IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ვედური ფილოსოფია, საბაზისო კურსი
Atman
post May 24 2011, 04:48 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



“შესავალი”

რა არის ვედური ფილოსოფიის მიზანი? რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას?

ვედური ფილოსოფიის მიზანია – გააშუქოს გზა, რომელსაც თუკი გავყვებით, ტანჯვისგან განვთავისუფლდებით. ამიტომ ვედური ტრადიცია არასოდეს არ თვლიდა ფილოსოფიას კაბინეტის მოაზროვნეების ხვედრად, რომელთა მსჯელობაც დაცილებულია რეალურ ცხოვრებას. ფილოსოფია, ვედების თანახმად, უნდა მიგვიყვანოს პრაქტიკულ შედეგამდე – ტანჯვისგან განთავისუფლებამდე.

თავად სიტყვა ფილოსოფია სიტყვასიტყვით ითარგმნება ბერძნულიდან როგორც “სიბრძნის სიყვარული”. სიტყვა სიბრძნის ერთ-ერთი მნიშვნელობაა ესააა – თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.

თეორიის შესწავლის შემდეგ მოსწავლე მის პრაქტიკაში გამოყენებას ცდილობს და ამგვარად გამოცდილებას იძენს. ამასთან ცოდნა, რომელიც თავდაპირველად წიგნისეული და მისი ცხოვრებისგან დაცილებული იყო, თანდათანობით ცნობიერების სიღრმეში აღწევს. ცოდნის ათვისება ნიშნავს მის მიღებას საკუთარ გონებაში და პრაქტიკულ ცხოვრებაში მისით ხელმძღვანელობას. ასეთი ცოდნა ადამიანის მსოფლმხედველობის ნაწილი ხდება, ისევე როგორც გადამუშავებული საკვები ჩვენი სხეულის ნაწილი.
რა ნაწილებისგან შედგება ვედური ფილოსოფია?

ვედურ ფილოსოფიაში არსებობს ცოდნის 4 განყოფილება:

1. პრამანა (გნოსეოლოგია) - “აღქმის (შესწავლის) მეთოდი”.

2. სამბანდჰა-გიანა (ონტოლოგია) - “სწავლება ყოფიერების შესახებ”.

3. აბჰიდეია-გიანა (ეთიკა) - “ცოდნა პრაქტიკის შესახებ, რმელსაც ცხოვრების სრულყოფამდე მივყავართ”.

4. პრაიოჯანა-გიანა (მეტაფიზიკა) - “ცოდნა ცხოვრების უმაღლესი სრულყოფილების შესახებ”.

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვედური ფილოსოფია – ესაა სწავლება შესწავლის მეთოდის (პრამანა), ყოფიერების (სამბანდჰა-გიანა), ცხოვრების სრულყოფის პრაქტიკის (აბჰიდეია-გიანა) და უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელსაც ამ პრაქტიკით შეგვიძლია მივაღწიოთ (პრაიოჯანა-გიანა).
რას წარმოადგენს ვედური გნოსეოლოგია?

ვედური გნოსეოლოგია, ანუ “ცოდნა შესწავლის მეთოდების შესახებ”, ვედების ძალიან მნიშვნელოვანი განყოფილებაა, რომლის გაგების გარეშეც შეუძლებელია ჩავწვდეთ დანარჩენი ცოდნის დაფარულ აზრს. ამგვარად, იმისათვის, რომ შევისწავლოთ ვედური ონტოლოგია, ეთიკა და მეტაფიზიკა თავისი პირვანდელი სახით, თავიდან ადამიანმა უნდა გაიგოს, თუ რომელი მეთოდის დახმარებითაა ეს შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვედური ცოდნა მიუწვდომელი ხდება.

