესაძლებლობას, რომლითაც შეეძლოთ ეიძულებინათ მოსწავლეებისთვის ნებისმიერი თავისი ბრძანების შესრულება. ჩემი თანამგზავრის გულახდილმა საუბარმა იმაზე მეტად შემაშინა, ვიდრე ცოფიანი ძაღლების შემოტევამ. ისინი, სხვა თუ არაფერი ჩანდნენ მაინც, და მათგან თავის დაცვა შეიძლებოდა. მაგრამ როგორ უნდა დამეცვა თავი უჩინარი ბოროტი ძალებისგან, რომლებიც მზად არიან თავს დაესხან თავისთვის, სულიერ გზაზე მშვიდად მიმავალ ადამიანს?

ვასუდევა მიწაზე დაწვა დასაძინებლად, და ბალიშის ნაცვლად ხელი ამოიდო თავქვეშ. მე კი ძილის თავი არ მქონდა. ფანჯრის ადგილიდან ცას შევცქეროდი. ღრუბლებს მიღმა ალაგ-ალაგ ვარსკვლავები მოჩანდნენ, მაგრამ მთვარე არ ჩანდა. ვასუდევა მოუსვენრად წრიალებდა ძილში. მზად ვიყავი გამეზიარებინა მასთან ერთად მისი ცხოვრების მთელი სიმძიმეები? მხოლოდ ამ აზრისგანაც კი კანკალი მიპყრობდა. შემიძლია მხოლოდ ლოცვით დავეხმარო. და ეს ყველაფერია, რასაც თვითონ მთხოვდა. სანამ ვასუდევა ძილში შფოთავდა, წრიალებდა და კვნესოდა, მე ღამეს შევერიე და ვლოცულობდი იმაზე, რომ ჩემს მიერ არჩეული გზა უსაფრთხო ყოფილიყო და რომ ვასუდევას ოდესმე მოეპოვებინა სულის სიმშვიდე.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   გზა შინისაკენ   Oct 15 2011, 10:47 AM
Atman   დავიწყებ სხვადასხ...   Oct 15 2011, 11:02 AM
Atman   შეხვედრა დედა ტერე...   Oct 15 2011, 11:08 AM
Atman   შეხვედრა დალაი-ლამ...   Oct 15 2011, 11:16 AM
Atman   შეხვედრა მუსულმან...   Oct 15 2011, 11:21 AM
Atman   რას მეტყვით ფორუმი...   Oct 15 2011, 12:16 PM
Atman   მოკლედ გადავწყვიტ...   Oct 15 2011, 03:00 PM
Atman   [u]ნაწილი პირველი [size...   Oct 15 2011, 05:56 PM
Atman   *** ჩემი მშობლები, ჯე...   Oct 16 2011, 08:36 AM
Atman   ცხოვრების აზრის ძი...   Oct 18 2011, 06:11 AM
Atman   მე მხურვალედ თანავ...   Oct 18 2011, 04:21 PM
Atman   მე და ჩემი მეგობრე...   Oct 18 2011, 05:40 PM
Atman   *** ჰარი ლისი, რომელთ...   Oct 19 2011, 08:23 AM
Atman   კოლეჯში შავკანიან ...   Oct 19 2011, 08:54 AM
Atman   “ძალადობა იმ ბოროტ...   Oct 19 2011, 11:59 AM
Atman   სასწავლო წელი დასრ...   Oct 19 2011, 02:08 PM
Atman   თავი მეორე ჩემი გა...   Oct 20 2011, 04:16 PM
Barmalei   Atman თავიდან უფრო სა...   Oct 20 2011, 04:44 PM
Atman   Barmalei თავიდან უფრო ს...   Oct 20 2011, 04:50 PM
Atman   *** ჩვენი პირველი ევ...   Oct 20 2011, 06:04 PM
Atman   ავტორის კიდევ ერთი...   Oct 20 2011, 07:19 PM
Atman   რადჰანათჰა სვამი თ...   Oct 20 2011, 09:12 PM
Atman   ეს პირველ პოსტში დ...   Oct 24 2011, 02:56 PM
Atman   ჩვენი მოგზაურობა გ...   Oct 24 2011, 05:07 PM
Atman   კონცერტის შემდეგ მ...   Oct 24 2011, 07:58 PM
Fee   Atman კიდევ ერთი საინ...   Oct 24 2011, 08:16 PM
Atman   Fee :kiss1:   Oct 24 2011, 08:31 PM
Atman   ლონდონში მე და ჰარ...   Oct 24 2011, 08:59 PM
Atman   *** ბორანით ლა-მანში ...   Oct 25 2011, 09:47 AM
Atman   რამდენიმე დღეში რა...   Oct 25 2011, 04:46 PM
Atman   თავი მესამე ფლორე...   Oct 25 2011, 05:51 PM
Atman   ვისაც ეს თემა დაგა...   Oct 26 2011, 06:21 AM
Lashapoli   Радханатха Свами - Путешест...   Nov 15 2011, 10:56 PM
Atman   ამ წიგნის მხოლოდ მ...   Jan 2 2012, 06:56 AM
Τρισμέγιστος   Atman ანუ, რომანის ფორ...   Jan 3 2012, 11:15 AM
Atman   Τρισμέγιστος ანუ, რომა...   Jan 3 2012, 12:32 PM
Atman   კიდევ ერთი საინტერ...   Jan 4 2012, 09:59 AM
Atman   კიდევ ერთი საინტერ...   Jan 9 2012, 08:45 PM
Atman   მოკლედ ბევრი ვიფიქ...   Jan 10 2012, 08:42 AM
earth   Atman ამ დილით გადავწ...   Jan 11 2012, 12:32 AM
LAIRA   :(   Jan 11 2012, 12:34 AM
td.........   ანუ აქ რაც არ უნდა დ...   Jan 11 2012, 01:56 AM
tikoroma   ლინკი ატმანისგან h...   Feb 8 2012, 10:33 AM
tikoroma   http://vedamedia.ru/duhovnye-uchiteli/radh...ozhd-...   Mar 23 2012, 11:55 PM
LAIRA   ესე იგი არსადაც არ ...   Mar 24 2012, 02:44 AM
Zeus   ესეთი წიგნები ერთ ...   Mar 25 2012, 08:47 PM
Atm@n   http://www.youtube.com/watch?v=AEuAC-_cbbc...B73C2...   Nov 30 2012, 11:43 PM
Existence   მართლა კაი წიგნია   Dec 1 2012, 02:37 PM
anima mundi   Atm@n ეს ის ჭკუაა მე რ...   Dec 2 2012, 01:38 AM
Atm@n   ამ წიგნში ჩემთვის ...   Dec 2 2012, 08:08 AM
earth   Atm@n ამ კვირა დილას ს...   Dec 2 2012, 09:22 AM
Atm@n   earth :kiss1: თუ ვინმეს უ...   Dec 2 2012, 10:32 AM
Fee   აუ როგორ მომწონს ე...   Dec 8 2012, 04:51 PM
anima mundi   ჩემი ამპარტავნება ...   Dec 8 2012, 05:27 PM
Atm@n   anima mundi არ მჭირდება ა...   Dec 8 2012, 07:45 PM
anima mundi   Atm@n ცხოვრება ჯობია ...   Dec 8 2012, 11:38 PM
Atm@n   anima mundi ცხოვრება ჯობ...   Dec 9 2012, 07:42 AM
ano   მე აუდიო წიგნს მოვ...   Feb 27 2013, 12:58 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 10th June 2024 - 04:19 PM