უცნაური ხმების ფენომენი |
უცნაური ხმების ფენომენი |
Jan 20 2012, 12:59 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო თემაა და ცალკე ტოპიკში გამოვყოთ.
2012-ის დასაწყისში გახშირდა უცაური, გაურკვეველი წარმოშობის ხმების ფენომენი. მსოფლიოს გარშემო ხალხი აფიქსირებს ხმამაღალ უცნაურ ხმებს, რომელიც როგორც მივხვდი ზემოდან ისმის, და რომელიც უჩვეულოა და მანამდე არასოდეს არ გაუგონიათ. ამ პლეილისტში არის ეს ვიდეოები შეკრებილი: http://www.youtube.com/user/Ulbricht4279#p...4F14EE841B2076C ეხლა არის ამ ვიდეოების ბუმი, თუმცა პირველი ასეთი ვიდეო დაიდო 2011 წლის ზაფხულში, რომელიც ჩაწერილი იყო კიევში: http://www.youtube.com/watch?v=vcUDYBIrWio...eature=youtu.be ამ კიევის ვიდეოში, მე მივაგენი ფორუმს სადაც არის ამ ვიდეოს განხილვა: http://2012god.ru/forum/forum-6/topic-1780/page-1/ ხოდა ტიპს უწერია, რომ იმავე პერიოდში კიდევ 2 ვიდეო იყო მსგავსი, მაგრამ ორივეს აქაუნთი გატეხეს და წაშალეს. QUOTE С самого начала были сделаны якобы видео опровержения (подделки), но только лишь с целью, чтобы связаться с авторами записей, включая меня, Яну, Синегорье и монаха. При этом аккаунты Синегорье и его друзей были взломаны, и со мной и Яной, в частности, велось общение от их имени, для выуживания информации… რა იწვევს ამ ხმებს? აქ არის საინტერესო ვიდეო, თუ რა შეიძლება იყოს ამ ხმების გამომწვევი მიზეზი: http://www.youtube.com/watch?v=MjfhUKJN6Fg...=youtu.be&a მოკლე შინაარსი არის, რომ ფუკუშიმადან გამოსროლილი რადიაქტიული იონები ირეკლება ამერიკული HAARP-ის დამცავი ელექტრონული ფარიდან, რომელიც მსოფლიოს გარშემოა, და ამით წარმოიქმნება ეს ხმები. ნუ ეს უბრალოდ ვერსიაა -------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Jan 21 2012, 12:54 AM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
vano kazbegi
ალბათ ტუნგუსკის მეტეორზე ყვებოდა. ოღონდ ის 1908 წელს იყო, თუ არ მეშლება. ისე მეც გამიგია, იმ დიდ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე უცნაური ხმები ესმოდათ, ცხოველები ერთ ადგილზე შეშდებოდნენო. მაგრამ ახლანდელი ხმები არა მგონია რომელიმე მეტეორთან იყოს დაკავშირებული, კარგა ხანია, თითქმის ერთი წელია სხვადასხვა კუთხეში ესმით, იუტუბზე რა თქმა უნდა უმეტესობა ყალბია, მაგრამ აშკარად არის რეალურიც, მე თვითონ მოვისმინე ორი თუ სამი თვის წინ გამთენიისას, ვეცადე ქალაქის ჩვეულებრივ ხმაურად ჩამეთვალა, მაგრამ ისიც აშკარად ვიგრძენი , რომ რაღაც სულ სხვა იყო, არამიწიერი, თუ ვინ იცის, ეგებ ძალიან მიწიერი, ყოველ შემთხვევაში არავისთვის არ მითქვამს, მაგრამ აღმოჩნდა სხვებმაც გაიგეს, მე ორმა მკითხა ნეტა რა იყო ხომ არ იციო. მერე ბლომად გამოჩნდა ვინც გაიგო. nibiru3013 რომ ამ ხმას არ მოყვება ვიბრაცია ვიბრაცია მოყვება, ინგლისში მთელმა სოფელმა იგრძნო, ასევე მექსიკაში და ლუიზიანაშიც. ჩვენს შემთხვევაში აშკარად იგრძნობოდა, მთლიანობაში 5-6 წუთი გაგრძელდა, იქედან რაც მე დავაფიქსირე, ოთხი ტალღა იყო, ნელნელა მაღლდებოდა და იმ დროს აშკარად იგრძნობოდა ვიბრაცია (მეტრო რომ ჩაივლის, დაახლოებით ისეთი, თუმცა მეტრო არ გვაქვს ახლომახლო) მერე წყდებოდა და თავიდან იწყებოდა, ძალიან უცნაურ შეგრძნებას ტოვებდა, ოღონდ შიშს არა. მაშინ საერთოდ არც მქონდა გაგებული არაფერი ამდაგვარ ხმებზე, რომ დავინტერესდი გამეგო რა იყო, აღმოვაჩინე, იუტუბი გადაჭედილი ყოფილა, ნამდვილად არ ვიცი რომელია სიმართლე და რომელი ყალბი მათგან, მაგრამ რაც მე მოვისმინე და ვიგრძენი რეალური და ძალიან უცნაური იყო. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 22nd September 2024 - 01:21 AM |