ცოდნის მიღების მეთოდს სანსკრიტზე პრამანა – “მტკიცებულება” ეწოდება. როდესაც ადამიანი რეალობის ასპექტებზე საუბრობს, მან თავისი სიტყვები ავტორიტეტული მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს. და გნოსეოლოგიის განყოფილება გვიჩვენებს, თუ რომელი წყაროდან შეგვიძლია ამ მტკიცებულებების აღება.

რას წარმოადგენს ვედური ონტოლოგია?

“ცოდნას ყოფიერების შესახებ” სანკრიტზე ეწოდება სამბანდჰა-გიანა და იგი თავის თავში მოიცავს 7 თემას:

1. ჭეშმარიტება ღმერთის უმაღლესი მდგომარეობის შესახებ.

2. ჭეშმარიტება ღმერთის ენერგიების შესახებ.

3. ჭეშმარიტება ღმერთთან ურთიერთობების შესახებ.

4. ჭეშმარიტება სულის კონსტიტუციური მდგომარეობის შესახებ.

5. ჭეშმარიტება სულის შესახებ განპირობებულ მდგომარეობაში.

6. ჭეშმარიტება სულის შესახებ განთავისუფლებულ მდგომარეობაში.

7. ჭეშმარიტება ღმერთისა და მისი ენერგიების ერთდროული ერთიანობისა და განსხვავებულობის შესახებ.


თუკი ამ ჭეშმარიტებებს (სამბანდჰა-გიანას) ადამიანი შესწავლის სწორი მეთოდების დახმერებით შეისწავლის, იგი პრაქტიკას (აბჰიდეიას) შეუდგება, მაშინ ის უეჭველად მიაღწევს ცხოვრების უმაღლეს სრულყოფილებას (პრაიოჯანას).

რას წარმოადგენს ვედური ეთიკა?

ცოდნას იმ პრაქტიკის შესახებ, რომელსაც ცხოვრების უმაღლეს სრულყოფამდე მივყავართ, სანსკრიტზე ეწოდება აბჰიდეია-გიანა. ეს პრაქტიკა ორი ნაწილისგან შედგება:

1. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც წესებისა და რეგულაციების თანახმად ხორციელდება – ვაიდჰი-სადჰანა-ბჰაკტი.
2. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც ღმერთისადმი თავისუფალი, არამოტივირებული სიყვარულით ხორციელდება - რაგანუგა-სადჰანა-ბჰაკტი.

რას წარმოადგენს ვედური მეტაფიზიკა?

ცოდნას უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელიც მისაწვდომია ადამიანისთვის, სანსკრიტზე ეწოდება პრაიოჯანა-გიანა. გზა უმაღლესი სრულყოფილებისკენ ასევე ორ საფეხურად მიმდინარეობს:

1. ღმერთისადმი სიყვარულის საწყისი სტადია – ბჰავა-ბჰაკტი.
2. ღმერთის წმინდა სიყვარული – პრემა-ბჰაკტი.

ამგვარად ვედური ფილოსოფიის წვდომა რეალურ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომ ცხოვრების უმაღლეს სრულქმნას მიაღწიოს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Jan 3 2012, 06:51 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 12.

«კრიშნას უსაზღვრო დიდება და სიტკბოება»



რაშია კრიშნას იმ უკანასკნელი ოთხი თვისების განსაკუთრებულობა, რომლებსაც «ტკბილს» (მათჰურჲას) უწოდებენ? რას ნიშნავს ეს?

ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, ბჰაგავანს, შეუძლია თავი გამოავლინოს ორი განწყობილებით:

• აიშვარჲა — უსაზღვრო დიდებულება

• მათჰურჲა — უსაზღვრო სიტკბოება

კრიშნა უსაზღვროდ დიდებულია. არავინაა მისი ტოლი ან მასზე ამაღლებული. მაგრამ, ამავე დროს, იგი აღსავსეა უსაზღვრო სიტკბოებით. ეს ორი განწყობა შეუცნობელი სახით ერთდროულად არსებობს კრიშნაში და მის ყოვლადმიმზიდველ სილამაზეს ქმნის. და სწორედ ბოლო ოთხი თვისების წყალობით, მათჰურია, კრიშნას სიტკბოება უსაზღვრო დონით გამოვლინდება:

1. რუპა-მათჰურჲა — იგი ფლობს ენით აღუწერელ სილამაზეს, რომელსაც ვერაფერი შეედრება მთელს სამყაროში.
2. ვენუ-მათჰურჲა — თავის ფლეიტაზე დაკვრით მას შეუძლია მიიზიდოს ყველა ცოცხალი არსება.
3. პრემა-მათჰურჲა — იგი ყოველთვის თავისი ერთგულების გარემოცვაშია, რომლებიც უდიდეს სიყვარულს განიცდიან მის მიმართ.
4. ლილა-მათჰურჲა — იგი ავლენს სხვადასხვა გასაოცარ თამაშებს.

როგორც წინა გაკვეთილში ვახსენეთ, ეს ოთხი განსაკუთრებული თვისება მხოლოდ შრი კრიშნას აქვს, რომელიც მარადიულად იმყოფება თავის უმაღლეს ტრანსცენდენტალ სასუფეველში – ვრინდავანში. იქ იგი ჩაფლულია მრავალფეროვან ტკბილ თამაშებში თავის უახლოეს თანამგზავრებთან ერთად. ხოლო მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებული სხვა როლების შესასრულებლად იგი საკუთარი თავიდან გამოყოფს სხვადასხვა ექსპანსიებს, მაგრამ თავად არასოდეს ტოვებს ვრინდავანს.

როგორაა მოწყობილი სულიერი სამყარო და რომელ ფორმებში ავლენს იქ თავს უფალი?

სულიერი სამყარო უამრავი სულიერი პლანეტისგან შედგება, სადაც უფალი თავისი სხვადასხვა ფორმით სუფევს და სხვადასხვა განწყობას ავლენს. ასე ჩნდება სულიერი სამყაროს სულიერი ურთიერთობების უზარმაზარი მრავალფეროვნება. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა სულიერი პლანეტა ერთ – სულიერ დონეზე იმყოფება, მათ შორის მაინც არის განსხვავება. ეს განსხვავება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ვლინდება იქ ზემოთ დასახელებული უფლის ორი განწყობილება – აიშვარჲა და მათჰურჲა. მათჰურჲას ზრდასთან ერთად შესაბამისად მცირდება აიშვარჲა. და რაც უფრო მეტად ვლინდება ღმერთის სიტკბოება - მათჰურჲა, მით უფრო მაღლა მდგომად ითვლება უფლის სასუფეველი, რამეთუ სწორედ ტკბილ და თბილ ურთიერთობებს მოაქვთ უფრო მეტი ბედნიერება როგორც კრიშნასთვის, ასევე მისი ერთგულებისათვის.
ქვემოთ ჩვენ მოვიყვანთ ღმერთის ძირითადი სასუფევლების ჩამონათვალს (მათჰურჲას ასპექტის კლების მიხედვით):

• ვრინდავანი — კრიშნას უზენაესი სასუფეველი
• მათჰურა — ვასუდევას სასუფეველი
• დვარაკა — ვასუდევას სასუფეველი
• აიოდჰჲა — უფალ რამას სასუფეველი
• ვაიკუნთჰა — უფალ ნარაჲანას სასუფეველი

ამრიგად, იმის მიხედვით, თუ როგორ ვლინდება უფლის სიტკბოება (მათჰურჲა), იკლებს მისი დიდებულების ასპექტი (აიშვარჲა). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უფალი კარგავს თავის დიდებულებას. არა, უბრალოდ კრიშნას სიტკბოების ასპექტი ფარავს მის დიდებულებას, რადგანაც უფრო მიმზიდველია. თუმცა აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ კრიშნას დიდებულების გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია მისი სიტკბოების წვდომა. იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ ღმერთის ტრანსცენდენტული ბუნება, შრილა პრაბჰუპადა რეკომენდაციას გვაძლევს ჯერ შევისწავლოთ “ბჰაგავად-გიტა, როგორიც არის”, შემდეგ თანმიმდევრულად შევისწავლოთ “შრიმად-ბჰაგავატამი”, დაწყებული პირველი სიმღერით, შემდეგ კი “ჩაიტანჲა ჩარიტამრიტა”.

ღმერთის დიდებულების განწყობილება ვაიკუნთჰას სულიერ პლანეტებზე სუფევს, სადაც ერთგულები ეთაყვანებიან მას, როგორც უზენაეს ბატონს. ამასთან ისინი განიცდიან ისეთ გრძნობებს, როგორიცაა აღტაცებული მოწიწება, გაოცება და აღფრთოვანება მისი დიდებულებისადმი. ამ პლანეტებზე უფლის ასპექტი - მათჰურჲა პრაქტიკულად არ ვლინდება.
აიოდჰჲაში, დვარაკაში და მათჰურაში უფლის სიტკბოების ასპექტი თანდათან მატულობს.
და მხოლოდ ვრინდავანში, ღმერთის უმაღლეს სასუფეველში, მათჰურიას ასპექტი იმდენად უსაზღვროდაა გამოვლენილი, რომ აიძულებს ერთგულებს – დაივიწყონ კრიშნას დიდებულება და ნებას აძლევს მათ, რომ გამოავლინონ გულწრფელი, სპონტანური სიყვარული მისადმი. სწორედ ვრინდავანში კრიშნა იმყოფება თავის პირვანდელ, ტრანსცენდენტალ ფორმაში, და მოკაზმულია უზენაესი ღვთაებრივი პიროვნების 64 თვისებით. ხოლო უფლის ყველა დანარჩენ სასუფეველში იგი სხვადასხვა ფორმით ვლინდება და 60 თვისებაზე მეტი არ აქვს.

რატომაა, რომ უფლის ურთიერთობა ვრინდავანში მის თანამგზავრებთან, მასაც და მის თანამგზავრებსაც უფრო მეტ ბედნიერებას ანიჭებს, ვიდრე სულიერი სამყაროს ყველა სხვა პლანეტაზე?

ურთიერთობა ღმერთთან, როგორც «უსაზღვროდ დიდთან», ზღუდავს ურთიერთობებს, რამეთუ დიდებულება დიდ დისტანციას წარმოშობს მასსა და მის ერთგულს შეორის. მაგრამ ვრინდავანში, სადაც ურთიერთობები გულწრფელ, სპონტანურ სიყვარულზე შენდება, ღმერთსა და მის ერთგულს შორის ჩნდება საოცრად ახლო, თბილი ურთიერთობები, რომლებიც შეზღუდული არაა მოწიწებისა და მოკრძალების გრძნობით. ასეთი ურთიერთობები ვლინდება სიტკბოებით სავსე ურიცხვი თამაშებით, რომლებიც უსაზღვრო ბედნიერების წყაროა როგორც თავად კრიშნასთვის, ასევე მისი ერთგულებისთვის.

როგორ შევიცნოთ კრიშნა მის უზენაეს სასუფეველში? როგორ მივაღწიოთ ამ სასუფეველს?

ბჰაგავად-გიტაში (8.6) კრიშნა ახდენს მნიშვნელოვანი კანონის ფორმულირებას:

ჲამ ჲამ ვაპი სმარან ბჰავამ
ტჲაჯატი ანტე კალევარამ
ტამ ტამ ევაიტი კაუნტეჲა
სადა ტად-ბჰავა-ბჰავიტაჰ


«ყოფიერებიდან რა მდგომარეობაც გაახსენდება ცოცხალ არსებას სხეულის დატოვებისას, ო, კუნტის შვილო, აუცილებლად იმავე მდგომარეობას დაუბრუნდება ახალ სიცოცხლეში».

უეჭველად, იმისათვის, რომ ვრინდავანს მიაღწიოს, ადამიანისთვის აუცილებელია კრიშნას და მისი წმინდა ერთგულის წყალობა. თუმცაღა ზემოთ მოყვანილი კანონის შესრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ წყალობის მოსაპოვებლად. ამრიგად, რა მდგომარეობაზეცაა კონცენტრირებული ადამიანი, სწორედ იმ მდგომარეობას მიაღწევს. ამიტომ, იმისათვის, რომ ყოფიერების უმაღლეს მდგომარეობას მივაღწიოთ კრიშნას უზენაეს სასუფეველში, ვრინდავანში, აუცილებელია ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია კრიშნას, უზენაესი ღვთაებრივი პიროვნების სახელზე, ფორმაზე, თვისებებზე და თამაშებზე მოვახდინოთ.

• აი რას წერს შრილა პრაბჰუპადა ამასთან დაკავშირებით ბჰაგავად-გიტას (18.65) კომენტარებში:

«…ეს სიტყვები ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანმა მთელი გულისყური უნდა მიაპყროს კრიშნას – მის სახებას: პირმშვენიერ ყმაწვილს ფლეიტა რომ უკავია, ლეგა ფერი გადაჰკრავს, ფარშევანგის ბუმბულით დაუმშვენებია თმები. კრიშნას ხატება აღწერილია “ბრაჰმა-სამჰიტაში” და სხვა ვედურ ნაწარმოებებში. აი, ამ ხატებას, უფლის პირველსახეს უნდა მიაპყროს ჭკუა ადამიანმა ისეთი დაჟინებით, რომ ღმერთის სხვა სახეებზედაც კი არ უნდა გაექცეს ყურადღება. უფალს მრავალ სახე აქვს: ვიშნუ, ნარაიანა, რამა, ვარაჰა და სხვ., მაგრამ ერთგული მთელი არსებით და თვალმოუშორებლად უნდა ეთაყვანოს იმ ფორმას, არჯუნას გვერდით რომ იყო გაცხადებული. კრიშნას ფორმაზე ჭკუის დაუნჯება ცოდნის ყველაზე საიდუმლო ნაწილია, იგი უფალმა თავად გაანდო არჯუნას, როგორც მეგობარს.».

• ასევე ბჰაგავად-გიტას (8.6) კომენტარებში შრილა პრაბჰუპადა ამტკიცებს:

«…იმისათვის, რომ სიცოცხლის ბოლოს ყოფიერების უმაღლეს მდგომარეობას მივაღწიოთ, ყველაზე საუკეთესო გზაა გავიმეოროთ:

ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარ ».


ღმერთს უამრავი სხვადასხვა სახელი აქვს. თუ ადამიანი ღმერთის სხვა სახელებს გაიმეორებს, რა შედეგს მიაღწევს ამით?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   ვედური ფილოსოფია   May 24 2011, 04:48 PM
Atman   გაკვეთილი 1 “გზა სა...   Jun 1 2011, 05:43 PM
Atman   სადაა დამალული ადა...   Jun 3 2011, 03:45 PM
Atman   რაღაც ტექსტებს გამ...   Jun 29 2011, 05:34 PM
kate   Atman აინტერესებს ვინ...   Jun 30 2011, 04:13 AM
Atman   kate კარგი იქნება თუ ...   Jun 30 2011, 05:28 AM
Emigranti   პარამატმას (ზესული...   Jun 30 2011, 12:17 PM
Atman   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:35 PM
mata   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:39 PM
Atman   ისევ სურვილების ას...   Jul 2 2011, 02:16 PM
Atman   გონების გაფანტულო...   Jul 3 2011, 07:15 AM
Atman   Желание властвовать (3 წუთ...   Jul 4 2011, 09:13 PM
Existence   რა ქენი წაიკითხე ი...   Jul 7 2011, 08:26 PM
Atman   ვაგრძელებ ტექსტებ...   Aug 7 2011, 10:21 AM
Atman   გაკვეთილი 3. «როგორ...   Aug 7 2011, 10:26 AM
mata   Atman ეს ყველაფერი რო...   Aug 7 2011, 10:34 AM
Atman   mata ეს ყველაფერი რომ...   Aug 7 2011, 10:50 AM
mata   Atman ეს ვედური ფილოს...   Aug 7 2011, 11:09 AM
Atman   mata რა თქმა უნდა ეს ე...   Aug 7 2011, 11:19 AM
mata   Atman და რა უნდა ერქვა...   Aug 7 2011, 11:32 AM
Atman   ეჰ, ყველას თავისი თ...   Aug 7 2011, 12:04 PM
mata   და რამ გაყო ერთმან...   Aug 7 2011, 12:30 PM
Atman   mata ეს იგივეა ეხლა რ...   Aug 7 2011, 12:49 PM
mata   მემგონი არაფერი უნ...   Aug 7 2011, 12:58 PM
Atman   mata მემგონი არაფერი ...   Aug 7 2011, 01:03 PM
mata   შეცდომა არ დაგიშვი...   Aug 7 2011, 01:08 PM
Atman   გაკვეთილი 4. «ჭეშმა...   Aug 9 2011, 06:23 PM
Atman   გაკვეთილი 5 «ვედურ...   Aug 9 2011, 06:28 PM
Existence   [size=3]Дзен. Махапхарата [url=ht...   Aug 11 2011, 10:17 PM
Atman   გაკვეთილი 6. «მოსწა...   Aug 30 2011, 03:53 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:24 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:28 PM
Atman   გაკვეთილი 8. «კურსი...   Sep 13 2011, 08:45 PM
Atman   გაკვეთილი 9. [b]«ბჰაგ...   Sep 13 2011, 08:58 PM
Atman   გაკვეთილი 10. «კრიშნ...   Sep 14 2011, 05:01 AM
Atman   გაკვეთილი 11. «კრიშნ...   Sep 14 2011, 07:15 PM
Atman   გაკვეთილი 12. «კრიშნ...   Jan 3 2012, 06:51 AM
Atman   [b]გაკვეთილი 13 [i][b]«ჰა...   Jan 3 2012, 06:12 PM
Atman   გაკვეთილი 14 [b]«უფალ...   Jan 5 2012, 07:28 PM
kate   Atman 2. უარყოფა იმისა, ...   Jan 6 2012, 07:05 AM
Atman   kate ეს მეცამეტე გაკვ...   Jan 6 2012, 07:20 AM
Atman   გაკვეთილი 15. [b]«კრიშ...   Jan 9 2012, 07:25 PM
Atman   მოკლედ ბევრი ვიფიქ...   Jan 10 2012, 08:42 AM
narilla   აბსოლუტის/პირველმ...   Jul 12 2012, 03:12 PM
Adidas   narilla კატაფატიკური/დ...   Jul 12 2012, 04:41 PM
narilla   ღმერთის შემეცნები...   Jul 12 2012, 07:18 PM
Adidas   narilla უპანიშადები ძა...   Jul 12 2012, 07:31 PM
narilla   გავეცნობი :good:   Jul 12 2012, 07:57 PM
MaH_AtMa   Atman თუ იცი, ინდოეთში ...   Jul 20 2012, 04:37 AM
Adidas   MaH_AtMa თუ იცი, ინდოეთშ...   Jul 20 2012, 05:45 AM
narilla   ატმან, უპანიშადები...   Aug 29 2012, 05:16 PM
Atm@n   narilla „დარნაშას“ უწო...   Aug 29 2012, 06:38 PM
narilla   narilla დარნაშა არა, და...   Aug 29 2012, 08:29 PM
Atm@n   Почему Кришна черный? Этот ...   Dec 16 2012, 01:17 PM
Atm@n   თბილისის აშრამში ჩ...   Dec 25 2012, 09:07 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 11th June 2024 - 08:59 AM